„კომერსანტის“ ექსკლუზივი - „საქართველოს ბანკი“ სადაზღვევო კომპანიას აფუძნებს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - „საქართველოს ბანკი“ სადაზღვევო კომპანიას აფუძნებს

access_time2018-12-12 18:00:00

„კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „საქართველოს ბანკი“ სადაზღვევო კომპანიას აფუძნებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებმა განუცხადეს. საქართველოს სადაზღვევო კომპანიათ ასოციაციისგამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, კომპანიამ ეროვნული ბანკისგან ნებართვა უკვე მიიღო და უახლოეს მომავალში განცხადის შეტანას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში აპირებს.

 

„საქართველოს ბანკის“ მიერ სადაზღვევო კომპანიის დაფუძნებაზე ინფორმაცია აქვს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ გენერალურ დირექტორ ვასილ ახრახაძესაც. მისი განმარტებით, საბოლოოდ, ლიცენზია გაიცემა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურიდან, თუმცა, როიდესაც საქმე საბანკო ინსტიტუტის ინვესტიციას ეხება, ჯერ უნდა მიღებულ იქნას წერილობითი თანხმობა ეროვნული ბანკისგან და შემდგომ ხდება  დაზღვევის სახელმწიფო  ზედამხედველობის სამსახურთან  ლიცენზიის მისაღებად მიმართვა.  

 

რაც შეეხება „საქართველოს ბანკს“, კერძოდ, თუ როდიდან შევა სადაზღვევო ბაზარზე მათ მიერ დაფუძნებული კომპანია, რა სეგმენტზე იქნება მორგებული, რა სახელით დაიწყებს ოპერირებას და სხვა დამატებითი დეტალები,„კომერსანტი“ საფინანსო ინსტიტუტისგან პასუხს ამ დრომდე ელოდება.


აღნიშნულ თემაზე  „კომერსანტს“  განმარტება ეროვნულმა ბანკმა გაუკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:



არსებული კანონმდებლობით, ბანკებს არ ეკრძალებათ საშუამავლო საქმიანობა საფინანსო ბაზარზე. ამასთან, კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ეროვნული ბანკის თანხმობით დააარსონ ისეთი შვილობილი კომპანია, რომელიც არის ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის სადაზღვევო კომპანია. აღნიშნული არ განიხილება არაპროფილურ საქმიანობად და, ამავე დროს, არსებული კანონმდებლობით არ იზღუდება.


გაცნობებთ, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს ბანკს ეროვნული ბანკისათვის შვილობილი სადაზღვევო კომპანიის დაარსებასთან დაკავშირებით არ მოუმართავს. რაც შეეხება საქართველოს ბანკის ჯგუფის სხვა კომპანიებს, მათ შვილობილის დაარსებაზე ეროვნული ბანკისათვის მომართვის ვალდებულება არ გააჩნიათ. დამატებით განგიმარტავთ, რომ სადაზღვევო კომპანიის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება, როგორც ქვეყანაში სადაზღვევო სექტორის მარეგულირებლის, დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფლებამოსილებაა და ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი არ მონაწილეობს.


რაც შეეხება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს,მარეგულირებელში აცხადებენ, რომ მათთან ამ დრომდე ახალი  კომპანიის დაფუძნების მოთხოვნა არ შესულა.

 

ბაზარზე ამ დროისათვის 17 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up