„კომერსანტის“ ექსკლუზივი: Pos TV-ის და MyVideo-ს ჯგუფმა  Adjaranet.com შეიძინა

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: Pos TV-ის და MyVideo-ს ჯგუფმა Adjaranet.com შეიძინა

access_time2019-07-25 18:00:36


„კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, Pos TV-მ    MyVideo და Adjaranet.com-ი იყიდა.  MyVideo-ს მფლობელი კომპანია ITDC „კომერსანტთან“ ადასტურებს, რომ  კომპანიამ ნამდვილად იყიდა  adjaranet.com-ი, რის შესახებაც ოფიციალური განცხადების გაკეთება 1 აგვისტოს იგეგმება. თუმცა, Pos TV-ის მიერ მათი ჰოლდინგის შეძენასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 


adjaranet.com-ის ყიდვის მიზეზად MyVideo-ში  გაფართოებას ასახელებენ.„ჩვენ გვაქვს ჰოლდინგი Digital EDS-ი, სადაც შედის Myvideo.ge, imoves.ge, amindi.ge,fly.ge, tarifebi.ge, სწორედ ამ ჰოლდინგში შემავალი გახდა adjaranet.com-იც. ჩვენი მიზანი იყო, აღნიშნული საიტები ერთ დიდ ჰოლდინგში გაერთიანებულიყო“, — აცხადებენ Myvideo-ში.


გარდა ამისა, სანდო წყარო „კომერსანტს“ უყვება, რომ ajaranet.com-ში რეორგანიზაციაა დაგეგმილი და თვის ბოლოდან თითქმის ყველა თანამშრომლის დათხოვნა მოხდება.


რაც შეეხება თავად  Pos TV-ს, ტელეარხის ყოფილი დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი ამ თემის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ  Pos TV-ს არ აქვს ის კაპიტალი, რომ ან MyVideo ან adjaranet.com-ი იყიდოს. „პირიქით,  MyVideo  ყიდულობს Pos TVის ინტელექტუალურ საკუთრებას,“-აცხადებს ნაცვლიშვილი. 


როგორც ნაცვლიშვილი გვიყვება, MyVideo-ს და Pos TV-ის ურთიერთობის ისტორია 2017 წლის ივლისში დაიწყო. მისი თქმით,  ორი წლის წინ MyVideo-მ დაარსა ექსპერიმენტალური სტუდია   Pos TV.



ნაცვლიშვილის ინფორმაციით,  თავიდან Pos TV  იყო შემოქმედებითი ადამიანების გაერთიანება, რომელთაც არც ქონება ჰქონდათ, არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. იყო მარტო ინტელექტუალური საკუთრება. MyVideo-მ, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა, ეროვნულმა ვიდეოპლატფორმამ, რომელსაც ჰქონდა გამოცდილება და აფინანსებდა გარკვეულ სტარტაპებს, შესთავაზა Pos TV-ის მისი პროდუქტების დაფინანსება, რის შემდეგადაც  შემოსავალს რეკლამიდან გაიყოფდნენ.


„ეს იყო MyVideo-ს ბიზნეს მოდელი. ამ შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა სტუდიის დაფუძნება და გააკეთეს კიდეც. შემდეგ დაუდო MyVideo-მ ხელშეკრულება  Pos TV-ს შემოქმედებით ჯგუფს, რომ ერთობლივი საქმიანობა ეწარმოებინათ. ანუ,  Pos TV  MyVideo-ს მიერ დაფუძნებულ ექსპერიმენტალური სტუდიის ბაზაზე აწარმოებს პროდუქტებს. ამის მერე მგონი არაფერი შეცვლილა.  Pos TV-ს აქვს ინტელექტუალური საკუთრება, კრეატიული ხალხი, მათ აქვთ იდეები, ამ იდეების განხორციელებას ისინი ახერხებენ MyVideo-ს მიერ დაფუძნებულ ექსპერიმენტალური სტუდიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე. მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება კი ითვალისწინებს დამზადებული პროდუქტის შედეგად მოზიდული რეკლამიდან შემოსავლის გაყოფას. ეს არის ჯანსაღი, აპრობირებული მოდელი.  წესით, ახლაც ეს მოდელი მუშაობს.  მე აღარ ვარ Pos TV-ის დამფუძნებელი, თუმცა, რა ინფორმაციაც მაქვს, იმის შემდეგ არაფერი შეცვლილა, — აცხადებს ჩვენთა საუბარში ლაშა ნაცვლიშვილი.



რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ გარიგების შემდეგ საქართველოს digital  ბაზარზე ყველაზე მსხვილი ვიდეოპორტალები ერთიანდება  Myvideo.ge და adjaranet.com-ი (adjara.com-ის ერთ-ერთი ვიდეოპორტალი)  top.ge-ს მონაცემებით, ყველაზე დიდი უნიკალური ნახვებით გამოირჩევა, მათ კი მომავალში ერთი მფლობელი ეყოლება და, შესაბამისად, ერთიანი პოლიტიკის ქვეშ იმუშავებენ. 


ამ მსხვილი გაერთიანების შესახებ კომერსანტმა განმარტება სთხოვა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. 






რაც ეხება კომპანია  Digital EDS-ის, ქართულ ბაზარზე ის 2012 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს სხვადასხვა სერვისებთან ერთად ინტერნეტ რეკლამასაც სთავაზობს. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ შეასრულა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის საზღვარგარეთ განხორციელებული სარეკლამო კამპანია 2015-2016 წლებში. როგორც შესყიდვებისა და მონიტორინგის ცენტრი მაშინ აღნიშნავდა, Digital EDS-სთან  ჯამში 7 მილიონზე მეტი ღირებულების კონტრაქტები უტენდეროდ გაფორმდა. კომპანიის მეწილეები საჯარო რეესტრის მონაცემებით, გივი გურასპაული, ნიკოლოზ გაბელია, ანდრო კიკნაძე, კონსტანტინე ჭავჭანიძე და ლევან ჭიორელი არიან.


2016  წელს კომპანია Digital EDS-ი   Myvideo.ge-ს მფლობელი კომპანიის ITDC-ის 51%-ს და imovies-ge-ს 40% შეისყიდა.  ITDC-ის წილების ნაწილი დათმეს მამუკა მონავარდისაშვილმა (19,4%), გიორგი გარსევანიშვილმა (19,4%) და გურამ ხუნდაძემ (12,2%), თუმცა ისინი კვლავ რჩებოდნენ  კომპანიის მეწილეები. Digital EDS-ი imovies.ge-ს წილებს უკვე ფლობდა, 2016 წელს  კი პიზიკური პირის შოთა ჩლაიძის 40%-იანი წილის მფლობელიც გახდა.


„კომერსანტი“

თეგები:
MyVideo Adjaranet.com PostTV



წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან - World Class Georgia

კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან - World Class Georgia
access_time2020-07-09 11:30:37
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის...

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up