კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის სტანდარტები გამკაცრდა

კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის სტანდარტები გამკაცრდა

access_time2021-02-11 09:30:00

კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის სტანდარტები გამკაცრდა, რაც სავარაუდოდ, სექტორს უმაღლესი მმართველი რგოლის შენახვის ხარჯებს გაუზრდის.



ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი წესებით, სისტემურ ბანკებს სამეთვალყურეო საბჭოსთან სხვადახვა სახის კომიტეტების შექმნა ევალებათ, გარკვეული პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეის პოსტის დაკავება კი, მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრები შეეძლებათ.



ცვლილებების მიზანია კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება და ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უკეთ უზრუნველყოფა.



ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თეონა კონტრიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ დაგეგმილი ცვლილებები განსაზღვრული იყო ეროვნული ბანკის 2020-2022 წლის საზედამხედველო სტრატეგიაშიც. ძირითადი ცვლილებები შეეხება კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობების გაძლიერებას.



„ამ სიახლეს გაუმჯობესების სახით ვუყურებთ,რადგანაც ჯანსაღი კორპორაციული მართვის აუცილებელი ელემენტია ქმედითი და ფუნქციონირებადი სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც სწორად უნდა იყოს როლები და პასუხისმგებლობები გადანაწილებული. ახლა რაც მოხდა, დაზუსტდა და დაიხვეწა სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის კრიტერიუმები, თუ აქამდე 9 წლის მანძილზე ითვლებოდა პირი დამოუკიდებელ წევრად, ახლა 7 წლის მანძილზე ჩაითვლება. ამასთან, სისტემურად მნიშვნელოვან ბანკებს მოეთხოვებათ დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე ნომინაციის კომიტეტის შექმნა და გაუმჯობესდა ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნები“, - განმარტავს თეონა კონტრიძე.



ბანკებს მოეთხოვებათ გენდერული თანასწორობის დაცვის გაძლიერებაც. კოდექსით, სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 20% განსხვავებული სქესის წარმომადგენლებისგან უნდა შედგებოდეს.




ახალი მოთხოვნაა დირექტორატის ანაზღაურების საკითხებშიც, რაც ნაწილობრივ, 2018 წელს ამოქმედდა, თუმცა ახლა დაზუსტდა.



მარეგულირებელი ითხოვს, რომ სისტემური და მნიშვნელოვანი ბანკების დირექტორების საბონუსე ანაზღაურების გადავადების ხანგრძლივობა 5 წელზე ნაკლები არ იყოს. ე.წ მატერიალური რისკის ამღები პირების ცვალებადი ანაზღაურების გადავადების ხანგრძლივობა კი, არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები.



ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ ბონუსების განაღდების ვადის გახანგრძლივება, ბანკებს მმართველი რგოლის მხრიდან გადაჭარბებული რისკების აღებისგან დაიცავს.



„ანაზღაურების და მოტივაციის სტანდარტების ცვლილება მთელ მსოფლიოში გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ დაიწყო. ვინაიდან, აღმოჩნდა, რომ ისე იყო მოტივაციის სისტემები მოწყობილი, რომ დირექტორატს გადაჭარბებული რისკების აღების მოტივაციას უჩენდა, რადგანაც ისინი ბონუსს იღებდნენ მოკლევადიან პერიოდში, ხოლო რისკები რეალიზდებოდა გრძელვადიან პერიოდში. ამიტომ ევროკავშირმა შემოიტანა ანაზღაურების გადავადების ცნება და მოთხოვნები. ჩვენც, ჯერ კიდევ 2018 წელსვე კოდექსში ასეთი მოთხოვნები გავაჩინეთ. ახლა ევროკავშირმა დააზუსტა კრიტერიუმები, ტერმინებში შეიტანა სიცხადე და ჩვენც ამასთან შესაბამისობაში მოვედით“, - აცხადებს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.



აღნიშნული ცვლილებებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსასვლელად ბანკებს განესაზღვრათ ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე, გარდა ანაზღაურებისა და ნომინაციის კომიტეტების თავმჯდომარეების ცვლილების მოთხოვნისა, რომლის ვადაც 2022 წლის 31 დეკემბრამდეა.



„ვფიქრობთ, რომ დრო სწორია, რადგანაც ჯანსაღი კორპორაციული მართვა მნიშვნელოვანია, როგორც სტაბილურ პერიოდში, რადგან სწორად მოხდეს რისკების იდენტიფიცირება, ასევე ცვალებად გარემოში, როგორშიც დღეს ვიმყოფებით, რათა სწორად ხდებოდეს ამ რისკების მართვა. რაც შეეხება ხარჯებს, ეს არ იქნება იმაზე მეტი, რა სარგებლის მოტანაც ამ ცვლელებას შეუძლია“, - მიიჩნევს თეონა კონტრიძე.



აღსანიშნავია, რომ მსხვილ ბანკებს მაღალი დონის მენეჯმენტის შენახვა ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ლარი უჯდება.



business-partner.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up