კომერციული ბანკების 1,2–მილიარდიან მოგებას ანალიტიკოსები საყურადღებოდ მიიჩნევენ

კომერციული ბანკების 1,2–მილიარდიან მოგებას ანალიტიკოსები საყურადღებოდ მიიჩნევენ

access_time2021-09-03 12:00:08

2021 წლის იანვარ-ივლისში საბანკო სექტორმა არნახული - 1,24 მილიარდიანი მოგება მიიღო. კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, მარტო ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბანკებმა 3-ჯერ მეტი მოგება ნახეს. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში სექტორის მოგებამ 177,9 მილიონი ლარი შეადგინა, როცა 2020 წლის ანალოგიურ თვეში ეს მაჩვენებელი 63,4 მილიონი იყო.


სავალუტო რყევები, გაზრდილი საკომისიოები და რეფინანსირების მაღალი განაკვეთი - 3 ძირითადი ფაქტორია, რაც ანალიტიკოს ნიკა შენგელიას შეფასებით, კომერციული ბანკების მოგებაზე ახდენს გავლენას.


,,ბანკების მოგების ზრდას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. ჯერ ერთი, საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია, მუდმივად მატულობს რეფინანსირების განაკვეთი და სავალუტო ოპერაციებიდანაც დიდი ფული შედის ბანკებში. ამ სიტუაციაში მხოლოდ ხალხი ზარალდება. რაც კი შეღავათი მოქმედებდა პანდემიისას და მომხმარებლებს გადახდის ვადა გაუხანგრძლივეს, შემდეგში ერთიანად დაარიცხეს თანხა, უფრო მეტად დაუმძიმეს საგადასახადო ტვირთი. ვინც სესხს ვერ იხდის, ახლა ჯარიმების სახით ამოაქვთ ფული და ამის გამო მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაშია. ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ჩვენი მოქალაქეები უკვე ვეღარ შეძლებენ საბანკო ვალდებულებების მომსახურებას. მძიმე სიტუაციაა და მხოლოდ ბანკები რჩებიან მოგებულ პოზიციაზე“, - აცხადებს ანალიტიკოსი.


კომერციული ბანკების 3-ჯერ გაზრდილ მოგებას საყურადღებო ტენდენციად მიიჩნევს საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა, რომლის შეფასებითაც, ბანკების მაღალი სარგებელი ადამიანების მასიური გაღარიბებისკენ არის მიმართული და ტენდენცია როგორმე უნდა შეაჩერონ.



,,ნამდვილად მძიმე ვითარებაა, რადგან ივლისში ბანკების მოგება არის 3-ჯერ მეტი, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს საყურადღებო ტენდენციაა, ვინაიდან კომერციული ბანკების აქტივების ზრდა შეადგენს მხოლოდ 1%-ს და ასეთ ფონზე სამჯერადი მოგების ზრდა საყურადღებოა. ცხადია, რომ ბანკები სავალუტო რყევებით სარფიანად სარგებლობენ და ხელი მოითბეს, მაგრამ ამ პროცესს ხელს უწყობს ეროვნული ბანკიც - რეფინანსირების განაკვეთის განუხრელი ზრდით, რასაც ბოლო დროს სისტემატურად აქვს ადგილი. ცხადზე ცხადია, რომ ბანკების მოგების ზრდა მათი ეფექტიანი გაფართოებული საკრედიტო საქმიანობით არ არის განპირობებული. მოგების წლიური დინამიკა მიუთითებს, რომ ბანკებს აქვთ საკმაოდ სერიოზული დანაკარგები პერიოდულად, რაც საკმაოდ წარმატებით შეიძლება აინაზღაურონ“, - აცხადებს ელიავა ,,კომერსანტთან“.


ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით ირკვევა, რომ საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 2021 წლის პირველ შვიდ თვეში 1.24 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს.


თვეების მიხედვით მოგება შემდეგნაირად გადანაწილდა: იანვარი – 113.4 მილიონი ლარი; თებერვალი – 132 მილიონი ლარი; მარტი – 166.3 მილიონი ლარი; აპრილი – 173 მილიონი ლარი; მაისი - 204 მილიონი ლარი; ივნისი - 294.6 მილიონი ლარი; ივლისი - 178 მილიონი ლარი.


მთლიანობაში 2021 წლის 7 თვეში ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 3.39 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია.


მათ შორის, სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლის მოცულობა 2.34 მილიარდი ლარია. საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან ბანკებმა 259 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up