„კომერსანტის“ ექსკლუზივი  – დაზღვევის ზედამხედველობას დავით ონოფრიშვილი  უხელმძღვანელებს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი – დაზღვევის ზედამხედველობას დავით ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს

access_time2019-02-06 10:00:43

„კომერსანტის“  ექსკლუზიური ინფორმაციით, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე „თავისუფალი დემოკრატების“  ყოფილი წევრი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ინიშნება.  აღნიშნული ინფორმაცია „კომერსანტს“ უკვე დაუდასტურეს საქართველოს პარლამენტში და მთავრობის კანცელარიაში. 


დავით ონოფრიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით 1984 წელს, 1991 წელს რუსეთის სახალხო მეურნეობის პროგნოზირების ინსტიტუტის ასპირანტურა, 1994 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი (ნიუ-იორკი).


1984-1991 წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 1992-93 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტში. 1994-95 წლებში ონოფრიშვილი მუშაობდა მსოფლიო ბანკის ექსპერტ-კონსტულტანტად საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და წაგებიან საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროექტებზე.


1995 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი და ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე. 1999-2000 წლებში ონოფრიშვილი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო. იმავდროულად იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი.



2000-2002 წლებში ონოფრიშვილი არასამთავრობო სექტორში მუშაობდა, იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი ფისკალურ საკითხებში. 2003 წელს გახდა ვანდერბილტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2004-2005 წლებში იყო „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.


 იყო მერვე მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, 


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი


• კოალიცია ქართული ოცნება, წევრი (2012-2014)
• პარტია თავისუფალი დემოკრატები, ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე (2009-2012)
• საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
• საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
• სს ქართული ფილმი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2001-2002)


„კომერსანტი“ ცდილობს დავით ონოფრიშვილთან დაკავშირებას, თუმცა, ამ დრომდე ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.  


როგორც ცნობილია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის  თანამდებობა 2018 წლის 1 მაისიდან ვაკანტურია.  დაზღვევის ზედამხედველობას  2017 წლის 1 იანვრიდან  2018 წლის 1 მაისამდე  კონსტანტინე სულამანიძე ხელმძღვანელობდა. 


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up