ბანკებმა იანვარ–აპრილში 584 მლნ ლარის მოგება ნახეს

ბანკებმა იანვარ–აპრილში 584 მლნ ლარის მოგება ნახეს

access_time2021-06-16 15:00:20

კომერციული ნაბკები წელს სოლიდურ მოგებაზე გავლენ - ასეთი პროგნოზი ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გაკეთდა. მიზეზად კი საკრედიტო აქტივობის ზრდა და დარეზერვების მოცულობის შემცირება დასახელდა. ბანკების მოგებამ იანვარ-აპრილში უკვე 0.5 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც სებ–ის პროგნოზს რეალურს ხდის.


2019 წელს საბანკო სექტორის მოგებამ 853 მლნ ლარი შეადგინა, 2020 წელს მოგება 99 მლნ-მდე შემცირდა, თუმცა 2009 წლისგან განსხვავებით სექტორი მინუსში არ გასულა. ეკონომიკური კრიზისისა და საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის შემცირების გარდა მოგების კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა დარეზერვებულმა თანხებმაც იქონია. კონსერვატული მიდგომით ბანკებმა შესაძლო დანაკარგები რეალურზე მეტად გაზარდეს.


2021 წელს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, პირველ კვარტალში ბანკების მოგებამ 412 მლნ ლარს მიაღწია, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ზარალი 747 მლნ ლარი იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ბანკებმა მსესხებლებს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი მისცეს. მომხმარებელი დროებით ძირისა და პროცენტის გადახდისგან გათავისუფლდა და ვინც ამ შეღავათით ისარგებლა მის მიერ დარჩენილი გასასტუმრებელი თანხა მთლიანად რეზერვში გადამისამართდა. ადამიანთა უმრავლესობამ მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ პროცენტის დარიცხვა საშეღავათო პერიოდშიც გრძელდებოდა და მათი სესხის მოცულობა საბოლოო ჯამში გაიზარდა.



აპრილში ბანკებმა დამატებით 173 მლნ-ის მოგება აჩვენეს და შედეგად პირველ ოთხ თვეში ჯამურად 584 მლნ-იან მოგებაზე გავიდნენ, რაც მთელი 2020 წლის მაჩვენებელს 5.9-ჯერ აღემატება.


ბანკების მოგების ზრდაზე დამატებითი გავლენა მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებამაც მოახდინა. 12 თვიანი ვარდნის შემდეგ მიმდინარე წლის მარტში პირველად ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ბოლო ორი თვეა ტურიზმი სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდება და მსოფლიო ბანკმაც საქართველოშტვის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც 6%-მდე გაზარდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up