კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა დეკემბერში 558.65 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა დეკემბერში 558.65 მლნ ლარით გაიზარდა

access_time2020-01-27 17:55:35

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 558.65 მლნ ლარით (1.78%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 3.41%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 31.92 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 319.74 მლნ ლარით (2.30%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 238.91 მლნ ლარით (1.37%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 4.30%-ით).
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები, ნაშთი რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.58 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.38%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 10.67 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.37%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 5.32%-ით მეტი).



2019 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.14%-ით, ანუ 179.07 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 15.83 მლრდ ლარი შეადგინა.


მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.62 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.48 პროცენტული პუნქტით).




„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-26 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ისრაელიდან ტურისტული ჯავშნების გაუქმების ტალღაა მოსალოდნელი კორონავირუსის საფრთხის გამო ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანის შეჩერებას ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებლები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...


მსგავსი სიახლეები

up