„კომერსანტის“ ექსკლუზივი: დავით ბეჟუაშვილი ჰოსპიტალურ ბიზნესში შევიდა

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: დავით ბეჟუაშვილი ჰოსპიტალურ ბიზნესში შევიდა

access_time2019-10-01 11:00:40

„კომერსანტის“ ინფორმაცია დადასტურდა ბიზნესმენი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი ჰოსპიტალურ ბიზნესში შევიდა. ამას ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი, სადაც ვკითხულობთ, რომ 2019 წლის 1 მარტს, დავით ბეჟუაშვილმა დააფუძნა შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფი“, სადაც 100%-იან წილს ფლობს.





„კომერსანტი“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომპანიას და თავად დავით ბეჟუაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა, უშედეგოდ. ბიზნესმენმა „კომერსანტის“ არც სატელეფონო და არც სმს შეტყობინებებს არ უპასუხა. კომპანია GIG-ში კი აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურთ.


შეგახსენებთ, „კომერსანტი“ რამდენიმე თვის წინ ექსკლუზიურად წერდა, რომ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალსს“ ყიდულობდა. მაშინ კომპანია GIG-ში განგვიცხადეს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და რადგან პროცესები ჯერ არ იყო დასრულებული, გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებდნენ და არც უარყოფდნენ.


„ჩვეულებრივი ბიზნეს საქმიანობაა, რომელიც როგორ დასრულდება ამ ეტაპზე საუბარი ადრეა . გადაწყვეტილი არაფერია, ამიტომ ინფორმაციას „ჯეო ჰოსპიტალის“ შესყიდვასთან დაკავშირებით ვერც უარვყოფთ და და ვერც ვადასტურებთ“,- აცხადებდნენ კომპანიაში.


მაშინ თავად შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ პასუხიც მსგავსი იყო. „ჯი პი აი ჰოლდინგის“ (სწორედ ამ კომპანიის შვილობილი კომპანიაა „ჯეო ჰოსპიტალსი“) კომუნიკაციების სამსახურის დირექტორის თინა სტამბულიშვილის თქმით, კლინიკების ქსელის მიმართ ინტერესი წლების განმავლობაში იყო და დღესაც ასეა:


„მოგეხსენებათ, „ჯეო-ჰოსპიტალსი“ 2011 წლიდან გახდა „ჯი პი აი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია და აერთიანებს 16 ჰოსპიტალს საქართველოს მასშტაბით. ამ სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ინტერესს წლების განმავლობაში არაერთი კომპანია იჩენდა და დღესაც იჩენს“.



დღეს „ჯი პი აი ჰოლდინგში აცხადებენ, რომ სიტუაცია არ შეცვლილა და ახალს ვერაფერს იტყვიან.


კითხვაზე რატომ დაინტერესდა ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი სამედიცინო მიმართულებით, პასუხი უცნობია. თუმცა ფაქტია, აქამდე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აღნიშნულ საქმიანობაში არ ოპერირებდა.


ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დავით ბეჟუაშვილის კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ქართული ბიზნესის ყველაზე დიდ და მთავარ სეგმენტს ფლობს შემდეგ დარგებში: ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსების მოპოვება–დამუშავება, საშენმასალათა წარმოება, ლოჯისტიკური მომსახურება, დეველოპმენტი, მედიაბიზნესი, საავტომობილო და ნავთობის ბიზნესი:


„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“

„საქნახშირი“

„მტკვარი ენერჯი“

„ნეოგაზი“


შეგახსენებთ, რომ დავით ბეჟუაშვილი თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი საპარლამენტო არჩევნებზე, 2008 და 2012 წელს - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით გახდა. გარდა ამისა, ის იყო დეპუტატი როგორც 1999 წლის მე-5 მოწვევის პარლამენტში, ისე 2004 წლის მე-6 მოწვევის პარლამენტში. მაშინ ბეჟუაშვილი პარლამენტარი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის კვოტით გახდა.


რაც შეეხება კლინიკების ქსელ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს'', იგი 2011 წლის 22 აგვისტოს დაარსდა და იგი სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა. სამედიცინო დაწესებულება საქართველოს 5 რეგიონშია წარმოდგენილი : ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.


დღეს კლინიკის გენერალური დირექტორი სოფიო გასიტაშვილია, რომელიც 2011 წლიდან დღემდე არის სს ,,კურაციოს“ გენერალური დირექტორიც.


საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს -შპს „ჯეო ჰოსპიტალი“, 20 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელი კომპანიების ჩამონათვალშიც მოხვდა.


აღსანიშნავია, რომ „ჯეო ჰოსპიტალსის“ რამდენიმე ჰოსპიტალი იმ 91 კლინიკის სიაშიც აღმოჩნდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის დააჯარიმა (2016, 2017, 2018 წწ). ეს არის კლინიკების სია, რომლებმაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის ბიუჯეტში 13 მილიონი ლარი უნდა დააბრუნონ.


და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ კლინიკების იმ ტოპ ხუთეულში შედის, რომლებმაც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღო.


სოფო ქსოვრელი 





„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ — https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...


მსგავსი სიახლეები

up