„კომერსანტის“ ექსკლუზივი - მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი უწყებიდან მიდის და ამ პოსტზე მისივე მოადგილე დავით ტაბიძე ინიშნება

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი უწყებიდან მიდის და ამ პოსტზე მისივე მოადგილე დავით ტაბიძე ინიშნება

access_time2021-09-14 13:00:29

გიორგი შენგელია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს და ამ ადგილს მისივე მოადგილე დავით ტაბიძე დაიკავებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროცესებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.



„კომერსანტი“ მუნიციპალური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც არ დაადასტურეს „კომერსანტის“ ინფორმაცია და განაცხადეს, რომ აღმასრულებელი დირექტორი არსებულ პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას.




გიორგი შენგელია მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად 2018 წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე, 2017–2018 წლებში შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. მუნიციპალური განვითარების ფონდში მან გაგი ბუაძე შეცვალა, რომელიც 2018 წლის 12 ივნისს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად დაინიშნა.



რაც შეეხება დავით ტაბიძეს, რომელიც „კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ინიშნება, უწყებაში ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო მუშაობა. 2015–2019 წლებში ის ამავე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.



საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1997 წელს დაფუძნდა. ფონდი საქართველოში მოქმედ მსოფლიოს ყველა მსხვილ საინვესტიციო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. აღნიშნულის კოორდინირებას საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამეთვალყურეო საბჭო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.





სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა
access_time2021-10-24 14:00:26
საქართველო კვლავ ძლიერი და გამართული ლოგისტიკური ცენტრების გარეშეა. არადა, ჯერ კიდევ 2017 წელს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ტექნოპარკში  კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო ჯამურად 152.8 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიზნად თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას ისახავდა. გეგმით, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ამ პროექტის განსახორციელებლად...


მსგავსი სიახლეები

up