„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასოფლო-სამეურნეო მიწა, სადაც სიმინდის ყანების ნაცვლად ავტოსადგომი ფუნქციონირებს, კორუფციული გარიგება თუ ხელისუფლების გულგრილობა

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასოფლო-სამეურნეო მიწა, სადაც სიმინდის ყანების ნაცვლად ავტოსადგომი ფუნქციონირებს, კორუფციული გარიგება თუ ხელისუფლების გულგრილობა

access_time2020-12-07 10:00:32



მიწის ნაკვეთზე, რომელსაც თქვენ ფოტოზე ხედავთ წესით სიმინდის ყანები, კომბოსტოს პლანტაციები, ან სულაც კარტოფილის ნათესები უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში 15 683 კვ. მ. მიწა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიზნით უნდა გამოიყენებოდეს. თუმცა, სავარაუდო კორუფციული გარიგებით,  დღეს აქ ტირ პარკი - „მწვანე“ ფუნქციონირებს. ექსკლუზიურად „კომერსანტს“ სანდო წყარო უყვება, რომ ადგილობრივმა და ცენტრალურმა მთავრობამ კონკრეტულ სუბიექტებს მწვანე შუქი აუნთეს და ბიზნესსაქმიანობის უხეში კანონდარღვევით დაწყების უფლება მისცეს.

 

 

„კომერსანტმა“ გაარკვია, რომ სასოფოლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების გარეშე, არა სასოფოლო- სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება აკრძალულია. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება, თუმცა როგორც ჩანს კანონი შპს „მწვანესთვის“ დაბრკოლება არ ყოფილა. ამავე კანონის შესაბამისად მიწათსარგებლობის კანონიერების მონიტორინგს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო  სამართლის იურიდიული პირი - „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს. სახელმწიფო უწყებაში „კომერსანტისგან“ გაიგეს, რომ მარნეულში, სახნავ მიწაზე დაგებულია ბეტონის საფარი და რომ იქ საერთაშორისო გადამზიდავი სატვირთო ავტომანქანების ავტოსადგომი ფუნქციონირებს. როგორც ჩანს ოციციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრა ფიქციურ დოკუმენტად დარჩა, რომელიც არ სრულდება. უწყებაში მედიაჰოლდინგს განუცხადეს, რომ სამინისტრომ საკითხის მოკვლევა დაიწყო დამატებით დეტალებს უახლოეს დღეებში განგვიცხადებდნენ.

 




უხეშ კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია არა აქვს საკითხზე კიდევ ერთ პასუხისმგებელ უწყებას. სწორედ ეკონომიკის სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ გასცა ლიცენზია ავტოსადგომის ფუნქციონირებისთვის. ამჯერადაც შპს მწვანეს, კიდევ ერთი მწვანე შუქი აუნთეს და კომპანიამ ყოველგვარი პრობლემების გარეშე სახნავ მიწაზე გადამზიდავი ავტომანქანების ავტოსადგომის ლიცებზია მოიპოვა.

 

ბიზნეს საქმიანობის წარმატებულ გზაზე, შპს „მწვანეს“ წითელი შუქი მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აუნთო. კომპანიის დამფუძნებლებმა მიწის კატეგორიის შეცვლა სცადეს, რათა მათ ბიზნეს საქმიანობა კანონდარღვევების გარეშე გაეგრძელებინათ, თუმცა სახელმწიფო უწყებისგან უარი მიიღეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მოთხოვნა  მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ არ არის დასაბუთებული.

 

ერთადერთ უკანონობად შპს „მწვანეს“ დამფუძნებელს და კომპანიის 20 პროცენტი წილის მფლობელს მადატ გუსეინოვს სწორედ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება მიაჩნია. იგი კომპანიის ბიზნესსაქმიანობაში პრობლემას ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ შპს „მწვანეს“ სახნავ მიწას მიზნობრივად გამოიყენებს. მისი თქმით, შემოსავლების სამსახური მათ საქმიანობას აკონტროლებს და უწყებას ყველანაირი ინფორმაცია აქვს. კომპანიის დირექტორისთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხი იყო თუ რატომ ამზადებდა მედიაჰოლდინგი აღნიშნულ თემაზე სტატიას, მაშინ როდესაც ქვეყანაში რთული პერიოდია.

 

„კანონში სად წერია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ბიზნესის კეთება არ შეიძლება? მიმაჩნია, რომ სახნავ-სათეს მიწას დანიშნულებისამებრ გამოვიყენებთ. მიაჩნია, რომ უკანონობა ისაა, რომ მიწის სტატუსი არ შეუცვალა იმან, ვინც ხელი შეუშალა ჩვენს საქმეს. საჯარო რეესტრს იმიტომ მივმართეთ, რომ შენობის აშენება გვინდოდა, უარის მიღების შემდეგ მსუბუქი კონსტრუქცია ავაშენეთ“, - განაცხადა მადატ გუსეინოვმა.

 



სანამ სახელმწიფო უწყებები საკითხს იკვლევენ, შპს „მწვანეს“ ოთხი მესაკუთრე: მადატ გუსეინოვი, ვუგარ ნოვრუზოვი, მამედ ქერიმოვი და სადიგ კურბანოვი,  სავარაუდოდ, უკვე დიდი ხანია სახელმწიფო უწყებებთან კორუფციული გარიგებით, ბიზნეს საქმიანობიდან სარგებელს ნახულობენ. შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ „წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტთან არსებულ ავტოსადგომების რიცხვში შპს „მწვანეც“ ფიგურირებს, სადაც 112 სატვირთო ავტომანქანის განთავსებაა შესაძლებელი. ვინ მიიღო და იღებს სარგებელს სავარაუდო კორუფციული გარიგებით, ჰქონდა თუ არა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გულგრილობას ადგილი და გადადგამს თუ არა ხელისუფლება ქმედით ნაბიჯს აშკარა კანონდარღვევის ფაქტის გამოსავლენად, „კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით დეტალებს უახლოესს მომავალში მოგაწვდით.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up