“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

access_time2019-08-20 20:00:21

მოგესალმებით.


დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს.



მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია რომელზედაც დღეს მინდა გესაუბროთ.


ეს არის კომპანია ROKU. Inc. საფონდო ბირჟაზე მისი სავაჭრო თიკერია ROKU.


პირველ რიგში მინდა ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი. რა საქმიანობას ეწევა ეს კომპანია და რას სთავაზობს იგი თავის მომხმარებლებს. რატომ მიმიმაჩნია, რომ ის თავის ბიზნეს საქმიანობაში უალტერნატივო ლიდერია და ჩემი ვარადუით ამ ლიდერობას მომავალშიც შეინარჩუნებს. შემდეგ მარტივად მიმოვიხილავ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს. რომელიც კომპანიამ წარადგინა 7 აგვისტოს და შევეცდები დაგანახოთ კომპანიის ზრდის უსაზღვროდ დიდი პოტენციალი.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია



ვიდრე კომპანიის ბიზნესმოდელს ავხსნი იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ თუ რას სთავაზობს კომპანია თავის მომხმარებლებს, მანამდე მინდა მოვიყვანო მაგალითი:



ჩვენ ყველამ ვიცით რას საქმიანობს კომპანია Facebook-ი. მომხმარებლის გამოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ, კომპანია Facebook-ი არის უდიდესი სოციალური ქსელი, მაგრამ თუ შევხედავთ ამ კომპანიას როგორც ბიზნესს და დავაკვირდებით როგორ აგენერირებს Facebook-ი მოგებას, მარტივად მივხვდებით, რომ ეს კომპანია არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეკლამის გამყიდველი მანქანა მსოფლიოში. Facebook-ი სთავაზობს თავის მომხმარებლებს, Facebook პლატფორმაზე ნებისმიერი სახის რეკლამის განთვსებას, ის აკავშირებს რეკლამის დამკვეთს და მომხმარებელს ერთმანეთთან. კომპანიამ უამარავი რამ იცის თითოეულ მომხმარებელზე და შესაბამისად რეკლამის განმათავსებლებისთვის ეს ძალიან ღირებული ინფორმაციაა. როგორც რეკლამის განმათავსებელს, თქვენ შეგიძლიათ, თქვენი კომპანიის რეკლამის მნახველთა აუდიტორია თვითონ განსაზღვროთ. სქესის, ასაკობრივი შუალედის, ინტერესების, რეგიონალური არეალის, სოციალური სტატუსის და სხვა უამრავი ფილტრების გამოყენებით. ეს მიდგომა შესაძლებლობას იძლევა ზუსტ, მიზნობრივი აუდიტორიასთან მიიტანოთ თქვენი რეკლამა. შედეგად რეკლამის ეფექტურობა საგრძნობლად იზრდება.



მაგალითად: თუ თქვენ ავტომობილების საბურავების რეალიზაციით ხართ დაკავებული და განათავსებთ საბურავების რეკლამას Facebook-ის გვერდზე და სწორად შეარჩევთ მიზნობრივ აუდიტორიას, თქვენს რეკლამას ვერასდროს ნახავს პენსიონერი ქალბატონი, რომელსაც საერთოდ არ ჰყავს ავტომობილი და მისი ინტერესის სფერო არ სცდება მედიცინას. მაგრამ სამაგიეროდ, ეს ქალბატონი ნახავს რეკლამებს, რომელიც ეხება სამედიციო სფეროს. აი ამის საშუალებას იძლევა Facebook-ი. ესე აგენერირებს Facebook მილიარდობით დოლარის ოდენობით მოგებას.



ეხლა წარმოიდგინეთ ეს მოდელი სატელევიზიო სივრცეში. სატელევიზიო რეკლამები უზომოდ არააკურატულია, ყველა ჩვენთაგანი უყურებთ შოუებს, სხვადასხვა გადაცემებს და ვხედავთ სარეკლამო როლიკებს გადაცემების მიმდინარეობის დროს, რომლებსაც ინტერესის მხრივ არანაირი შეხება არ ააქვთ მაყურებელთან. დღეს ერთსა და იმავე გადაცემის ყურების დროს, ყველა მაყურებელი, გადაცემებს შორის სარეკლამო ჭრაში უყურებს ერთსა და იმავე რეკლამას, იმის მიუხედავად ეს რეკლამა მათთვის წარმოადგენს ინტერესს თუ არა. მაგალითად: საბურავების მწარმოებელი კომპანიის რეკლამას უყურებს ადამიანი, ვისაც ჰყავს ავტომობილი და ისიც, ვისაც საერთოდ არ ჰყავს იგი.



სწორედ აქ ერთვება თამაშში, კომპანია ROKU.



ROKU არის ტექნოლოგიური კომპანია თავისი Hardware და Software სერვის/მოწყობილობით. სანამ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებს ჩაუღრმავდებოდეთ, მანამდე ორი სიტყვაში ავხსნი თუ რა კომპანიაზე ვსაუბრობთ და რატომ ვფიქრობთ, რომ ის არის და იქნება მომავალშიც ტელევიზიის Facebook-ი. ბანალური შედარებაა მაგრამ, მე ამ კომპანიას ესე ვხედავ.



კომპანია ROKU-ს ბიზნესმოდელი



ტელევიზიების მომავალი იყურება SVOD (Streaming Video On Demand ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება). ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი თვითონ ირჩევს და აირჩვს რას უყუროს და როდის.


სხვადასხვა SVOD კონტენტების მწარმოებელი კომპანიები, გაჩაღებულ საომარ ვითარებაში იმყოფებიან ერთმანეთთან, ბაზრის წილის გადანაწილებისთვის. ყიდულობენ კონტენტებს, ყიდულობენ მომხმარებლებს, სხვადასხვა მარკეტინგული ხარჯების გაწევით. Netflix. Amazon Prime Video. Hulu. -  იბრძვიან ერთმანეთთან, ვინაიდან ისინი მიჩნეულნი არიან ამ მიმართულების ლიდერებად. შემდეგ მოდის Apple TV, Google თავისი YouTube-ით, Disney და სხვა უამრავი.



აქვე იკითხავთ ალბათ -  თუ ეს ბიზნესმიმართულება და ბაზარი ესეთი გადატვირთულია და გაჯერებული სხვადასხვა მსხვილი და საკმაოდ ცნობილი მოთამაშეებით, მაშინ რა მომხიბვლელობა აქვს კომპანია Roku Inc (NASDAQ:ROKU) - ს? და ეს კითხვა ლეგიტიმურია.



როდესაც ვაანალიზებთ ROKU-ს, ჩვენ არ გვაინტერესებს ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ურთიერთ დაპირისპირება, კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არცერთი მათგანის კონკურენტად არ მოიაზრება. კომპანია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის და იქნება ჰაბი, სახლი ყველა დანარჩენი კონტენტ პროვაიდერისთვის. ამ მიმართულებით ხაზი მინდა გაუსვა შემდეგ მნიშვნელობას: ნებისმიერი ზემოხსენებული კონტენტპროვაიდერების პროდუქტები, კუთვნილი თუ ექსკლუზიური სარგებლობის უფლებით, ხელმისაწვდომია ROKU-ს პლატფორმაზე. წარმოიდგინეთ სახლი, სადაც ყველა ეს მსხვილი ტელე პროგრამების და კონტენტების მწარმოებელი ბიზნესი ცხოვრობს.



ROKU მხოლოდ თავის Hardware და Software სერვის/მოწყობილობით ახდენს თავისი პლატფორმის მეშვეობით სატელევიზიო კონტენტების დისტრიბუციას მომხმარებლამდე და არ აქვს მნიშვნელობა ეს პროდუქტი რომელი მწამოებლის მიერ არის შექმნილი. მან თვისი მომხმარებელი ზედმიწევნით კარგდ იცის, იცის მისი ინტერესის სფერო, იცის გეოგრაფიული არეალი, სწორედ ისე როგორფ Facebook-მა იცის თავის ნებისმიერი მომხმარებელი და, შესაბამისად, ROKU სატელევიზიო რეკლამის ყველაზე კარგი გამყიდველია. მისი შემოსავლების 85%-ი სწორედ სატელევიზიო რეკლამებზე მოდის.  როგორც Facebook-ზე შეგიძლიათ სარეკლამო რგოლის მომზადება და განთავსება სწორედ ისე შეგიძლიათ ROKU-ს პლატფორმის მეშვეობით უკვე სატელევიზიო სარეკლამო როლიკის დაგეგმვა და განთავსება. სწორედ ეს არის მისი ბიზნესმოდელი და ამ მხრივ ის უბადლოა შტატების ტერიტორიაზე.



აქ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის, რომ კომპანიას აქვს ამბიცია იყოს სატელევიზიო სივრცეში როგორც ოპერატიული სისტემა, მაგალითდ როგორიც არის Windows-ი პერსონალური კომპიუტერისთვის, როგორც Android-ია მობილური ტელეფონისთვის, ისეთივე ოპერატიული სისტემა იყოს ROKU ტელევიზიისთვის. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ეს არის უპირატესობა.



 

ფინანსური მაჩვენებლები




 

2019 ლწის 7 აგვისტოს კომპანიამ წარადგინა 2019 წლის მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. მაჩვენებლები უბრალოდ კარგი არ იყო. ის იყო შესანიშნავი.



მივყვეთ ამ ინფორმაიციის ანალიზს.



7 აგვისტოს მაჩვენებლების წარდგენის დროს კომპანიამ სხვა უამრავ მნიშვნელოვან მონაცემებთან ერთად გაასაჯაროვა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემები.



სურათზე ხედავთ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სტრიმინგ TV პლატფორმის პენეტრაციას მომხმარებლებში და შეხედეთ ROKU-ს TV პლატფორმის რაოდენობის ზრდას. 2019 წლის მე-2 კვარტალში (წითელი ვერტიკალური ხაზი)  ROKU-ს პლატფორმით აღჭურვილი ტელევიზორები შეადგენს 46 მილიონს. წლის ბოლოსთვის ეს მჩვენებელი სავარაუდოა, რომ მიაღწევს 52 მილიონ მომხმარებელს. დიაგრამაზეც ჩანს როგორ სწრაფად და დიდი ნაბიჯით იზრდება ROKU ს მომხმარებელთა რაოდენოობა, როცა სხვა კომპანიების მომხმარებლები თითქმის არ იზდებიან.


ROKU უკვე არის ნომერ 1 TV Streaming პლატფორმა შტატების ტერიტორიაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ამ კომპანიის აქციების მფლობელებისთვის.


შემოსავლები:


კომპანიამ 7 აგვისტოს დაადეკლარილა შემოსავლები $250 მილიონის ოდენობით. მოლოდინი იყო $223 მილიონი სახეზე გვაქვს საგრძნობი გადაჭარბება. ეს მაჩვენელები 59% იანს ზრდას შეადგენს 2018 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით. ეს შთამბეჭდავი ზრდაა ერთ წელიწადში.

 

მოგება:

EPS (ერთი აქციის წილი მოგება) კომპანიამ დაადეკლარილა $-0,08 ცენტის ოდენობით მოლოდინი იყო $-0,22, დიახ მოგება ნეგატიურია, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომპანია მზარდია და ბიზნესოპერირებისთვის უმარავ კაპიტალს მოიხმარს. ეს ვითარება ამ სახის კომპანიებისთვის არ არის გასაკვირი, ვინაიდან ეს კომპანია ახალი კომპანიაა.

ROKU-ს პლატფორმაზე აქტიური ექაუნთების რაოდენობამ მიაღწია 30,5 მილიონს გასულ კვარტალთან შედარებით 1,4-მილიონიანი მატებაა.

 


ROKU-ს პლატფორმით ყურებადი ტელეკონტენტის საათობრივი მაჩვენებელი გაზრდილია 0,5 მილიარდი საათით. პირველ კვარტალთან შედარებით და შეადგინა 9,4 მილიარდი საათი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველა მომხმარელის მიერ ჯამურად ROKU-ს პლატფორმით ნაყურები გადაცემების და ვიდეო კონტენტების საათობრივმა მაჩვენებელმა მე-2 კვარტალში შეადგინა 9,4 მილიარდი საათი.  ეს მაჩვენებელი 72%-ით მეტია 2018 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით. კამათის გარეშე, ეს შთამბეჭდავი ზრდაა ერთ წელიწადში.


ერთი მომხმარებლის მიერ გენერირებული შემოსავალი (APRU- Average Revenue Per User) შეადგინა $21,06 პირველი კვარტალთან შედარებით 2,00 დოლარით გაზრდილია.



ROKU TV პენეტრაცია


 

მინდა შემოგთვაზოთ,  ვფიქრობ, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვან მონაცემი. შეერთბული შტატების ტერიტორიაზე რეალიზებული 3 ტელევიზორიდან ერთი არის აღჭურვილი ROKU-ს ოპერაციული სისტემით. ეს რაც შეეხება ახალ ტელევიზორებს. მაგრამ კომპანია ასევე ყიდის ROKU-ს რისივერებს, რომლის ინტეგრირება ადვილად შესაძლებელია ნებისმიერ ტელევიზორზე. ამ მონაცემებიდან გამომგინარე საჯაროვდება კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შტატების ტერიტორიაზე როკუს ოპერაციული სისტემით აღჭურვილი ტელევიზორების რაოდენობა შეადგენს ბაზრის 40%-ს. ROKU ფლობს ინტერნეტ ტელევიზიის 40%-იან ბაზრის წილს. წარმოიდგონეთ რა რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს ROKU-ს პლატფორმას და რა რაოდენობის მონაცემებთან ააქვს შეხება კომპანიას. ეს მონაცემები ძალიან ღირებულია სატელევიზიო სარეკლამო ინდუსტრიაში.


საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების დასასრულის დასაწყისი დაწყებულია. მომავალი ინტერნეტ ტელევიზიას ეკუთვნის. მონაცემებს თუ შევხედავთ ტელერეკლამებში დახარჯული თანხის მოცულობა შტატების ტერიტორიაზე შეადგენს წელიწადში დაახლოებით $200 მილიარდ დოლარს და ეს ციფრი მზარდია.



დიაგრამაზე ხედავთ წლების მიხედვით ტელერეკლამებზე დახარჯული თანხების მოცულობას.


ეხლა დააკვირდით მეორე დიაგამას.



ეს არის საკაბელო ტელევიზიების პენეტრაცია შტატების ტერიტორიაზე. (არა ინტერნეტ ტელევიზიის) და დაიგრამზე ნათლად ჩანს, რომ საკაბელო ტელევიზიების მომხმარებლები წლიდან წლამდე მცირდება


აქ შევყოვნდეთ ცოტა ხნით და დავფიქრდეთ, ეს ნამდვილად ხომ არ ნიშნავს იმას,  რომ ადამიანები აღარ უყურებენ ტელევიზორს და სატელევიზიო გადაცემებს?. პირიქით, ვიდეოკონტენტების ყურება/საათი დრამატულად იზრდება. ეს ნიშნავს, რომ საკაბელო მომხმარებლები მცირდება და გადადიან ინტერნეტ ტელევიზიის მოხმარებაზე.


Statista აქვეყნებს ასევე მნიშვნელოვან მონაცემებს წლების განმავლობაში მომხმარებლების მიერ შეწყვეტილი სააბონენტო მომსახურეობები საკაბელო ტელევიზიებისთვის



დააკვირდით წლების განმავლობაში რამდენი მომხმარებელი გადადის ინტერნეტტელევიზიის მოხმარებაზე და არ ააქვს მნიშვნელობა რომელი ინტერნეტ TV სერვისზე ხდება გადართვა. შეგახსენებთ, რომ ნებისიერი ინტერნეტტელევიზიის სერვისი ROKU-ს პლატფორმაზე ხელმისაწვდომია. ამიტომ არ გვაინტერესებს ჩვენ კონტენტპროვაიდერების და ტელეგადაცემების მწარმოებელი კომპანიების ურთიერთ დაპირისპირება. ROKU ამ ტრანსფომრაიცის შედეგად ყველა ვარიანტში მომგებიან პოზიციაში იქნება. ეს კიდევ ერთ-ერთი მთვარი მიზეზია რატომ არის ღირებული საინვესტიციოდ ეს კომპანია და სწორედ ამიტომ ვფლობთ ამ კომპანიის აქციებს გრძელვადიან პერიოდში.


შემდეგი დიაგრამა რომელიც ასევე Statista-ს მიერ არის მომზადებული ასევე საინტერესო ინფორმაციას იძლევა.




როგორც ხედავთ ადამიანები წლიდან წლამდე უფრო მეტ ვიდეოკონტენტს უყურებენ და ეს არის საკაბელო ტელევიზიების მონაცემები. აქ მხოლოდ ინტერნეტ ტელევიზიის მაყურებელთა მონაცემებია აღებული წლების მიხედვით, კვირის საშუალო მაჩვენებლებით.


მომდევნო სლაიდზე ხედავთ ასევე მნიშვნელოვან მონაცემებს ვიდეო ნაკადის მოთხვნით ყურება ანუ იგივე SVOD მიმართულებამ შტატების ტერიტორიაზე გადააჭარბა საკაბელო ტელევიზიების რაოდენობას



ეხლა ეს მაჩვენებელი წარმოიდგინეთ პერსპექტოვაში, როცა უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი გაწყვიტავს ურთიერთობას საკაბელო ტელევიზიებთან და გადაერთვება ინტერნეტ ტელევიზიაზე. როგორ გაზრდის ამ მომხმარებლების მიგრაცია ROKU-ს პლატფორმის შემოსავლებს - ეს დასაფიქრებელი საკითხია.


მოდით, კიდევ შორს წავიდეთ და წარმოვიდიგნოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, ყოველივე რაც ზემოთ ვისაუბრეთ მხოლოდ შეერთებული შტატების სატელევიზო ბაზარს ეხებოდა, ყველა მონაცემი მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე გენერირებული მონაცემი იყო.


გავზარდოთ კომპანიის სამოქმედო არეალი და წარმოვიდგინოთ ეს ბიზნეს მოდელი მსოფილოს მასშტაბით და შევხედოთ ისევ ამ სლაიდს.



 რომელიც ზემოთ უკვე გავაშუქეთ ამ სლაიდზე ხედავთ რომ ROKU პლატფორმის მომხმარებელი შტატების ტერიტორიაზე 2019 წლის ბოლოს იქნება 52 მილიონი მომხმარებელი.


ეხლა დააკვირდით ამ სლაიდს



ეს არის მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა წლების მიხედვით და 2019 წლის ბოლოსთვის სავარაუდოდ მსოფლიოში იქნება 536 მილიონი მომხმარებელი 2021  წლისთვის კი ეს მაჩვენებელი მიაღწევს 650 მილიონს.


აქვე მინდა ავღნიშნო, რომ კომპანია ROKU-მ უკვე  დაიწყო შტატების ტერიტორიის საზღვრებს გარეთ გასვლა და შეაღწია ბრაზილიაში.


დიაგრამაზე ხედავთ ლათინური ამირიკის ქვეყნებში ინტერნეტ ტელევიზიის მომხმარებლების რაოდენობას.



ეხლა დააკვირდით შემდეგ სალიდს, სლაიდზე ხედავთ კონკრეტულად ბრაზილიის ბაზარზე საკაბელო ტელევიზიების მომხმარებლების კლების ტენდენციას.



სლაიდზე ჩანს, რომ საკაბელო ტელევიზიის აბონენტები რაოდენომაბ პიკს მიაღწია 2016 წელს. მას მერე ბრაზილიაში საკაბელო ტელევიზიის მომხმარებლების კლება გვაქვს სახეზე. ეს კლება ავტომატურად გადადის ინტერნეტ ტელევიზიის მომხმარებლების ზრდაში და აქაც ROKU- თვის შესაძლებლობებს აუცილებლად წამოაჩენს.
შემდეგ სლაიდზი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია და ეს მნიშვნელოვანია.





სლაიდზე ხედავთ ქვეყნებს ინტერნეტ ტელევიზიის მოსახლეობაში პენეტრაციის პროცენტულ მაჩვენებლებს და ბრაზილიაში ამ მხრივ შეღწევადობა მხოლოდ 11%-ია. როგორც ხედავთ ეს ბაზარი ძალიან მშიერია. ზრდის უზარმაზარი პოტენციალით.



შეჯამება:



მე შევეცადე თქვენთვის მომეწოდებინა უახლესი დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ და დამენახებინა კომპანიის ღირებულება. ეს არის კომპანია, რომელიც ჩემი თვალთახედივთ, და მისი ბიზესოპერირების და ფუნდამენტალური მონაცემების ანალიზის შედეგად, ვთვლი, რომ ამ კომპანიის აქციებიც ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს. ზემოთქმული ანალიზიდან და იქიდან რაც აქამდე ამ კომპანიის შესახებ www.jdinvestment.ge საიტზე გამისაჯაროებია, გადავწყვიტეთ ამ კომპნაიის აქციების შეძენა და ჯერ არც ვაპირებთ პოზიციის დახურვას, ვინაიდან ამ კომპანიას ჯერ კიდევ აქვს ზრდის უზარმაზარი პოტენციალი.



დღეისათვის სულ ეს იყო. შემოგვიერთდით საიტზე www.jdinvestment.ge და გამოიწერეთ სიახლეები.

 

 












სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს
access_time2019-09-22 14:00:36
სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ...

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...


მსგავსი სიახლეები

up