„კომერციულ ბანკებს შესაძლოა საკრედიტო პორტფელი შეუმცირდეთ“

„კომერციულ ბანკებს შესაძლოა საკრედიტო პორტფელი შეუმცირდეთ“

access_time2020-01-14 10:00:24

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, მიკროსაფინანსოებს და სესხის გამცემ სუბიექტებს პირველი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.


საბანკო ექსპერტი დავით კიკვიძე მიიჩნევს, რომ ეს რეგულაცია სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მომხმარებელი უფრო დაცული იქნება, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებს გაურთულდებათ სესხებთან ხელმისაწვდომობა.


„ეს რეგულაცია საფინანსო ინსტიტუტებისთვის სწორი გადაწყვეტილებაა, იქედან გამომდინარე, რომ საკუთარი კლიენტის უძრავი ქონების ხელმეორედ გადაგირავება პრობლემებს ქმნიდა, ამიტომ სებ-მა მიიღო ეს გადაწყვეტილება. რეგულაციის ამოქმედების შემდეგ,  მომხმარებელი უფრო დაცული იქნება, თუმცა, მეორე მხრივ ფინანსურ ინსტიტუტებს გაურთულდებათ სესხებთან ხელმისაწვდომობა. მათ მოუწევთ ალტერნატიული უზრუნველყოფის მოძიება იმისათვის, რომ ბანკში წარადგინონ და სესხებთან ხელმისაწვდომობა შეძლონ. მთლიანობაში, რომ ავიღოთ რეგულაცია კარგია. თუმცა, ეს ფაქტი ალბათ გამოიწვევს მცირე ზომით მიკროსაფინანსოების ბაზრიდან გასვლას, რადგან ისინი ბანკში ვეღარ წარადგენენ კლიენტიდან მიღებულ უზრუნველყოფილ ქონებას და გაუჭირდებათ ალტერნატივის მოძიება. შესაბამისად, კომერციულ ბანკებსაც შესაძლოა საკრედიტო პორტფელი შეუმცირდეთ,“ - განმარტავს დავით კიკვიძე.


„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ რეგულაცია ხშირ შემთხვევში უარყოფითად მოქმედებს ბიზნესზე, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს საფინანსო სექტორს ეხება.



„ეს იმ რეგულაციების ნაწილია, რომელიც შარშან დაიწყო და შეზღუდა მიკროსაფინანსოების ბაზარი, მათი რაოდენობა კი მკვეთრად შემცირდა. ახლაც მოსალოდნელია მათი რაოდენობის შემცირება. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, მათ ალბათ  საკრედიტო პორტფელი შეუმცირდებათ, რადგან სხვა საფინანსო ინსტიტუტები ვეღარ მოახდენენ უზრუნველყოფის სახით კლიენტის ქონების ბანკში ჩადებას და სესხის აღებას. ყველა ახალი რეგულაცია ხშირ შემთხვევში უარყოფითად მოქმედებს ბიზნესზე, შესაძლოა იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ მკაცრი რეგულაციებით საფინანსო სექტორს დიდ დარტყმას ვაყენებთ. ისე არ უნდა მოგვივიდეს, რომ ამდენი რეგულაციის პირობებში მნიშვნელოვნად დავასუსტოთ საფინანსო სექტორი რომელიც ჩვენი ეკონომიკის ლოკომოტივია“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.


აღნიშნული რეგულაცია ორგანიზაციებისთვის 2019 წლის პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვით გადავადდა.


ნინო თამაზაშვილი


 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up