კომერსანტის ექსკლუზივი: დეველოპერული კომპანია „რედკო“ ციხისძირში ახალ საცხოვრებელ კომპლექსს Bamboo Beach Resort-ს აშენებს (ფოტოები)

კომერსანტის ექსკლუზივი: დეველოპერული კომპანია „რედკო“ ციხისძირში ახალ საცხოვრებელ კომპლექსს Bamboo Beach Resort-ს აშენებს (ფოტოები)

access_time2020-05-20 11:30:06

Bamboo Beach Resort-ი დეველოპერული კომპანია „რედკოს“ ახალი პროექტია, რომლის მშენებლობაც ოფიციალურად მაისის ბოლოს დაიწყება. კომპანია ციხისძირის ახალი დასასვენებელი და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობას ბათუმიდან 20 კილომეტრში, შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში პეტრას ციხის მიმდებარედ იწყებს. საოჯახო ტიპის კურორტის პროექტი, საპროექტო კომპანია Green Design Society-მა შეადგინა. 


სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსში  გაერთიანებულია 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტი, 119 სასტუმრო ნომერი, კერძო ნავსადგომი, კერძო სანაპირო ზოლი, ღია და დახურული საცურაო აუზები, აკვაპარკი, ზიპლაინი, სპა და ფიტნეს დარბაზები.


როგორც „კომერსანტს“ „რედკოს“ იურისტმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა, ადგილზე „მერიოტთან“ დაკავშირებული ბრენდის სასტუმროს განთავსება იგეგმება.




„ვფიქრობთ, რომ ბაზარზე შემცირებული მოთხოვნისა და არსებული გამოწვევების მიუხედავად, უძრავი ქონების განვითარება უნდა გაგრძელდეს. არ შეიძლება გაჩერება, ასეთი ტერმინი არ არსებობს ეკონომიკაში იმიტომ, რომ ეს უკუსვლას ნიშნავს. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროექტები არ შევაჩეროთ და ახალი პროექტებიც დავიწყოთ. 22 მაისიდან ციხისძირში, ზღვის პირას ოფიციალურად გავხსნით ახალი  პროექტის მშენებლობას. ეს იქნება შერეული ტიპის კომპლექსი, რომელიც მოიცავს როგორც სასტუმროს, ასევე აპარტამენტებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და განიხილება, რომ ეს უნდა იყოს „მერიოტთან“ დაკავშირებული ბრენდის სასტუმრო. პროექტი შეთანხმებულია და მშენებლობის ნებართვაც უკვე გვაქვს.“ - განმარტავს მალხაზ კუნელაური.


პროექტის მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება, ხოლო მისი განხორციელების ჯამური საინვესტიციო მოცულობა  70 მილიონ ლარს შეადგენს.


დეველოპერული კომპანია „რედკო“ 2012 წელს დაარსდა და მის პორტფოლიოში საქართველოს მასშტაბით განხორციელებული რამდენიმე პროექტია, როგორებიცაა „ბათუმი თაუერის“ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი და 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Le Meridien Batumi. ხოლო გუდაურში კომპანია აპარტოტელების ქსელს ავითარებს, გუდაურშივე შენდება სასტუმრო Radisson Blu Gudauri, დედაქალაქში კი საცხოვრებელი კომპლექსი „სახლი მზიურთან“.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up