„კომერციული ბანკები თქვენ დასვით ნარკოტიკულ ნემსზე“ - ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა კამათის ფონზე მიმდინარეობს

„კომერციული ბანკები თქვენ დასვით ნარკოტიკულ ნემსზე“ - ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა კამათის ფონზე მიმდინარეობს

access_time2017-12-04 16:00:25

მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში. ოპოზიციას აინტერესებს, რა პროგნოზი აქვს ეროვნულ ბანკს ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით, რატომ ვერ გაამართლა ლარიზაციის სამთავრობო გეგმამ და საერთოდ, იყო თუ არა კობა გვენეტაძის წარმომადგენელი მისული შეხვედრაზე "ქართული ოცნების" ოფისში.


„რატომ არ ამბობთ ხოლმე ხმამაღლა, როცა ამა თუ იმ ნაბიჯს დგამს მთავრობა არასწორს, ეს რა შედეგს მოიტანს. გაგახსენებთ, როცა აქციზი მოუმატეს საწვავზე, ეროვნულმა ბანკმა ფორმალურად მაშინ პარლამენტისადმი მიწერილ წერილში დაწერა, რომ ეს გამოიწვევს ინფლაციას, მაგრამ ხომ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ამას ექნებოდა ძალიან მძიმე გავლენა ფასებზე, ჩვენს მოქალაქეებზე და ამავდროულად თქვენ ერთადერთი ინსტრუმენტი გრჩებათ აწიოთ განაკვეთი სესხზე,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას გაუჩნდება ცდუნება, რომ სავალუტო ჯიხურები ან აკრძალოს ან შეზღუდოს. ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს, რაზეც კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ჯანსაღი კამათი და განხილვები მთავრობასთან.


„თუ როდისმე მთავრობას ექნება ასეთი შეთავაზება, რომ უნდა დაფიქსირდეს გაცვლითი კურსი, არ ვიცი სავალუტო ჯიხურებით იქნება თუ როგორ ვფიქრობ, რომ იმ განზომილებაში, რაც არის არ მოხდება, მე პირადად უარყოფითი დამოკიდებულება მექნება,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



ინფლაციასთან დაკავშირებით განმარტებები კობა გვენეტაძეს „ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმაც მოსთხოვა. მისი თქმით, ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიზეზად ასახელებდა ეგზოგენურ ფაქტორებს და არცერთხელ არ უხსენებია მას შიდა ფაქტორები.


ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, თვლის თუ არა კობა გვენეტაძე, რომ ლარის ვარდნა უკავშირდება მთავრობის არასწორ პოლიტიკას.


„635 მილიონი დეპოზიტებზე დაუდო მთავრობამ კომერციულ ბანკებს და მიუხედავად იმისა, რომ ავტეხეთ ჩვენ განგაში და გვეგონა, რომ ოდნავ მაინც თავს შეიკავებდა მთავრობა განსაკუთრებით ლარის გაუფასურების ფონზე, სამი დღის წინ 20 მილიონი კიდევ წაუმატა კომერციულ ბანკებს. რატომ მისცა ეს 20 მილიონი ლარი? გამოდის, რომ კომერციული ბანკები დასვით თქვენ ნარკოტიკულ ნემსზე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.






ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში
access_time2021-07-30 15:00:52
თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში მობინადრეების ცხოვრების ხარჯი, კომუნალური გადასახადების გამოკლებით, 400-600 ლარს აღწევს. ამ თანხაში შედის საცხოვრებელი არეალის - სადარბაზოებისა და ეზოების, გამწვანების, ლიფტის, საცურაო აუზების, სასეირნო და სარბენი ბილიკების და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი. ამ პროცესს დეველოპერი დაქირავებული კომპანიების საშუალებით უზრუნველყოფს ან ასეთ ფირმებს თავად  ამხანაგობები ქირაობენ. მომსახურების...


მსგავსი სიახლეები

up