“კომერსანტის“ ექსკლუზივი: „ნატახტარმა“ „lowenbrau“-ს ჩამოსხმის ლიცენზია მიიღო

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: „ნატახტარმა“ „lowenbrau“-ს ჩამოსხმის ლიცენზია მიიღო

access_time2019-05-07 12:00:42

ლუდის მოყვარულებს უახლოეს დღეებში სიახლე ელოდება. როგორც „კომერსანტს“ „ნატახტარის“  კორპორატიულ საკითხთა დირექტორმა,  ნიკოლოზ ხუნძაკიშვილვა ექსკლუზიურად განუცხადა, კომპანიამ ლუდის ბაზარზე ცნობილი გლობალური ბრენდის „lowenbrau“-ს წარმოების ლიცენზია მიიღო. ხუნძაკიშვილის თქმით,  ლუდი უკვე მოხარშულია და ჩამოსხმის პროცესი მიმდინარეობს:

 

 

„გვაქვს ახალი ლიცენზირებული ბრენდი lowenbrau. იმისათვის, რომ ამ ტიპის ლიცენზია მიგვეღო, ჩვენ მთელი ერთწლიანი აუდიტის პროცესი გავიარეთ - ეს ეხება როგორც ტექნიკურ ნაწილს, ასევე პროცედურების. ჩვენ ამ ლიცენზიას ვერ მივიღებდით რომ არ ვყოფილიყავით მსოფლიო კლასის ხარისხის კომპანია. ლუდი უკვე მოხარშულია და ჩამოსხმის პროცესი მიმდინარეობს. დასაწყისში ჩვენ საქართველოს ბაზარს ავითვისებთ, შემდეგ ვგეგმავთ ლუდი ექსპერტზე სომხეთში გავიტანოთ. ამ კუთხით პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. რაც შეეხება ღირებულებას, „lowenbrau“-ს ფასი იმპორტირებულზე ნაკლები იქნები“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

 


 

Lowenbrau ესაა ლუდსახარში, რომელიც მიუნხენში მდებარეობს. კომპანიის ლუდების უმრავლესობა ბავარიული ლუდის სიწმინდის რეგულაციით იხარშება, რომელიც 1516 წელს შეიქმნა. არსებული ინფორმაციით Lowenbrau 1383 წელს დაარსდა, ხოლო ლუდსახარში მიუნხენის საგადასახადო ჩანაწერებში 1746 წელს გამოჩნდა. ლომის ემბლემა მეჩვიდმეტე საუკუნით თარიღდება და უკავშირდება ბიბლიურ წინასწარმეტყველს, დანიელს რომელიც ლომების გალიიდან უვნებელი გამოვიდა. ამჟამად ბრენდის მფლობელია  Anheuser–Busch InBev.



ბაჩო ადამია





29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up