“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია - აშშ-ს უკლებლივ ყველა კომპანია  2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს წარადგენს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია - აშშ-ს უკლებლივ ყველა კომპანია 2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს წარადგენს

access_time2019-04-15 19:00:57

2019 წლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის სეზონი დაიწყო. ზედმეტი დრამატიზმის გარეშე, მომდევნო რამოდენიმე კვირაში აშშ-ს უკლებლივ ყველა კომპანია, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში,  2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს წარადგენს . კორპორატიული შტატები უკეთ გვეტყვის თუ რა ვითარება იყო ეკონიმიკური თვალსაზრისით 2019 წლის პირველ კვარტალში.


მინდა აღვნიშნო, რომ 2019 წლის პირველი ფინანსურ კვარტალს ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ Wall Street-ზე,  ვინაიდან ანალიტიკოსები,  კომპანიების მიერ გენერირებული შემოსავლების და მოგების თვალსაზრისით, კლებას ვარაუდობენ. საუბარია ჯამური ციფრებზე. აქვე ერთ ძალიან მნიშვნელოვან წინადადებას დავამატებ - ანალიტიკოსების მოლოდინები და ვარაუდი უმრავლეს შემთხვევაში არ ემთხვევა რეალურ მაჩვენებლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეალური მაჩვენებლები გაცილებით სხვა სურათს იძლევა ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ  - ესე იყო ბოლო 39 კვარტლის განმავლობაში ზედიზედ.  ეს დასაფიქრებელი ფაქტორია.


გასულ კვირას საფონდო ინდექსებმა აღმასვლა დააფიქსირეს. S&P 500 ნდექსმა ბოლო 10 სავაჭრო სესიის განმავლობაში 9-ჯერ დააფიქსირა აღმასვლა და მიაღწია 6 თვის ყველაზე მაღალ ნიშნულს, შეგახსენებთ რომ S&P500 ინდექსის აღმა-დაღმა მოძრაობა დამოკიდებულია 500 მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების აქციების ფასების გასაშუალოებული მოძრაობაზე. ასე, რომ, როდესაც  S&P 500 ინდექსის დიაგრამაზე ერთბაშად ვუყურებთ 500 უმსხვილესი კომპანიების ჯამურქმედებას. დიაგრამაზე ხედავთ ინდექსის მოძრაობის 6 თვის დინამიკას.



ქვემოთ განვიხილავთ ჩემი პორტფელის შედეგებს და იმ აქციებზე ინფორმაციას, რომელიც მფლობელობაში გვაქვს. მარგამ მანამდე მინდა ვისაუბრო ბოლოდროინდელ აქტიურ საკითხზე -  ეს არის სახაზინო ობლიგაციების სარგებელს შორის სხვაობა და რატომ ვფიქრობ, რომ ამ ფენომენის მნიშვნელობა ცოტა ხნით თაროზე შემოიდო. თუ რა გავლენა აქვს სახაზინო ობლიგაციების სარგებელს შორის სხვაობას საფონდო ინდექსებზე იხილეთ ვიდეობლოგი. http://jdinvestment.ge/ka/news/32


უმუშევრობის მაჩვენებელი საუკეთესოა ბოლო 50 წლის განმავლობაში.


გასულ პარასკევს შეერთებული შტატების მთვრობამ გაასაჯაროვა ახლად შექმნილი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაცია. მარტის თვეში, ეკონომიკამ 196 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ეს კარგი მაჩვენებელია თებერვლის მაჩვენებლებთან შედარებით.


შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ  წლის დასაწყისში არასახარბიელო სტარტი თითქოს გამოსწორდა. მე ველოდები რომ, უამრავი კომპანია წარადგენს მოსალოდნელზე კარგ ფინანსურ მაჩვენებლებს, მიმდინარე ფინანსური კვარტლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოსები ელოდებიან S&P500 ინდექსის ქვეშ მყოფი კომპანიების შემოსავლების 6,9%-იან ჯამურ კლებას, 2018 წლის პირველ კვარტალთან მიმართებაში. ვფიქრობ, ეს ესე არ იქნება და მონაცემები გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე მოლოდინია. ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს რამოდენიმე ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელსაც ცოტა ხანში გაგიზიარებთ.


ვფიქრობ, შეერთებული შტატების მთავრობის 45-დღანი shutdown-მა და იმ დროინდელმა ჩინეთის და შტატების სავაჭრო ომის ფარგლებში გაჟღერებულმა მესიჯებმა, გარკვეულწილად იმოქმედეს 2019 წლის პირველი კვარტლსი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მაგრამ ამ დროისთვის, ვფიქრობ, რომ ამ გავლენის ნეგატიური ეფექტი ჩავლილია. ჩემი აზრით, 2019 წლის თებერვლის თვიდან მოყოლებული დღემდე და 2019 წლის მე-2 კვარტლის ეკონომიკური მაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთ წარმოჩინდება. ნება მომეცით გამოვყო რამოდენიმე მიმართულება, რასაც ჩემი აზრით, პოზიტიურ მაჩვენებლებზე გავლენა ექნება.


გასული კვირის ხუთშაბათს, 18 აპრილს ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი გახდა ცნობილი -  ეს არის სამუშოს მაძიებელთა რეპორტი. 1969 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს ძალზედ საინტერესო ფაქტია, გამომდინარე იქიდან რომ, ეს მაჩვენებელი სხვა ეკონომიკური რეპორტებიდან იყო ერთადერთი, რომელმაც მატება დააფიქსირა. შტატების მთავრობის shutdown-ის დროს. (მატება ნიშნავს იმას რომ უფრო მეტი ადამიანი ეძებს სამსახურს ვიდრე გასულ თვეს.) ხოლო შტატების მთავრობის shutdown-ის შემდეგ ამ მაჩვენებელმა იკლო. დიაგრამაზე ხედავთ უმუშევრობის მაჩვენებელს 1970 წლიდან მოყოლებულ მონაცემებს.




ასევე გასული კვირა პოზიტიური იყო ჩინეთიდან გაჟღერებული ინფორმაციების თვალსაზრისით. მსოფლიოში სიდიდით მე-2 ეკონომიკურად მძლავრ ქვეყანაში შეინიშნება ეკონომიკური ვითარების გამოსწორების ნიშნები. ეს გამოწვეულია ჩინეთის ხელისუფლების განზრახვის სისრულეში მოყვანით: კორპორატიული გადასახადების შემცირების მიმართულებით, რაც ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ნაბიჯია. ხელისუფლების ამგვარმა ნაბიჯმა მწარმოებლური სექტორი გამოაცოცხლა, ასევე პოზიტიური მესიჯები ჟღერდება ჩინეთსა და შეერთებული შტატების ეკონომიკური ომის შესახებ. ვფიქრობ, ეს საკითხი მოკლე ხანში დადებითად გადაწყდება. ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა რეპორტი, სადაც ჩინეთის ეკონომიკის ზრდა არის ნავარაუდევი. ამას დამატებულია ჩინეთის საფონდო ინდექსების ბოლოდროინდელი ზრდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კომუნისტური მმართველობა გადადგამდა ნაბიჯს და კორპორატიულ გადასახადებს შეამცირებდა ეკონიმიკის სტიმულირებისთვის. მაგრამ ეს ნაბიჯიც გადაიდგა.


გასული კვირის ბოლოს რამოდენიმე მსხვილმა ბანკმა გამოაქვეყნა 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები. 


JPMorgan Chase & Co. (JPM) - ის ფინანსურ მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: ერთი აქციის წილი მოება EPS-მა შეადგინა $2,65. ანალიტიკოსების მოლოდინი იყო $2,35


Wells Fargo & (WFC) -ის ფინანსურ მაჩვენებელიშემდეგნაირადგამოიყურება: ერთი აქციის წილი მოება EPS-მა შეადგინა $1,26. ანალიტიკოსების მოლოდინი იყო $1,22


First Republic Bank (FRC)- ის ფინანსურ მაჩვენებელი: ერთი აქციის წილი მოება EPS-მა შეადგინა $1,26. ანალიტიკოსების მოლოდინი იყო $1,24


შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოსები საბანკო სექტორში შემოსავლების და მოგების კლებას ვარაუდობდნენ 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, რეალური მაჩვენებლები ჯერჯერობით საპირისპიროს გვამცნობენ, სახეზე გვაქვს ზრდა. კიდევ ერთხელ: ანალიტიკოსები ხშირად, ძალიან ხშირად ცდებიან. ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ.


მე შევეცადე მომეყვანა მნიშვნელოვანი არგუმენტები იმის განსამარტად თუ, რატომ ვფიქრობ რომ 2019 წლის პირველი კვარტალი პოზიციტური მაჩვენებლებით დასრულდება ვიდრე ანალიტიკოსებს მოლოდინი აქვთ. მე ვცდილობ მონაცემების ანალიზს, ვცდილობ ვიმსჯელო ფაქტებით, კონკრეტული ციფრებით და არა იმ ხმაურით რასაც ფინანსური მედია აშუქებს.
მე ასევე ვისაუბრე სახაზინო ობლიგაციების ინტერესს შორის სხვაობაზე და რა გავლენა აქვს ამას ეკონოიკაზე. ინვესტორების სენტიმენტზე. რამოდენიმე ხნის წინ, რომელიღაც ფინანსურ საიტზე წავაწყდი გამოკითხვას: სახაზინო ობლიგაციებთან დაკავშირებით, გამაკვირვა გამოკითხულთა პესიმისტურმა სენტინემტმა, უმრავლესობა მოკლე ვადაში რეცესიას ვარაუდობდა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეკონომიკური რეცესია მარტივად და უცებ მოგვევლინოს, ამისთვის უამრავი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება არის საჭირო, ასეთი ნეგატიური ტრენდი კი ჯერჯერობით სახეზე არ გვაქვს.


ჩვენ გასულ კვირას ვისაუბრეთ იმის თაობაზე რომ, სარეზერვო ბანკმა შესაძლოა ეკონომიკური სტიმულირებისთვის (თუ ამის საჭიროება დადგა) დოლარზე საპროცენტო განაკვეთი შეიძლება დაწიოს კიდეც.


გასული კვირების მანძილზე ამ მიმართულებით საუბარი გააქტიურდა. მაგრამ ჯერჯერობით ამ ნაბიჯის გადასადგმელად სარეზერვო ბანკს არგუმენტი არ გააჩნია. ვნახოთ როგორ დასრულდება 2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსური სეზონი. შეგახსენებთ რომ, ყველაზე ცხადი სურათის მომცემი სწორედაც რომ ფინანსური სეზონია. ვინაიდან აქ სააშკარაოზე გამოდის კომპანიების ბიზნეს ოპერირების შედეგები. და, რა თუ არა, კონკრეტული ბიზნესის ფინანსური მაჩვენებლები ასახავს რეალურ სურათს. რა ვითარება იყო ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით.


ახლა კი დაპირებული ინფორმაცია ჩემი საინვესტიციო პორტფელის შესახებ.


პორტფელი მოიცავს 8 კომპანიის აქციებზე გახსნილ პოზიციებს. მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება. 



სურათზე ხედავთ. ამ პოზიციებს ამ დროისთვის მფლობელობაში მაქვს 8 კომპანიის აქცია. აქვე მითითებულია თუ როდის მოვახდინეთ ინვესტიცია (Invest Date), რა ფასად შევიძენთ კომპანიის აქცია (ერთი აქციის ღირებულება Buy Price), აქციის მიმდინარე ფასი საფონდო ბირჟაზე (Price Now) და, შესაბამისად, პროცენტული მოგება/წაგება თითო პოზიციაზე (Gain/Loss).


პორტფელში კაპიტალი თანაბრად არის გადანაწილებული თითოეულ კომპანიის აქციაზე. ამ დროისთვის ჩვენს პორტფელში ყველაზე დიდ მოგებას აგენერირებს კომპანია.


Twilio Inc. (TWLO) 106.78%-იანი მოგებით.











BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up