„კომერსანტის“ ექსკლუზივი: საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი „ჯეო ჰოსპიტალსს“ არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში ადანაშაულებს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი „ჯეო ჰოსპიტალსს“ არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში ადანაშაულებს

access_time2021-02-17 10:00:33

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი (IGG) ერთ-ერთი მსხვილი ჰოსპიტალური ქსელის წინააღმდეგ საჩივარს ამზადებს. როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, საუბარია კონკრეტული ფაქტის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა მოდიოდეს წინააღმდეგობაში კონკურენციის შესახებ კანონთან, რაც გულისხმობს კონკრეტულ რეგიონში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, შეთანხმებულ ქმედებას ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს.


საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელი არჩილ მორჩილაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ სავალალოა, როდესაც ბანკთან დაკავშირებული კომპანია არის ყველაზე მსხვილი სააფთიაქო ქსელის, ყველაზე დიდი ჰოსპიტალური ქსელის და სამი სადაზღვევო კომპანიის მფლობელი. მისი თქმით, ასეთ პირობებში სადაზღვევო ბაზრის კონკურენტული განვითარება ფანტასტიკის სფეროა, რადგან სადაზღვევო კომპანიებს არ ეძლევათ კონკურენტულ გარემოში ოპერირების საშუალება, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობას შეუქმნის პრობლემას, როგორც ფასის ასევე სერვისის ხარისხის მხრივ. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტის მოკვლევის მიზნით, კონკურენციის სააგენტოს უკვე მიმართეს, რომ დაიწყოს ერთ-ერთი ჰოსპიტალური ქსელის მიერ კონკურენციის კანონის დარღვევის ფაქტის შესწავლა, რომელიც მათი კომპანიის წინააღმდეგ განხორციელდა.


„ფაქტის შესახებ ვაცნობეთ სადაზღვევო ასოციაციას და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურსაც. ასეთი ტიპის უხეში დარღვევა აქამდე არ ჩაუდენია არცერთ სხვა ჰოსპიტალურ ქსელს, არც ბანკთან აფილირებულ ყველაზე დიდ ჰოსპიტალურ ქსელს, მათ შორის არც „ევექსს“ და „იმედი L“-ს. ჩვენ კონკურენციის სააგენტოს მივაწოდეთ ის დოკუმენტაცია, რითაც ცალსახად სახეზეა ამ ჰოსპიტალური ქსელის და მასთან აფილირებული კომპანიის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებები. ისინი ბოროტად იყენებენ რა სამედიცინო ბაზარზე ზოგიერთ რეგიონში მათ დომინანტურ მდგომარეობას, ახორციელებენ ისეთ არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გამარჯვებულად გამოვლენილი პრეტენდენტის საწინააღმდეგოდ ისეთი დოკუმენტაციების შექმნა, რომელიც არამარტო არათანაბარ პირობებში აყენებს პრეტენდენტს სხვა პრეტენდენტებთან მიმართებაში, არამედ პირდაპირ ზიანს აყენებს კონკურენტის ეკონომიკურ საქმიანობას.


კონკურენციის სააგენტოსგან პირველადი პასუხი უკვე მივიღეთ და ფაქტიურად გვთხოვენ, რომ ამან მიიღოს საჩივრის ფორმა. ვფიქრობ ისინი გადადგამენ გარკვეულ ნაბიჯებს, რადგან ამაზე კარგი შემთხვევა რომ კონკურენციის სააგენტომ თავი გამოიჩინოს არამგონია კიდევ ჰქონდეთ. ჩვენი მხრიდან აუცილებელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა“,
- აცხადებს არჩილ მორჩილაძე.



„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე არაკეთილსინდისიერ ქმედებებში თავად საქართველოს სადაზღვევო ჯგუფს ადანაშაულებს. კობახიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისთვის საქმის დეტალები უცნობია, თუმცა თუ კონკურენციის სააგენტო „ჯეო ჰოსპიტალსს“ ოფიციალურად მიმართავს, ჰოსპიტალური ქსელი თავად აღძრავს IGG-ის წინააღმდეგ საქმეს.


„კონკურენციის სააგენტოს ამ ეტაპზე ჩვენთვის ოფიციალურად არ მოუმართავს, თუმცა თუ მოგვმართავენ, სავარაუდოდ ალბათ აღვძვრავთ საქმეს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წინააღმდეგ ცუდი, უხარასხო მომსახურების და ტენდერების ხელში ჩაგდების მიზნით, როგორ შედიან სახელმწიფო ტენდერებში და აყალბებენ დოკუმენტაციას. ჯერ არ ვიცით დეტალები, ვნახეთ მხოლოდ მათი განცხადება, რომ ერთ-ერთი ჰოსპიტალური ქსელის წინააღმდეგ მიმართეს კონკურენციის სააგენტოს. როგორც კი უფრო მეტ დეტალს გავიგებთ, ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ და ჩვენს პოზიციასაც დავაფიქსირებთ“, - ამბობს ნინო კობახიძე.


საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ სააფთიაქო და ჰოსპიტალური ქსელების ვერტიკალური ინტეგრაციის სტრუქტურის შესახებ ცნობილია და ასეთი ჰოლდინგური კომპანიების არსებობას კანონმდებლობა არ კრძალავს. მისი თქმით, კონკურენციის სააგენტო შესაბამის არგუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მზადაა დაიწყოს ბაზრის მონიტორინგი, რომლის მიზანიც იქნება შეფასდეს მდგომარეობა თუ რამდენად უშლის ხელს კომპანიების ასეთი ვერტიკალური სტრუქტურები კონკურენციის განვითარებას.


„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის და ბატონი არჩილის მიერ იქნა გამოგზავნილი წერილი, სადაც საუბარია კონკრეტული ფაქტის შესახებ ერთ-ერთი ჰოსპიტალური ქსელის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა მოდიოდეს წინააღმდეგობაში კონკურენციის შესახებ კანონთან, თუმცა მოკვლევის დაწყებამდე მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს წერილში დასმული საკითხები და მას მიეცეს საჩივრის სახე, ამის შესახებ ჩვენ ვაცნობეთ კომპანიას და ველოდებით მათ განაცხადს, რის შემდეგაც პროცედურის მიხედვით მოპასუხე კომპანიასაც ვთხოვთ წარმოდგენილ საჩივარზე საპასუხო არგუმენტებს, შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების თაობაზე. აქვე გეტყვით, რომ მოკვლევის წარმოებისას კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს აქვს კანონით დადგენილი ვადები (18 თვემდე) რა პერიოდში უნდა დადგინდეს ქონდა თუ არა ადგილი კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევას და ასეთის არსებობის შემთხვევაში იქნება შესაბამისი სანქციაც“, - აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up