„კომერსანტის“ ექსკლუზივი - „საქართველოს უძრავი ქონება“ m2-ის მიერ აშენებული ყველა სასტუმროს გაყიდვას გეგმავს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - „საქართველოს უძრავი ქონება“ m2-ის მიერ აშენებული ყველა სასტუმროს გაყიდვას გეგმავს

access_time2020-09-14 10:00:18

„კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ჰოლდინგი „საქართველოს უძრავი ქონება“ მის საკუთრებაში არსებული სასტუმროების გაყიდვას გეგმავს და ასევე ჩვენივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი  კომპანია „რედკოა“.


„საქართველოს უძრავი ქონება“ (Georgia Real Estate Holding-ი) აერთიანებს როგორც M2 ჯგუფს, ასევე სასტუმროებისა და კომერციული ქონების ბიზნესის მიმართულებას (Hospitality Group-ს).


ჰოლდინგში სასტუმროების გაყიდვის ინფორმაცია არ უარყვეს, თუმცა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანია განიხილავს გაყიდვისა და შესყიდვის სხვადასხვა შეთავაზებას.


„როგორც საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანია, ყოველთვის განვიხილავთ საინტერესო შემოთავაზებებს როგორც ყიდვის, ისე გაყიდვის მიმართულებით. ყველაფერი დამოკიდებულია შემოთავაზებულ პირობებზე, თუმცა ამ ეტაპზე, არანაირი აქტიური მოლაპარაკება არ გვაქვს, შესაბამისად, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება უახლოეს მომავალში დღის წესრიგში არ დგას.“ - კომერსანტთან საუბრისას განაცხადა “საქართველოს უძრავ ქონების“ წარმომადგენელმა.



„რედკოში“ კი საუბრობენ, რომ ჯერჯერობით გარიგება ხელმოწერილი დოკუმენტის სახით არ არსებობს, თუმცა მსგავსი ტიპის ქონების შესყიდვაზე კომპანია დაინტერესებას გამოთქვამს.


დაინტერესება რა თქმა უნდაგაგვაჩნია, როგორც  „საქართველოს უძრავი ქონების“ სასტუმროების, ისევე იმ ქონებების მიმართ , რომელიც ბაზარზე შეიძლება განიხილებოდეს, როგორც  გასაყიდი ქონება. ამ წუთას რომ გითხრათ, რომ რაიმე  გარიგება გვაქვს დადებული ან  რამე მსგავსი ხელმოწერილი დოკუმენტი არსებობს, ეს  ესე  არ არის. ანუ  დაინტერესება  არსებობს ჩვენი მხრიდან და  ყველაფერი დამოკიდებული არის მხარეთა საბოლოო   მოლაპარაკებაზე,  შეთანხმებაზე და გადაწყვეტილებაზე.


თუ  ჩვენ  მოლაპარაკება მივა  იქამდე, რომ ეს  გადაწყვეტილება იქნება  მიღებული ჩვენ  რა თქმა უნდა  არა მთლიანად, მაგრამ რაღაც უძრავ  ქონებებზე,  მაგალითად სასტუმროს  ნაწილზეც შეიძლება, რომ ვისაუბროთ,“- აცხადებენ „რედკოში“.


Georgia Capital-მა 2019 წელს უძრავი ქონების ახალი ჰოლდინგი შექმნა. ახალი ჰოლდინგის სახელწოდება Georgia Real Estate Holding-ია, რომელიც თავის თავში აერთიანებს  m2 ჯგუფს, ასევე სასტუმროების  ბიზნესის მიმართულებას, რომელიც ბაზარზე Amber Group-ის სახელით პოზიციონირებს.

 

m2 group-ის თანადირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ ცოტა ხნის წინ, გადაცემა BMG Lunch-ში  განაცხადა, რომ სასტუმროების მშენებლობის პროექტები დროებით შეჩერებულია, მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიაა. კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება“ 12 პროექტზე მუშაობდა საქართველოს მასშტაბით,  აქედან 2 სასტუმრო გუდაურსა და თბილისში გაიხსნა.

 

თეგები:
m2 რედკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up