ქონების ეროვნულმა სააგენტომ  ციხისძირში სასტუმროს ასაშენებლად მიწა  აუქციონზე გაყიდა

ქონების ეროვნულმა სააგენტომ ციხისძირში სასტუმროს ასაშენებლად მიწა აუქციონზე გაყიდა

access_time2018-10-11 12:00:11

„კომერსანტისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გაყიდულ მიწაზე, 2019 წლის გაზაფხულზე, 4-სართულიანი, 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი დოლარი იქნება.


 


როგორც „კომერსანტს“ აუქციონში გამარჯვებულმა ფიზიკურმა პირმა ბექა გლურჯიძემ განუცხადა, გამარჯვებული კომპანია, რომლს სახელსაც ამ ეტაპზე არ ასახელებს, 45 დღის განმავლობაში მიწის საკუთრების მოსაპოვებლად 810 000 ლარს გადახდის და სასტუმროს პროექტს შექმნის. მომდევნო ეტაპზე კი ადგილობრივი თვითმმართველობიდან მშენებლობის ნებართვას აიღებენ. გლურჯიძის განცხადებით, ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ მშენებლობა დაალხოებით 6 თვეში დაიწყება. 

 

„კომერსანტთან“ საუბრისას ბექა გლურჯიძე აცხადებს, რომ აუქციონი გამჭვირვალე და სამართლიანი იყო. მასში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გლურჯიძე არც სასტუმროს მშენებლობის შესახებ ასაჯაროებს სხვა სახის დეტალებს.

 

„მიწის ოფიციალურად გადაფორმების შემდეგ დეტალებზე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებ.“

 


კითხვაზე, რატომ გაჩნდა ციხისძირში სასტუმროს მშენებლობის იდეა? გლურჯიძე გვპასუხობს, რომ „ადგილმდებარეობა იდიალურია, მშვიდი და ეგზოტიკური. ახლოს არის როგორც ზღვასთან, ასევე გზასთან და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურასთან. აქ განთავსდება სასტუმრო, სადაც სრული სიმშვიდე და კომფორტი იქნება, შესაბამისად მისი სტუმრებიც მსგავსი დასვენების მოყვარულები იქნებიან. ციხისძირს ბათუმისა და ქობულეთისგან სრულიად განსხვავებული სანაპირო ზოლი აქვს, რაც ადგილმდებარეობას კიდევ უფრო საინტერესოსოს ხდის.“

 

 

შეგახსენებთ, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში წლების განმავლობაში ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის ნაცვლად, მალე ახალი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა.

 

უძრავი ქონება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე მაღალი კონკურენციის პირობებში 220 ბიჯით 810 000 ლარად გაყიდა.

 

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო - კომპლექსს მოაწყობს. საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ციხისძირში ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

 

 პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.


პროექტის ფარგლებში უკვე გაყიდულია 21 ობიექტი, რომლის ჯამური ღირებულება დღეის მდგომარეობით 57 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო სასტუმრო–ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა – 120 მლნ ლარს.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში
access_time2019-06-26 18:30:58
რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია. „ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ - განაცხადეს ასოციაციაში. როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის - ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება - ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება -  ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს
access_time2019-06-26 16:45:37
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასოციაციის რიგით მეექვსე ყრილობაზე მიღებული განცხადებით გამოეხმაურა. ასოციაციის მე-6 ყრილობა 25 ივნისს გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვა მმართველი ორგანოების წევრები იქნენ...

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავებას აფხაზეთში

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული  ურთიერთობების  გამწვავებას აფხაზეთში
access_time2019-06-26 20:00:15
რუსეთ და საქართველოს შორის მორიგი გამწვავება  დიდ ინტერესს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და ალბათ ფარისევლობა იქნება იმის თქმა, რომ ეს ამბავი ვინმეს ეწყინა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი შეიძლება შეფასდეს როგორც „დაიმსახურეს და მიიღეს“. - წერს ekhokavkaza.  (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად...

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში  ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“
access_time2019-06-26 16:00:06
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ბევრი რამე შეიცვლება“- ასეთ განცხადებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ უკვე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში გუნდი მთლიანად შეიცვალა, არჩეულია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“ — სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი -ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი -არჩილ კონცელიძე. როგორც პაპაშვილი განმარტავს, ასოციაცია...

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება
access_time2019-06-26 15:00:58
რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის ტრანზიტის ცენტრი. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სტეპან პაიასლიანის თქმით, ავიაკომპანიებს შორის უკვე დაიწყო შესაძლებელი ვარიანტების განხილვა. „მაგალითად, შეიძლება რუსეთიდან თვითმფრინავით ჩასვლა ერევანში, იქედან კი უფასო ავტობუსით თბილისამდე და პირიქით. ასევე...


მსგავსი სიახლეები

up