„კომერციულმა ბანკებმა საფონდო ბირჟის განვითარება შეაფერხეს“-დეპუტატები მამუკა  ხაზარაძის ინიციატივაზე

„კომერციულმა ბანკებმა საფონდო ბირჟის განვითარება შეაფერხეს“-დეპუტატები მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე

access_time2020-01-16 11:10:37

უკვე წლებია პოლიტიკოსები, ექსპერტები, საბანკო სექტორისა და ბიზნესის წამომადგენლები აქტიურად საუბრობენ ქვეყანაში საფონდო ბირჟის განვითარების აუცილებლობაზე. თუმცა, დღესდღეობით საფონდო ბირჟა ქვეყანაში მხოლოდ ფორმალურად არსებობს, გარიგებები, ფაქტობრივად, არ ხდება

 

 

როგორც ცნობილია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი დაახლოებით 14-ჯერ გაიზრდა, მაგრამ ის  მაინც მცირეა. საფონდო ბირჟაზე ძირითადი აქტივობა კორპორატიულ ობლიგაციებზე მოდის და წლებია ახალი კომპანია არ დამატებია. 2019 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით, ბირჟაზე 23.6 მილიონი ლარის და 28.56 მილიონი დოლარის მოცულობის გარიგებებია დაფიქსირებული.

 

კომერსანტი“ დაინტერესდა  როგორია მმართველი გუნდში ეკონომიკური კომიტეტის წარმომადგენლების  აზრი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი საფონდო ბირჟის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრობს და აცხადებს რომ იმ ბაზარს, რომელიც ჩვენთან განვითარების სტადიაშია, ქვეყნის კომერციულმა მსხვილმა ბანკებმა არ შეუწყეს ხელი, არამედ პირიქით.  

 


„ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს საფონდო ბირჟა.  კაპიტალის ბაზრის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და სერიოზული გამოწვევაა. დღეს რომ აქტიურ ფაზაში არ არის ეს ბაზარი, მხოლოდ იმიტომ, რომ კომერციულმა ბანკებმა თავისი წვლილი შეიტანეს საქმეში.”-აცხადებს მეზურნიშვილი.



რაც შეეხება ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საფონდო ბირჟა ქუთაისის პარლამენტში უნდა განთავსდეს, ირაკლი მეზურნიშვილი პასუხობს:


“შენობაში რაიმეს განთავსება ქუთაისის ინტერესში უნდა შედიოდეს. დღეს არ არის გადაწყვეტილი რა მიმართულებით გააგრძლებს შენობა ფუნქციონირებას”

 

საქართველოში საფონდო ბირჟის აუცილებლობაზე საუბრობს მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძეც. ის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ მთავარი მხოლოდ შენობის ფუნქციონირება კი არ არის, არამედ მნიშვნელოვანია თუ საქართველოში  ფასიანი ქაღალდების ბაზარი როგორ განვითარდება.


„ქვეყანაში საფონდო ბირჟა აუცილებლად უნდა არსებობდეს. ბირჟის შექმნა, რომელსაც ასეთი მასშტაბური შენობა დასჭირდება ძალიან ფართო მასშტაბებთან მიახლოვებულიც კი არ არის. მთავარია უმაღლესი დონის სტრუქტურა შევქმნათ.  ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ბაზრის არსებობა  მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია შენობის დატვირთვაც, მაგრამ არა ისე, როგორც ამ ბაზრის განვითარება.“-აცხადებს პაატა კვიჟინაძე.

 

 ნათია ლომიძე 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up