„კომერსანტის“ ექსკლუზივი: APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2016-03-11 18:00:47

APM Terminals–ში „კომერსანტთან“ საუბარში ადასტურებენ ფოთში, არსებული სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ნავსადგურის მშენებლობას.

 

APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებებს „კომერსანტთან" აკეთებს. 

 

"ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილმა განაცხადა, რომ ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავსადგურის აშენებას გეგმავს, რომლის გეგმაც, შესაძლოა უახლოესი 100-150 წლის განმავლობაში საქართველოში ტვირთების მომსახურების მოთხოვნილების დაფარვა იყოს. იაშვილის შეფასებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, იაშვილის თქმით, ანაკლიის პორტს, როგორც ფინანსური რესურსების მოზიდვის, ასევე გადაზიდვების კუთხით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.


APM Terminals–ში „კომერსანტთან“ საუბარში ადასტურებენ ფოთში, არსებული სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ნავსადგურის მშენებლობას. მათი ინფორმაციით, კომპანიამ უკვე დაასრულა გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესწავლა.


„2015 ნოემბერში გაიმართა ახალი ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებელობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რის შემდეგაც ანგარიში წარედგინა ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის სააგენტოს. ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით პირველი ეტაპის მშენებლობის ნებართვას სამინისტროსგან"-აცხადებენ APM Terminals-ში.



მათივე განმარტებით, გაფართოების გეგმა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი, რომელიც სავარაუდოდ 2018 წელს დასრულდება, მოიცავს ორი ახალი ღრმაწყლიანი ნავმისადგომის მშენებლობას, სადაც წლიური გამტარუნარიანობა იქნება ერთი მილიონი TEU, ხოლო ნავმისადგომზე შესაძლებელი იქნება 9,000 TEU სიმძლავრის გემების მიღება.


კომპანიის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდგომ, ფოთის მეგა-პორტის წლიური ტვირთბრუნვის სიმძლავრე იქნება 50 მილიონი ტონა და 2 მილიონი TEU კონტეინერი. ფოთის მეგა-პორტში, რომლის სიღრმე იქნება 16 მეტრამდე, შესაძლებელი გახდება შავ ზღვაში მოძრავი ყველაზე დიდი გემების შემოსვლა.


პირველ ეტაპზე იგეგმება 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია. როგორც APM Terminals-ში აცხადებენ, კომპანია გამჭვირვალობის და პროფესიონალიზმის დაცვით უახლოეს მომავალში ტენდერსაც გამოაცხადებს.

 

„დაგეგმილი ახალი ნავმისადგომები, საშუალებას მისცემს გაფართოებულ ღრმაწყლიან მეგა-პორტს სრულად გამოიყენოს არსებული ტერმინალი, სამანქანო გზა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა"-აცხადებენ კომპანაიში.


რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ფოთის ახალი ნავსადგური ანაკლიის პორტის კონკურენტი, ამის პასუხად APM Terminals-ში აცხადებენ, რომ დღეისათვის საქართველოში არსებობს ოთხი პორტი, რომლებიც ამუშავებენ დაახლოებით 20 მილიონ ტონას წელიწადში. მათივე ინფორმაციით, APM Terminals-ი როგორც გამოცდილი ოპერატორი, რომელიც ფლობს 63 ტერმინალსა და პორტს 39 ქვეყანაში, უზრუნველყოფს ფოთის ნავსადგურის განვითარებას ბაზრის დინამიკის გაცნობიერებით და საკუთარი ანალიზის შესაბამისად. „სერიოზული ინვესტორები, რომლებიც ფიქრობენ ინვესტიციაზე ანაკლიაში, რა თქმა უნდა გააკეთებენ საკუთარ შეფასებებს და განსაზღვრავენ ანაკლიის პროექტის განხორციელებადობას ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე, რამაც შესაძლებელია გაამართლოს ან პირიქით, არ გაამართლოს ახალი ადგილზე პორტის მშენებლობისათვის ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია"-აცხადებენ APM Terminals-ში.


შეგახსენებთ, ანაკლიის პორტს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ააშენებს, რომელიც თიბისი ჰოლდინგის და ამერიკული კონტი ინტერნეიშენალის მიერ მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიაა.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობის და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველმა სამთავრობო კომისიამ გამარჯვებული კომპანია - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" 2016 წლის 5 თებერვალს გამოავლინა.


ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება.



ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up