„კომერსანტის“ ექსკლუზივი: ლაშა პაპაშვილი  „ვაკის  საცურაო აუზის “ ყიდვას გეგმავს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: ლაშა პაპაშვილი „ვაკის საცურაო აუზის “ ყიდვას გეგმავს

access_time2019-03-28 18:30:07

ბიზნესმენი, უძრავი ქონების განვითარებისა და აქტივების მართვის კომპანია  „შპს რედიქს ჯგუფის“  დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი „ვაკის საცურაო აუზის“  (ე.წ. ბენდუქიძის აუზი) ყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ ექსკლუზიურად განუცხადა.


მისი ინფორმაციით, ობიექტის ყიდვის შემთხვევაში, „ვაკის საცურაო აუზს“ პროფილი შეუნარჩუნდება. „ისტორიულად, ამ ადგილზე აუზია, სპორტია. აქ კორპუსების  აშენებას   თბილისის მერია არც უნდა დათანხმდეს და არც დათანხმდება,“  აცხადებს პაპაშვილი.


რაც შეეხება იმას, როდის დაიდება გარიგება და როდის ეყოლება „ვაკის საცურაო აუზს“ ახალი მფლობელი, ამაზე პაპაშვილი ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი დეტალები „ვაკის საცურო აუზის“ ადმინისტრაციასთან უნდა გავარკვიოთ. „არ ვიცი, ჯერ არ არიან ჩამოყალიბებულები. გამყიდველი არ არის ჩამოყალიბებული, ყიდის თუ არ ყიდის, ან რა ფასად, “  აცხადებს პაპაშვილი.


რაც შეეხება თავად „ვაკის საცურაო აუზს“, კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ. 



შეგახსენებთ, „ვაკის საცურაო აუზის“ ყიდვას რამდენიმე თვის წინ „ლიდერბეთის“ მფლობელი აკაკი შუბითიძეც გეგმავდა. თუმცა, ორ ბიზნესსუბიექტს შორის   ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მიზეზი, რის გამოც არ შედგა  გარიგება, უცნობია. „ლიდერბეთში“ დღეს აცხადებენ, რომ  „ვაკის საცურაო აუზით“ არც დაინტერესებულან, შესაბამისად,  აღნიშნულ ინფორმაციაზე  კომენტარს ვერ გააკეთებენ. 


სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 

 

 

 

 





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები
access_time2021-06-14 15:30:31
„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.   „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:   შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up