კომერციული პალატები მუშაობას 2018 წლიდან დაიწყებენ – მოაგვარებს თუ არა ეს დროში გაჭიანურებული ბიზნეს დავების პრობლემას?

კომერციული პალატები მუშაობას 2018 წლიდან დაიწყებენ – მოაგვარებს თუ არა ეს დროში გაჭიანურებული ბიზნეს დავების პრობლემას?

access_time2017-02-14 17:00:06

მთავრობა კომერციულ პალატების შექმნის საკითხზე იწყებს მუშაობას, რომლებიც ბიზნეს დავების გაჭიანურების პრობლემას მოაგვარებს. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, კომერციული პალატები სპეციალიზებული მოსამართლეებისგან დაკომპლექტება. ალექსანდრე ბარამიძის განცხადებითვე მოსამართლეები, რომლებიც ბიზნეს დავებს განიხილავენ, ამ მიმართულებით უცხოეთში გადაკვალიფიცირდებიან. რეფორმის თანახმად, იმისათვის, რომ დავა აღნიშნულმა მოსამართლეებმა განიხილონ ერთი მხარე აუცილებლად უნდა იყოს კომერციული სუბიექტი, ამასთან დავის მოცულობა გარკვეულ თანხაზე მეტი უნდა იყოს. კომერციულ პალატებს მხოლოდ 2 ინსტანცია ექნებათ.

 

"აქ აუცილებელი იქნება დავის ფასი, მეორე კატეგორიაა განსაკუთრებით რთული ტიპის დავა, ასევე ისეთი სპეციალური დავები როგორიც არის ინტელექტუალური დავები, დავები, სადაც ერთი მხარე არის უცხო ქვეყნის კომპანია ან ფიზიკური პირი. ამ ეტაპზე იმისთვის, რომ უფრო ეფექტური მართლმსაჯულება იყოს, შემოვიფარგლებით ორი ინსტანციით. იქნება ეს პირველი და მეორე, თუ მეორე და მესამე, ამ ვარიანტებზე ჩამოვყალიბდებით",-განაცხადა "ბიზნესკონტაქტთან" ალექსიძემ.

 

საქმეთა დიდმა რაოდენობა და მოსამართლეების სიმცირეა ძირითადი მიზეზები, რის გამოც დღეს კომერციული დავები დროში ჭიანურდება. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში მსგავს დავებზე მომუშავე მოსამართლეების კომპეტენცია არადამაკმაყოფილებელია. თუმცა რამდენად იქნება იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პალატების კონცეფცია რელევანტური პრობლემის გადასაჭრელად - ამ საკითხზე სპეციალისტებს კითხვები აქვთ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს დავები მაგალითად, საფასურის მიხედვით შეირჩევა ან აუცილებელი ელემენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იქნება, ამან შესაძლოა, პალატების გადატვირთვა გამოიწვიოს.

 


"მე ვფიქრობ არ არის სწორი მიდგომა, რომ ამ პალატებმა მხოლოდ ის დავები განიხილონ, რომელიც გარკვეულ ფასს სცდება ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩართული და თუ ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ სასამართლოსი არ გვჯერა, მაშინ ეს არის ყველაზე ცუდი მესიჯი, რასაც ჩვენ ვეუბნებით ბიზნესს, რომ თუ თქვენ გექნებათ პატარა დავები მიკერძოებულ სასამართლოში განიხილავთ", - აცხადებს "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" დამფუძნებელი ლაშა ნოდია.

 

 


ახალგაზრდა ადვოკატთთა ასოციაციის პრეზიდენტი არჩილ კაიკაციშვილი რეფორმის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს.

 

 

"ჩვენ აღნიშნული რეფორმა უნდა შევაფასოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. პირველი, რაც არის ძალიან კარგი, სახელმწიფომ უზრუნველყო კომერციულ დავებზე სპეციალიზებული მოსამართლეთა კოლეგიის შექმნის გადაწყვეტილება. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს სავალალო მდგომარეობა, როდესაც 2014-2015 წლებში რეგისტრირებული სარჩელების განხილვას სასამართლო დღემდე არ ახორციელებს. ჩვენ გვაქვს მოსამართლეთა კვალიფიკაციის პრობლემაც და მოხდება მათი გადამზადებაც, თუმცა ჩვენ აპრიორში ვერ შევაფასებთ ამ რეფორმას შედეგის მიზნიდან გამომდინარე. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი და რეფორმის მიზანიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელს შეუწყობს დავების გონივრულ ვადებში გადაწყვეტას და რატომ? არასრულწლოვანთა კოდექსი იქნა მიღებული ამ თვალსაზრისით სპეციალიზებული მოსამართლეებიც კი გადამზადდნენ.

 

 

თუკი წარსულში ამ მიმართულებით იყო იგივე მდგომარეობა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი სტატისტიკის თანახმად ეს მიმართულება გაუმჯობესებულია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ახალმა სასამართლოებმა თავადვე შეძლონ და ჰქონდეთ მოტივაცია მხარეების მორიგების. აქვე უნდა აღინიშნოს ტენდენცია, რომ საქალაქო სასამართლოდან ყველა დავა ინაცვლებს შემდეგ ინსტანციაში და როდესაც მე ვსაუბრობ რეფორმის კრიტიკულ მხარეზე, უნდა ვთქვათ, რომ მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ სამართლინი სასამართლოთი სარგებლობა და თუ საქმე ვერ მიაღწევს წარმატებას, მას უნდა ჰქონდეს უზენაეს სასამართლოში მოხვედრის შესაძლებლობა. რეფორმის თანახმად, შემოთავაზებულია მხოლოდ პირველი და მეორე ინსტანცია",- განაცხადა ბიზნესკონტაქტთან კაიკაციშვილმა.

 

 

კერძო სამართლის რეფორმაზე მომუშავე საბჭო ამ ეტაპზე კომერციული პალატების შექმნისთვის შესაბამის კანონმდებლობაზე მუშაობს, რის შემდეგაც მოსამართლეები ბიზმეს სამართლის მიმართულებით საზღვარგარეთ უნდა გადამზადდნენ. ბიზნეს პალატები მუშაობას სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყებს.

 

 

"ბიზნესკონტაქტი"

 



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up