კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 690.98 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 690.98 მლნ ლარით გაიზარდა

access_time2021-11-26 09:00:00

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 690.98 მლნ ლარით (1.69%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.08%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 41.70 მლრდ ლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 368.03 მლნ ლარით (1.86%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 322.95 მლნ ლარით (1.52%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.34%-ით).

 

 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.55 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.12%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.48 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.28%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.11%-ით მეტი).

 


 

2021 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.82%-ით, ანუ 372.36 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 20.79 მლრდ ლარი შეადგინა.

 

 

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.42 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.08 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.37 პროცენტული პუნქტით).

 

 

 


თეგები:
სესხები



სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!

სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!
access_time2021-12-07 09:55:26
სილქფესტი 7 დეკემბერს ულიმიტო პირობებს...

„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში
access_time2021-12-07 10:00:58
„ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6.2% ინფლაცია, გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე...


მსგავსი სიახლეები

up