#ამცხოვრებისდედაც  -   „ქართული ოცნების“ საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი

#ამცხოვრებისდედაც - „ქართული ოცნების“ საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი

access_time2019-12-18 15:00:10

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდით დაკომპლექტდა.


ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო პლატფორმა და დაპირებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისაგან მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას მრავალი მიმართულებით ითვალისწინებდა, მათ შორის: მართვის სისტემის დეპოლიტიზაციას, კერძო სექტორის სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.


 „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ ფაქტები, რომელმაც ბოლო 7 წლის განმავლობაში, ქვეყნის ცხოვრებაში გარკვეული ცვლილება შეიტანა.


1. ეროვნული ვალუტის  მკვეთრი გაუფასურება

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 1,27 ლარით გაუფასურდა.  „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლის  შემდეგ, ლარის კურსი  2012 წელს  1.65 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც  2019 წელს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 2.92 ლარი გახდა.




2. საგარეო ვალის ზრდა


საქართველოს ფინანთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 7 წელიწადში, 2012  წლიდან  2019  წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს საგარეო ვალი 4,8 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.


 

3. სიღარიბის ზრდა


UNICEF-ის 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 69%  ღარიბია, 24%  სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7%  წარმოადგენს. ხოლო, „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019-ის“ თანახმად, საქართველოს მონაცემი გაუარესებულია და ჩვენ 117 ქვეყანას შორის, 39-ე ადგილზე ვართ.

 

აღსანიშნავია, რომ სწორედ UNICEF-ის დასკვნაზე დაყრდნობით „ქართული ოცნების“  ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

 

4. კრიმინალის  ზრდა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, რეგისტრირებული დანაშაული 2015 წლიდან  2018 წლამდე 23 316-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ–ივნისის პერიოდში კი საქართველოში უკვე რეგისტრირებულია 33 399 დანაშაული.


 

5. თვითმკვლელობების გაზრდილი რაოდენობა


სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2019 წლის ოქტომბერში გაკეთებული განცხადების მიხედვით, სუიციდის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა  კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.


თვითმკვლელობამდე მიყვანის სტატისტიკა წლების მიხედვით:

2019 წელი (იანვარი-მაისი) : 993 ფაქტი (გახსნილია 4 საქმე)

2018 წელი : 1663 ფაქტი (გახსნილია 3 საქმე)

2017 წელი: 665 (გახსნილია 7 საქმე)

2016 წელი: 552 (გახსნილია 6 საქმე).

 

6. მიგრაციის ზრდა


განახლებული დემოგრაფიული მონაცემებით, 2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 ადამიანს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია. მათი 86.6%  შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში შედიოდა (15-64).

 

თუ 2012  წელს მიგრაციის სალდო (კაცი) -21 521-ს შეადგენდა, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს -10 783 გაუტოლდა.

 

 

7. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (FDI) 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1048.2 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2018 წელს აღნიშნულმა  მაჩვენებელმა 1265.2 მლნ აშშ დოლარი  შეადგინა. 


 

8. ინფლაციის ზრდა


„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2012 წელს თუ ინფლაციის დონე -1.40 %  იყო,  2013 წელს ამ მაჩვენებელმა  2.40 %  შეადგინა. ყველაზე მაქსიმუმი, წლიური ინფლაციის დონე 2017 წელს -6.7% დაფიქსირდა, 2018 წლის მონაცემებით კი, წლიური ინფლაციის დონე 1.50 %-ს შეადგენდა.


 

9. გაუარესებული შიმშილობის  მსოფლიო ინდექსი

 

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019-ის“ თანახმად, საქართველოს მონაცემი გაუარესებულია -ჩვენ 117 ქვეყანას შორის, 39-ე ადგილზე ვართ. ეს არის მე-14 ყოველწლიური ანგარიში, რომელსაც ერთობლივად ამზადებენ ორგანიზაციები Concern Worldwide და Welthungerhilfe.

 

 

10. პირველადი მოხმარების პროდუქციის ფასების ზრდა


პირველადი მომხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა 2015 წლის შემდეგ, ასე გამოიყურება: ცხრილში განხილულია 5 წლის მაჩვენებლები და საბაზისო წლად აღებულია 2015 წელი. 2019 წელს 2015 წელთან შედარებით ინფლაცია ასე გამოიყურება:


 

 

11. საყოველთაო განათლების  გაუარესებული დონე

 

საქართველოში მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ. PISA-მ 2018  წლის სავალალო შედეგები გამოაქვეყნა, საქართველომ მონაწილე 79  ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა. საქართველოს შედეგები 2018 წლის კვლევის მიხედვით შემდეგია: კითხვა - 380, მათემატიკა - 398,  მეცნიერება - 383.

 

ამ შედეგებით, საქართველო კვლევაში მონაწილე ქვეყნებიდან მხოლოდ პანამას, ინდონეზიას, მოროკოს, ლიბანს, კოსოვოს, ფილიპინებს და დომენიკის რესპუბლიკას უსწრებს.

 

12. ჯანდაცვის სფეროს კოლაფსი


520-ე დადგენილებამ ჯანდაცვის სფეროს კოლაფსი გამოიწვია. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველივე რეფორმა, რომელიც კლინიკებს შორის ფასების გათანაბრებას გულისხმობდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა, 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ ტიკარაძის უწყებას ღია წერილით მიმართა და დღემდე  საკითხის გადაწყვეტას ელოდება.

 

13. მედიკამენტებზე ფასების ზრდა

 

საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების მომენტიდან დღემდე რიგ მედიკამენტებზე ფასი 65-70%-ით არის გაზრდილი. „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, ბოლო წლის განმავლობაში ფასების მატება 3%-ს აღემატება. უნდა ითქვას, რომ საავადმყოფოს მომსახურებით სარგებლობა შედარებით უმნიშვნელო 0.3%-ით არის გაძვირებული, თუმცა, გაცილებით უფრო მეტად გაძვირდა მედიკამენტები. მაგალითად, ანტიბიოტიკური პრეპარატები 5%-ით, ტკვილგამაყუჩებელი - 3%-ით, ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები კი - 7%-ით.

 

14. გამკაცრებული საბანკო რეგულაციები


2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დებულება, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას ევალება, შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო სექტორის შემოსავლები 4,6 %-ით შემცირდა. ბანკების ინფორმაციით, სამშენებლო სექტორში 40%-ით შემცირდა იპოთეკური სესხების გაცემა.


ფინანსური ზარალი მიადგათ ტექნიკის იმპორტიორ კომპანიებს. თუ რეგულაციის ამოქმედებამდე ტექნიკაზე განვადება 10-დან 9 ადამიანს უმტკიცდებოდა, რეგულაციის გამკაცრების შემდეგ 2019 წლის პირველ კვარტალში განვადების მოთხოვნაზე დადებით პასუხს 10-დან 1 ადამიანი იღებდა. ამან კი საერთო გაყიდვების 40%-დან 50%-მდე ვარდნა გამოიწვია.

 

15. სამშენებლო სექტორში უცხოური კომპანიების დომინირება

 

Forbes Georgia-მ, Grant Thornton-მა და EBIT Group -მა სამშენებლო კომპანიების რეიტინგი მოამზადა. სიაში მოხვედნენ კომპანიები რომლებიც  საცხოვრებელ სახლებს, ავტომაგისტრალებს და გვირაბებს აშენებენ. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია 20 უმსხვილეს სამშენებლო კომპანიაში ყოველი მეორე მშენებელი უცხოური კომპანიაა.

 

16. ანაკლიის პორტის  შეჩერებული მშენებლობა

 

„ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში, ანაკლიის პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მას შემდეგ უკვე 5 წელი და 4 თვე გავიდა. ანაკლიაში დღეს პორტის ღრმაწყლოვანი სამშენებლო სამუშაოები გაჩერებულია. კონსორციუმმა და სახელმწიფომ ერთობლივად მასში უკვე 250 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.


კონსორციუმი სახელმწიფოს დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმასა და პროექტის საბოტაჟირებაში ადანაშაულებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი თავის მხრივ აცხადებს, რომ კონსორციუმმა დადგენილ ვადებში ვერც ხელშეკრულებით განსაზღვრული კაპიტალის მოზიდვა და ვერც საფინანსო ინსტიტუტებისგან $400-მილიონიან სესხზე წინასწარი თანხმობა ვერ მოიპოვა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებული ხელშეკრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღონ.

 

17. ენერგეტიკის სექტორში შემცირებული ინვესტიციები  და არასახარბიელო მდგომარეობა

 

2014-2017 წლებში სახელმწიფო ელექტროსისტემის ზარალი 76 მილიონ ლარს აღემატება. ენერგეტიკის სექტორში, რომ სერიოზული პრობლემებია ადასტურებს  „ქართული ოცნების“  გუნდის წევრი, დეპუტატი  რევაზ არველაძეც. მისი თქმით, ენერგეტიკაში მდგომარეობა არასახარბიელო იყო, ხოლო სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, კიდევ უფრო არასახარბიელო გახდა.


საქართველოს მთავრობაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ენერგეტიკაში პროცესების გაუარესებას ადასტურებს ენერგეტიკის სექტორში ჩადებული ინვესტიციების კლებაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები შემდეგია:

 

2007 - $ 331 მილიონი

2008 - $ 294 მილიონი

2009 - $ -2 მილიონი

2010 - $ 26 მილიონი

2011 - $ 212 მილიონი

2012 - $ 179 მილიონი

2013 - $ 246 მილიონი

2014 - $ 190 მილიონი

2015 - $ 123 მილიონი

2016 - $ 145 მილიონი

2017 - $ 280 მილიონი

2018 - $ 120 მილიონი


შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რევაზ არველაძეს ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენა სურს.ამ საკითხის განსახილველად მან მიმდინარე წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილიც გაუგზავნა, სადაც ჩამოყალიბებულია არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ უნდა აღდგეს ენერგეტიკის სამინისტრო. საქართველოს ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ მხარი დაუჭირა დეპუტატს, თუმცა რევაზ არველაძე ამბობს, რომ პრემიერისგან პასუხი დღემდე არ მიუღია.

 

 

18. ფასების ზრდა საწვავზე


„ნავთობპროდუქტების იმპორტთა კავშირის“ ინფორმაციით,2012 წელთან შედარებით ფასები  გაზრდილია ყველა ტიპის საწვავზე.   ცვლილება ასე გამოყურება: მაგალითად, თუ 2012 წელს ბენზინის მაქსიმალური ფასი 2.40 ლარს შეადგენდა, 2013 წელს  საშუალო ფასი 2.26 ლარით განისაზღვრა, 2014 წელს  2.35 ლარი შეადგინა, 2015 წელს 2.35 ლარი, 2016 წელს 2.06 ლარი, 2017 წელს 2.49 ლარი, 2018 წელს 2.72 ლარი. 



19. თაბაქოს პროდუქციაზე  გაზრდილი ფასები


2019 წლის 21 ნოემბრიდან ე.წ. შესახვევ თამბაქოზე (თუთუნი) და თამბაქოს ნედლეულზე აქციზის გაზრდილი განაკვეთი ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ 1 კგ თამბაქოს ნაწარმი, დღეს მოქმედი 35 ლარის ნაცვლად, 60 ლარით იბეგრება. ცვლილება უფილტრო სიგარეტზე ადვალური გადასახადის 30%-მდე ზრდასაც ითვალისწინებს. ამ ცვლილების შედეგად თამბაქოს ნაწარმზე ფასები კვლავ მოიმატებს და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. თუთუნი, რომელიც 70 ლარი ღირდა (1 კგ), დღეს უკვე 110 ლარი ღირს.


2013-2017 წლებში ფილტრიანი სიგარეტის (20 ღერი) აქციზის განაკვეთი თითქმის გასამმაგდა, რაც 0,6 ლარიდან 1,7 ლარამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში, უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთიც იზრდებოდა.


აქციზის განაკვეთი

(ლარი)

2013 წელი

2014 წელი

2015 წელი

2016 წელი

2017 წელი

2018 წელი

2019 წელი

სიგარები (1 ღერი)

0.9

0.9

0.9

1.3

1.9

1.9

1.9

სიგარილები (20 ღერი)

1

1

1

1.5

2.2

2.2

2.2

ფილტრიანი (20 ღერი)

0.5

0.75

0.9

1.1

1.7

1.7

1.7

უფილტრო (20 ღერი)

0.15

0.2

0.25

0.3

0.6

1.7

1.7

თუთუნი (1კგ)

20

20

20

25

35

35

80

 

 

20. გაკოტრების წინაშე მდგარი მეფრინველეობის დარგი


საქართველოს ბაზრის 25-30% ქართულ, დანარჩენი კი იმპორტულ პროდუქციას უჭირავს. გარდა ამისა, ფერმერების ინფორმაციით, ქვეყანაში ქათმის ხორცის ბაზრის 70% იმპორტულ პროდუქციას უკავია და ქართული წარმოების წილი ძალიან მცირეა.  ამის არაერთი მიზეზი სახელდება, მათ შორისაა ბოლო წლების განმავლობაში, ლარის კურსის ზრდა, ენერგომატარებლების გაძვირება, დღგ-ს გადასახადი, რომელსაც მეფრინველეობის დარგი იხდის და სხვა.



 





„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up