კომერციული კოსმოსური ფრენების ბაზარზე  რუსეთი პოზიციებს კარგავს

კომერციული კოსმოსური ფრენების ბაზარზე რუსეთი პოზიციებს კარგავს

access_time2020-01-31 19:00:23

2019 წლის დასაწყისში როსკოსმოსის ხელმძღვანელმა დიმირტი როგოზინმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ მისი უწყება  წლის მანძილზე 45 კომერციული კოსმოსური ფრენის განხორციელებას გეგმავს.„ეს ძალიან დიდი დატვირთვაა, თუმცა, ჩვენ ამ ამოცანას გაუმკლავდებით„ - შეჰპირდა მაღალჩინოსანი პრეზიდენტს.

 

მოგვიანებით როგოზინმა რამდენიმეჯერ შეამცირა პროგნოზები. მაისში, როდესაც გაჩნდა პირველი ეჭვები დასახული გეგმის რეალისტურობასთან დაკავშირებით, როსკოსმოსი უარყოფდა გეგმის შესაძლო ცვლილებას, თუმცა, უკვე აგვისტოში უწყების ხელმძღვანელმა  ფრენების პროგნოზი 40-მდე, ოქტომბერში კი - 29-მდე შეამცირა.

 

გეგმის ჩავარდნა როგოზინმა რამდენიმე მიზეზით  ახსნა - მისი თქმით ფრენების ნაწილი ერთ-ერთი კლიენტის მოუმზადებლობის გამო გადაიდო.  საუბარია, ბრიტანულ კომპანია OneWeb-ზე, რომელიც თანამგზავრული ინტერნეტის ქსელს  ქმნის.

 

მეორე მიზეზია ის, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამგზავრები მოუმზადებელი აღმოჩნდა ორბიტაზე გასაშვებად ამერიკული სანქციების გამო. რუსულმა მხარემ ვერ მიიღო თანამგზავრების დამზადებისთვის აუცილებელი ამერიკული სათადარიგო ნაწილები.მესამე პრობლემად როგოზინმა   ბოლო წლებში დაწყებული საორგანიზაციო პრობლემები დაასახელა.

 

მაგალითად, 2019 წელს ვერ მოხერხდა სალაბორატორიო მოდულის გაგზავნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რადგანაც საჭირო იყო საწვავის ავზების დამატებითი ტესტირება. ამჟამად, ცდები დასრულებულია და აპარატი კოსმოსში 2020 წელს გაიგზავნება - განაცხადა როგოზინმა.

 

ხსენებული მოდულის შექმნაზე მუშაობა 1995 წელს დაიწყო. მისი გამოყენება იგეგმება საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტში მეცნიერული კვლევების ჩასატარებლად. პირველი გაშვება  2007 წლისთვის დაიგეგმა, თუმცა, რამდენიმეჯერ, სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო.

 

ამჟამად  მოდულის ჩატანა ორბიტაზე  2020 წლის ნოემბერში იგეგმება.თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ დეტალებია, ხოლო გეგმის ჩავარდნის მთავარი მიზეზია - მწვავე კონკურენცია სხვა ქვეყნებთან, რომელსაც რუსეთი სულ უფრი მეტად აგებს.

 

პრობლემა არის თავად ბაზარზეც, იმ გაშვებებში, რომლებიც  ხელში კონკურენტებმა ჩაიგდეს  - აღიარა როგოზინმა.


 

2019 წელს როსკოსმოსმა შეასრულა მხოლოდ 6 უცხოური შეკვეთა, მაშინ, როდესაც სწორედ უცხოელებისთვის გაწეული მომსახურეობა არის შემოსავლების ძირითადი წყარო. ამ 6 შეკვეთას შორის იყო OneWeb-ის თანამგზავრები, ეგვიპტეს მთავრობის დედამიწის გადამღები აპარატი, იტალიის რადიოლოკაციური სისტემა, ასევე ლუქსემბურგის და საფრანგეთის კავშირგაბმულობის თანამგზავრები.

 

რამდენიმე ამერიკული და ევროპული შეკვეთა შესრულდა, როგორც დამატებითი დატვირთვა რუსული ჰიდრომეტეოროლოგიური თანამგზავრების გაშვებასთან ერთად.

 

რუსეთის წილი საერთაშორისო კომერციული კოსმოსური გადაზიდვების ბაზარზე შეადგენს 24%-ს, ხოლო ჩინეთის 33%,შტატების  - 26%-ს.ეს მეტია, ვიდრე 2018 წელს (18%), თუმცა,  გაცილებით ნაკლები, ვიდრე 2009-2016 წლებში, როდესაც რუსეთი იყო ამ ბაზრის უპირობო ლიდერი და ფლობდა მის 40%-ს.

 

რუსეთის მიერ მოწინავე პოზიციების დაკარგვა დაკავშირებულია შემკვეთების გადართვით ევროპულ და ამერიკულ კონკურენტებზე, რომლებიც ბოლო ათწლეულის მანძილზე აქტიურად ვითარდებოდნენ, ხოლო რუსეთის გაშვებები ხშირად  წარუმატებლად სრულდებოდა.

 

როგოზინმა ასევე აღიარა, რომ რუსული რაკეტების პარკი მოძველდა და დიდი ხანია არ განახლებულა.ყველაზე სწრაფად ამ ბაზარზე იზრდებიან ამერიკული კერძო კომპანიები  - მაგალითად, ილონ მასკის SpaceX-მა დაიწყო ნოლიდან და დღეს ის  ბაზრის ლიდერია. სწორედ ამ კომპანიამ მოიზიდა ყველაზე მეტი შეკვეთა 2019 წელს.

 

მეორე მაგალითია  ასევე ამერიკული Rocket Lab, რომელმაც  კოსმოსში პირველი რაკეტა 2017 წელს გაუშვა. დღეს კი მისი შეკვეთების რაოდენობა  ევროკავშირისას უტოლდება. თანაც, 2020 წელს კომპანია გეგმავს ახალი სასტარტო მოედნის ამუშავებას, შესაბამისად, Rocket Lab ჯერ ყველაფერი წინ აქვს.

 

ასევე აღსანიშნავია კოსმოსური დარგის ნახტომისებრი ზრდა ჩინეთში. 10 წლის წინ კომერციული ფრენების ბაზარზე მას ეკავა მხოლოდ მე-4 ადგილი. 2019 წელს კი ჩინეთი გავიდა პირველ ადგილზე - 34 გაშვებით და ბაზარზე 33%-ანი წილით.ამჟამად ჩინეთი არა მხოლოდ აკმაყოფილებს თავის სწრაფად ზრდად მოთხოვნას, არამედ აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზარზეც.

 

 შექმნილი მდგომარეობის ახსნისას, როსკოსმოსის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საზოგადოებას აქვს გადაჭარბებული მოლოდინები რუსეთის კოსმოსური ინდუსტრიისგან, და ეს მოლოდინები  არსებულ შესაძლებლობებს აღემატება.

 

 „კოსმოსურ-სარაკეტო ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ საზოგადოება გრძნობს თავს როგორ კოსმოსური ზე სახელმწიფო  და მოითხოვს შესაბამის მიღწევებს. რეალური შესაძლებლობები კი გაცილებით  ნაკლებია. მათ შორის დარგის ფინანსური მდგომარეობის გამო“  - მიიჩნევს ის.

 

 რუსული მასმედიას ინფორმაციით, 2020 წლისთვის როსკოსმოსმა დაგეგმა 50 კომერციული ფრენა. თუმცა, უწყების პრესსამსახურმა უარყო ეს ცნობა და სხვა რიცხვი - „დაახლოებით 40“  დაასახელა.

 

 Eurasia.net

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up