კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინების შემოტანას 25 ნოემბრიდან ელოდებიან

კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინების შემოტანას 25 ნოემბრიდან ელოდებიან

access_time2019-11-15 14:50:18

კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული, ოთხკომპონენტიანი ვაქცინის – „ვაქსიგრიპის“ პარტიას 25 ნოემბრიდან ელოდებიან.როგორც საქართველოს პირველ არხს პრეპარატის იმპორტიორ კომპანია „ჯიპისიში“ განუცხადეს, ფრანგული კომპანიის მიერ ვაქცინების პარტიის საქართველოში შემოტანის თარიღად 25 ნოემბერი დადასტურდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მწარმოებელი სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მიღებულ შეკვეთებს ასრულებს.


„ჯიპისის“ ინფორმაციით, „ვაქსიგრიპის“ 10-12 ათას დოზას ელოდებიან, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი პარტიების შეძენასაც არ გამორიცხავენ. ვაქცინის სარეალიზაციო ფასი ჯერ უცნობია.


მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული წარმოების ვაქცინები კომერციულ ქსელში 15 ნოემბრიდან უნდა გამოჩენილიყო. ოქტომბრის ბოლოს „ჯიპისიმ“ 12 000 დოზა ჰოლანდიური წარმოების, სამკომპონენტიანი პრეპარატი „ინფლუვაკი“ შემოიტანა, რაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში გახარჯული სამკომპონენტიანი ვაქცინების რაოდენობას 25 პროცენტით აღემატება. თუმცა, შესყიდული პრეპარატების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, მარაგი უკვე ამოიწურა.


ჰოლანდიური წარმოების 4 500 დოზა პრეპარატი შეიძინა „ავერსმა“, რაც უკვე გაიხარჯა. ფრანგული 1500 დოზა „ვაქსიგრიპი“ კი, ქსელში სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს შევა.



ამ დროისათვის, კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია.


ოთხკომპონენტიანი, 100 000 ერთეული ვაქცინა ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფომ შემოიტანა, რომელიც უფასო აცრებით რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს (შიდსითა და ცე ჰეპატიტით ინფიცირებულები, მედპერსონალი და სხვ.) უზრუნველყოფს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით, აცრები უპირველესად, მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ. იქნება ვაქცინაციის „თავისუფალი დღეები“, როდესაც აცრის გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. „თავისუფალ დღეს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას წინასწარ შეატყობინებს.


გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთებისთვის საუკეთესო პერიოდად ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი მიიჩნევა.


1tv.ge


თეგები:
გრიპი



ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...


მსგავსი სიახლეები

up