“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია - 1-დან 5 აპრილამდე საფონდო ინდექსების აღმასვლა 5-ჯერ დაფიქსირდა

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია - 1-დან 5 აპრილამდე საფონდო ინდექსების აღმასვლა 5-ჯერ დაფიქსირდა

access_time2019-04-08 19:00:43



საკითხავი დრო 6 წუთი


აპრილის თვე ისტორიულად კარგი თვეა საფონდო ინდექსებისთვის. სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ბოლო 13 წლის განმავლობაში, მხოლოდ აპრილის თვეში, საფონდო ინდექსებმა 12- ჯერ დააფიქსირეს აღმასვლა. მიმდინარე წლის აპრილში კი, ანუ 1-დან 5 აპრილამდე საფონდო ინდექსების აღმასვლა 5-ჯერ დაფიქსირდა . 8 დღეა, რაც 2019 წლის პირველი კვარტალი დასრულდა, რომელიც საუკეთესო კვარტალი იყო საფონდო ინდექსების ზრდის თვალსაზრისით, ბოლო 21 წლის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, ბოლო 19 წლის განმავლობაში, როდესაც საფონდო ინდექსები პირველ კვარტალში აფიქსირებდნენ აღმასვლას, ინდექსებმა წელი 18-ჯერ დახურეს პოზიტიურად, მხოლოდ ერთი გამონაკლისის გარდა რომელიც, 1987 წელს დაფიქსირდა. მართალია, 1987 წლის პირველი კვარტალი პოზიტიურად აისახა საფონდო ინდექსებზე, თუმცა წლის ბოლოს ინდექსებმა ვარდნა დააფიქსირეს.



5 აპრილის ჩათვლით S&P500 ინდექსმა დააფიქსირა 2891-იანი ნიშნული, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში, ყველაზე მაღალი ნიშნულია. დაახლოებით ინდექსის 0,5%-იანი ზრდა არის საჭირო იმისთვის რომ, ყველა დროის ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდეს.


დავუბრუნდეთ მიმდინარე თვეს. აპრილის თვეში საფონდო ინდექსები ბოლო 6 დღის განმავლობაში, უკან მოუხედავად ახალ, მაღალ ნიშნულებზე გადიან. იმის გათვალისწინებით რომ ინდექსის ქვეშ მყოფი აქციები ფასში მატულობს, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი სიახლე ფინანსურ სამყაროში უბრალოდ არ არის, არის რამოდენიმე ნიუსი, რომელიც ჰაერში კიდია და რომელიც ჯერ კიდევ დადასტურებას საჭიროებს, მაგრამ მათი სიმწვავე ჯერჯერობით მინელებულია, ეს არის Brexit-ი და სავაჭრო ომი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის.


სხვა მხრივ Wall Street-ი თითქოს შტორმის წინა მიჩუმებას განიცდის, რომელიც დაიწყება აპრილის თვის ბოლოსკენ, როცა კომპანიები 2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენას დაიწყებენ. მაგრამ მანამდე შიშის საფუძველი არ არის. ქვემოთ მიმოვიხილავ უახლეს ეკონომიკურ მონაცემებს, რომელიც გასაჯაროვდა გასული კვირის განმავლობაში, და ასევე გავასაჯაროებთ ჩვენი პორტფელის მიმდინარე მდგომარეობას. მაგრამ ჯერ, მოდით დავიწყოთ მსუბუქად - სუსტი ეკონომიკური რეპორტების განხილვით.


შეერთებული შტატების ეკონომიკა შესაძლოა იყოს სტაგნაციის რეჟიმში.


გასული კვირების განმავლობაში რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელობამ შესაძლოა 2019 წლის განმავლობაში დაწიოს და შეამციროს დოლარზე საპროცენტო განაკვეთი. ამის ვარაუდის საფუძველს თითქოს გასული კვირების ეკონომიკური მაჩვენებლები იძლეოდა. ეს იყო ჩვენი მოლოდინი. გასულ კვირას ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა Larry Kublow-მა სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელობას ურჩია, რომ დაეწიათ დოლარზე საპროცენტო განაკვეთი შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდში, მთელი 0,50%-ით. ეს საკმაოდ დიდი ცვლილება იქნება მონეტარული პოლიტიკის შერბილების თვალსაზრისით.


მიზეზი რამდენიმე  ფაქტორს ეყრდნობა.



პირველი - ეს არის თებერვლის თვის უმუშევრობის მაჩვენებელი. შეერთებული შტატების ეკონომიკამ, თებერვლის თვეში შექმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი. ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია მოლოდინთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ მოლოდინი იყო 190,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. მოლოდინსა და რეალურ მაჩვენებელს შორის განსხვავება შთამბეჭდავია, დამეთანხმებით. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მიზეზი.


ოთხშაბათს გამოქვეყნდა ADP Payroll რეპორტი, სადაც გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების კომპანიებმა საწარმო სექტორში, მარტის თვეში შექმნეს 129,000 ახალი სამუშაოა ადგილი, ეს მაჩვენებელიც მოლოდინს ჩამოუვარდება. შეგახსენებთ, რომ მწარმოებელ სექტორში მოიაზრება ინდუსტრიული მიმართულება. ეს მაჩვენებელი 2017 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.



ასევე შეგახსენებთ, რომ აპრილის 19 -დან იწყება კომპანიების მიერ 2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის სეზონი. მომდევნო 2 თვის განმავლობაში უკლებლივ ყველა კომპანია, ინვესტორების წინაშე წარადგენს 2019 წლის პირველი კვარტლის ბიზნესოპერირების ფინანსურ შედეგებს. აქვე მინდა აღვნიშნო რომ S&P500 ინდექსის ქვეშ მყოფი კომპანიების ( ჯამში 500 მსხვილი კაპიტალიზაციის კომპანია ) მხრივ მოლოდინი არის ის, რომ  ჯამური მაჩვენებლები კომპანიების მოსალოდნელი შემოსავლების და მოგების მხრივ შემცირებული იქნება, გასული წლის პირველ კვარტლის მონაცემებთან შედარებით. ესეც რიგი ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე.


გასულ კვირას შეერთებული შტატების მთავრობამ, მონაცემების დაზუსტების შემდეგ,  2018 წლის მე-4 კვარტლის GDP-ის მაჩვენებლები, აქამდე ცნობილი 2,6%-დან  2,2%-ამდე დაწია. მოგეხსენებათ, ეს მაჩვენებელი არ წარმოადგენს ძლიერ ეკონომიკურ ვითარებას.


გასულ კვირას, 1 აპრილს გასაჯაროვდა ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი მწარმოებელ სექტორში ISM Manufacturing Index, რომელმაც გამოაქვეყნა მარტის თვის მწარმოებლური ინდექსი - ნიშნულზე 55.3, რაც თებერვლის მაჩვენებლისგან - 54.2, ოდნავ მომატებულია, მაგრამ ეს მაჩვენებელი ბოლო 6 თვის მანძილზე ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეცესიის პერიოდებში ეს მაჩვენებელი 40-45- იან ნიშნულზეა. ჯერ გრძელი გზაა აღნიშნულ ნიშნულებამდე, მაგრამ ღირს ამ იდეის გონებაში ტარება.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Wall Street-ზე ამ დროისთვის მნიშვნელოვანი არაფერი არ ხდება, მაგრამ ეს მალე შეიცვლება. მომდევნო პარასკევს იწყება ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის სეზონი, როდესაც შტატების მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები JPMorgan-ი და Wells Fargo წარადგენენ 2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს. ეს მნიშვნელოვანი ფინანსური სეზონია, კომპანიების მიერ წარდგენილი რეალური მაჩვენებლებით დავინახავთ რეალურ სურათს, როგორ ვითარებაში იყო ეკონომიკა 2019 წლის პირველი კვარტალს განმავლობაში.


რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში ინვესტორმა? ინვესტორების კაპიტალის ადგილი ჯერ კიდევ ფინანსურად მყარი კომპანიების აქციებშია. ერთი მერცხალი ამინდს ვერ ქმნის, შესაბამისად, ქაოტური და  შიშით გამოწვეული გაუაზრებელი ქმედებები ინვესტორების პორტფელს არასახარბიელო შედეგს მოუტანს - ეს არის ჩემი გრძელვადიან პორტფელსაც.


დღეის მდგომარეობით მე მიჭირავს რამდენიმე კომპანიის აქციაზე გრძელვადიანი პოზიცია. სურათზე სწორედ ამ პოზიციებს ხედავთ.



ამ დროისთვის მფლობელობაში მაქვს 7 კომპანიის აქცია. აქვე მითითებულია თუ როდის მოვახდინეთ ინვესტიცია (Invest Date) რა ფასად შევიძენთ კომპანიის აქცია (ერთი აქციის ღირებულება Buy Price) აქციის მიმდინარე ფასი საფონდო ბირჟაზე (Price Now) და შესაბამისად პროცენტული მოგება/წაგება თითო პოზიციაზე (Gain/Loss).


 პორტფელში კაპიტალი თანაბრად არის გადანაწილებული თითოეულ კომპანიის აქციაზე. ამ დროისთვის ჩვენს პორტფელში ყველაზე დიდ მოგებას აგენერირებს კომპანია Twilio Inc. (TWLO) 101.35%-იანი მოგებით. 


თუ რა კომპანიაა ეს და რა პროდუქტს აწარმოებს, ამ კომპანიის შესახებ ფინანსური და ფუნდამენტალური ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე:  http://jdinvestment.ge/ka/news/34


დღეისათვის სულ ეს იყო. 


ჯაბა დიხამინჯია









„არავინ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:00:35
„მყარ ნებას იმისას, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს აუბამს და ბოლომდე მიიყვანს, ეჭვის ქვეშ დგას. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up