კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 105%-ით გაიზარდა

კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 105%-ით გაიზარდა

access_time2020-01-31 14:30:59

2019 წლის დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა დაახლოებით 105%-ით გაიზარდა. თუკი 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, პრეტენზიების რაოდენობა 817-ს შეადგენდა, 2019 წლის მონაცემებით რაოდენობამ 1677 შეადგინა.


2019 წლის 12 თვის პრეტენზიების სამეულში შედის:

1.  მიმდინარე ანგარიში - 833  განაცხადი;

2. სამომხმარებლო სესხი - 86 განაცხადი;

3.  ინტერნეტბანკი - 33  განაცხადი.


2019 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი - 833 პრეტენზია დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშთან დაკავშირებით, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 561 შემთხვევითაა გაზრდილი (2018 წლის დეკემბერი-459 პრეტენზია).


ერთ წელში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ინტერნეტბანკთან დაკავშირებული პრეტენზიები, რომელიც 2019 წლის დეკემბერში 33-ს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 4-ს.



ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პრეტენზიის  ხასიათის მიხედვით, 2019 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი, 1353 პრეტენზია ტრანზაქციებთან დაკავშირებით ფიქსირდებოდა (2018 წლის დეკემბერში-450). შემდეგ მოდის ადმინისტრაცია/მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზიები, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11-ით გაიზარდა და 124 ერთეული შეადგინა.


იმ პრეტენზიებიდან კი, რომლის განხილვაც კომერციულმა ბანკებმა 2019 წლის იანვარ-აპრილში დაასრულეს, საფუძვლიანად 180 მიიჩნიეს, ხოლო უსაფუძვლოდ 1038.


კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა ბოლო წლებია ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რისი ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, მომხმარებელთა მხრიდან გააქტიურება იყოს. 2019 წელს პრეტენზიების რაოდენობა 14529-ს შეადგენდა, 2018 წელს  6358 იყო, 2017 წელს კი 3665 პრეტენზია, 2016 წელს პრეტენზიების რაოდენობა 2857-ს შეადგენდა, ხოლო 2015 წელს 2697-ს.


„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ბანკების მიმართ პრეტენზიების ზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იცის, თუ სად და როგორ შეიძლება გამოხატოს ეს უკმაყოფილება და პრეტენზია ბანკის მომსახურებასთან დაკავშირებით.


„პრეტენზიების ზრდა შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ ბანკების კომუნიკაცია მომხმარებელთან გაზრდილია. დღეს მომხმარებლები აქტიურად აპელირებენ საკუთარ უფლებებზე, რაც ძალიან კარგია. ამიტომ ვფიქრობ, რომ  ზრდა ამ კომუნიკაციის ზრდასთანაც არის დაკავშირებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჩივარზე მომხმარებელს ადეკვატური პასუხი გაეცეს და არ დარჩეს განცდა რომ მათი უფლებები კომერციულ ბანკების მხრიდან ირღვევა. მნიშვნელოვანი პრობლემები მომხმარებელთა უფლებების დარღვევის კუთხით საბედნიეროდ არ ფიქსირდება, არის ცალკეული შემთხვევები, რომელზეც სწორი კომუნიკაციით შესაძლებელია, რომ მომხმარებელთა უფლებები უფრო მეტად იყოს დაცული.


დაფიქსირებული პრეტენზიების კუთხით  პირველ ადგილზეა მიმდინარე ანგარიში, შემდეგ სამომხმარებლო სესხები და ინტერნეტბანკინგი, რაც ნიშნავს იმას, რომ  რა პროდუქტითაც მეტი ადამიანი სარგებლობს, თავისთავად იმ პროდუქტთან დაკავშირებითაა უფრო მეტი პრეტენზია. საგულისხმოა ინტერნეტბანკთან დაკავშირებული  პრეტენზიების ზრდაც, რადგან უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ამ პროდუქტით“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up