“კომერსანტის“ ექსკლუზივი:  საქართველოში მამაკაცის იტალიური ელეგანტურობის სიმბოლოდ წოდებული ბრენდი - BOGGI Milano შემოდის

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: საქართველოში მამაკაცის იტალიური ელეგანტურობის სიმბოლოდ წოდებული ბრენდი - BOGGI Milano შემოდის

access_time2019-10-09 11:00:44


საქართველოში მამაკაცის იტალიური ელეგანტურობის სიმბოლოდ წოდებული ბრენდი - BOGGI Milano შემოდის.




თითქმის საუკუნოვანი ისტორიის ბრენდი BOGGI Milano (ბოჯი მილანო) 1939 წელს დაარსდა და მამაკაცის სამოსის მწარმოებელ მსოფლიო ბრენდებს შორის მალევე დაიმკვიდრა წამყვანი ადგილი გამორჩეული იტალიური სტილისა და ელეგანტურობის უნიკალური შერწყმით.



ბრენდი ორიენტირებულია ნებისმიერი თაობის კოსმოპოლიტ, საქმიან მამაკაცებზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია შეინარჩუნონ კომფორტი და სტილი ყოველდღიურად. სეზონური კოლექციების დიდი ნაწილი ეთმობა Smart Casual და Easy Formal სტილს, რისი შთაგონებაც არის დახვეწილი - გემოვნებიანი მილანელი მამაკაცი. სწორედ ამიტომაც არის ბრენდის დასახელების აქცენტირებული ნაწილი - Milano. თუმცა, ბრენდის კოლექციებში ასევე განსაკუთრებული ადგილი უკავია მამაკაცის სამოსს ყველაზე ოფიციალური მოვლენებისთვისაც, სადაც ბრენდი Tailor-Made კულტურას ინარჩუნებს. იყენებს დიდ არტისანულ გამოცდილებას და უმაღლესი ხარისხის Loro Piana-ს ქსოვილებს, რაც შეუდარებელი ხარისხის უცვლელი ნიშანია.






BOGGI Milano ტანსაცმლის გარდა, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მრავალფეროვნებას შესთავაზებს ქართველ მამაკაცებს. მნიშნელოვანია, რომ პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა ექსკლუზიურად დამზადებულია იტალიაში.


“BOGGI Milano წარმოდგენილია 37 ქვეყანაში 190-ზე მეტი მაღაზიით. ძალიან მოხარული ვართ, რომ შემდეგი ქვეყანა საქართველოა, სადაც ჩვენი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება. ბრენდი იზრდება გლობალურად ყოველდღე, რაც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ იტალიური სტილის ფილოსოფიის გავრცელება მთელს მსოფლიოში. ამ მიზნის მისაღწევად 2016 წელს დავაარსეთ BOGGI Milano Academy, სადაც უკვე საქართველოს წარმომადგენლებიც გაივლიან ყოველწლიურ სწავლებას. ბრენდის მასშტაბების საერთაშორისო გაფართოების მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ადგილობრივი ბაზრის ინდივიდუალურობაზე. ქართველი მომხმარებელი კი ვიცით, რომ განსაკუთრებულია და ის დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა,” - აცხადებს ლორენცო მანცონი, ბრენდის ხელმძღვანელი საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით.


მანცონის თქმით, სასიხარულო იყო ფაქტი, რომ თბილისში იხსნება მაღალი დონის სავაჭრო ცენტრი - “სითი მოლი” ქავთარაძის #1-ში, რომლის მეორე სართულზე მდებარე ე.წ Luxury Corner-ში დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს “ბოჯი მილანოს” პირველი ოფიციალური შოურუმი საქართველოში.


ბრენდის ფრანჩაიზის ექსკლუზიური მფლობელია სს “პრობუს კაპიტალი” და შპს “აიჯი ინვესტი”. სს “პრობუს კაპიტალი” ასევე ფლობს და მართავს Calvin Klein-ის ბრენდს საქართველოში.


BOGGI Milano-ს გრანდიოზული ოფიციალური გახსნა ნოემბრის თვეშია დაგეგმილი.


ბაჩო ადამია



თეგები:
BOGGI Milano



„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა

„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა
access_time2019-10-16 18:25:30
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლებელია, ფრენები განახლდეს. „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა. აღნიშნულ ცნობას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „სოვა ნიუსი“ ავრცელებს. ბრძანების თანახმად, ავიაკომპანიას რეისის მოსკოვი-ქუთაისი განხორციელება კვირაში 7-ჯერ შეუძლია. არსებული ინფორმაციის თანახმად, S7 Airlines-ის წარმომადგენლებს ჯერ არ...

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - ქართული ოცნების დეპუტატების ვერსიები

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - ქართული ოცნების დეპუტატების  ვერსიები
access_time2019-10-16 20:15:33
„თიბისი ბანკის“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე „მთავარი არხის“ ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. მან გაიხსენა  2017 წლის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან სოლოლაკის სასახლეში, სადაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მას განუცხადა, რომ ის ვერ ერკვევა გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდა, რადგან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევდა, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ...

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან
access_time2019-10-16 19:00:29
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული. საუბარია, სესხის გამcემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფისთვის ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა. აღსანიშნავია,...

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი ‘BB-/სტაბილურამდე’ გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი ‘BB-/სტაბილურამდე’ გაზარდა
access_time2019-10-16 14:05:54
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო შ&P Gლობალ -მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“(„კორპროაცია“) გრძელვადიანი რეიტინგი „B+“-დან „BB -“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. სააგენტომ კორპორაციის რეიტინგი 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორაციის როლს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებისათვის. კორპორაცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მოწოდების საიმედოობის...

„კურიოზულია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მუდმივად სხვადასხვა ტიპის არაეფექტიანი რეგულაციები შემოაქვს“

„კურიოზულია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მუდმივად  სხვადასხვა ტიპის არაეფექტიანი რეგულაციები შემოაქვს“
access_time2019-10-16 17:30:17
„კურიოზულია, როცა ერთი მხრივ, სახელმწიფო ამბობს რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მეორე მხრივ, სხვადასხვა ტიპის რეგულაციები შემოაქვს. რეაგულაციების მიზნობრიობა არ აიხსნება, ერთადერთი არგუმენტი მათი მხრიდან ის არის,რომ ევროკავშირის დირექტივა გვავალებს ამას. ეს მიუღებელი პასუხია,“ - განაცხადა რადიო „კომერსანტზე“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორმა, ქართლოს ყორანაშვილმა. გადაცემაში ბიზნეს გარემოს სამართლებრივი ჩარჩოს, ბიზნესზე სამართლებრივი...


მსგავსი სიახლეები

up