2021 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 513.28 მლნ ლარით, ანუ 0.9 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.08 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი მაისისათვის 58.67 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.92 პროცენტია.