„კომერციალიზაციის დონე დაბალია, იმპორტი მაღალი“ - რამდენად შედეგიანია „დანერგე მომავალი“

„კომერციალიზაციის დონე დაბალია, იმპორტი მაღალი“ - რამდენად შედეგიანია „დანერგე მომავალი“

access_time2020-02-27 10:00:13

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ 2015 წელს პროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებით საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენება იყო. ასევე საქართველოს მთავრობა აღნიშნული პროექტით ცდილობდა იმპორტირებული პროდუქცია ჩაენაცვლებინა და საექსპორტო პოტენციალი გაეზარდა, რის შემდეგაც სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა შეასრულა თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტმა, საკუთარი მიზანი და სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამა  იყო თუ არა რეალური შანსი ადამიანებისთვის გადასულიყო ფერმერულ მეურნეობაზე? -საკითხზე მედიაჰოლდინგთან „აისეტის“ უფროსი მკვლევარი სალომე გელაშვილი საუბრობს.

 

„იმისთვის, რომ ვთქვათ რამდენად შედეგიანია პროგრამა, თითოეული მიზანს, რომელიც „დანერგე მომავალს“ ჰქონდა დასახული უნდა შევუსაბამოდ შესაბამისი ინდიკატორი და ვნახოთ როგორ შეიცვალა ეს. იმ ინდიკატორებიდან, რომელსაც საქსტატი აგროვებს ყველაზე მნიშვნელოვანია მრავალწლიანი კულტურების წარმოება. აქ ვხედავთ, რომ წარმოება ცვალებადი ტრენდით ხასიათდება, რადგან 2015 წელს იყო გარკვეული რაოდენობა, რომელიც 2016 წელს გაიზარდა, შემდეგ შემცირდა, ახლა ისევ გაიზარდა ანუ ძალიან არასტაბილურია, კონკრეტული ტრენდი არ აქვს, თუმცა, მონაცემი 2017 წელს სხვა წლებთან შედარებით იყო ძალიან დაბალი. მაჩვენებელი რა თქმა უნდა განსხვავებულია კულტურების მიხედვით, მაგალითად ყურძენში არის ზრდადი ტრენდი ასევე თესლოვანშიც, თუმცა კლებადია კაკლოვანი ხილის და ციტრუსის შემთხვევაში, ტრენდი სტაბილურია კურკოვანი ხილის შემთხვევაში“ - აცხადებს სალომე გელაშვილი.

 

სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამის ერთ-ერთი მიზანი იყო ექსპორტის ხელშეწყობა და იმპორტის ჩანაცვლება. როგორც „აისეტის“ უფროსი მკვლევარი ამბობს, „დანერგე მომავალმა“ იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლება ვერ შეძლო.

 


„ექსპორტის თვალსაზრისით არის ნამდვილად ზრდა, თუ შევხედავთ 2014 წლიდან 2019 წლამდე პერიოდს რაოდენობრივად ექსპორტში შეინიშნება ზრდა, რაც შეეხება იმპორტს აქაც შეინიშნება ზრდა, საიდანაც ჩანს, რომ ჩანაცვლება არ მომხდარა, რადგან მოხმარება გაიზარდა, ამიტომ  უფრო მეტი იმპორტი დაგვჭირდა. ვერ ვიტყვით, რომ პროგრამა უშედეგო იყო, რადგან ექსპორტი ცალსახად გაზრდილია, თუმცა ჩანაცვლების მიზანი მიღწეული არა არის“- განმარტავს მკვლევარი.

 

 „კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად შეძლეს პროგრამის ბენეფიციარება ფერმერული მეურნეობის განვითარება „აისეტის“ უფროსი მკვლევარი გვპასუხობს, რომ ამ დრომდე საოჯახო მეურნეობების წილი დიდია და ისინი ბიზნესზე არ არიან ორიენტირებულები.

 

„ინდიკატორი არის ოჯახური მეურნეობების წილი მთლიან წარმოებაში და სასოფლო სამეურნეო საწარმოების წილი მთლიან წარმოებაში. 2015 წლიდან 2019 წლამდე კომერციალიზაციის დონე არის გაზრდილი, მაგალითად 2015 წელს სასოფლო სამეურნეო საწარმოების წილი იყო 1.2 % , ახლა ეს რიცხვი 2%-მდეა გაზრდილი. დანარჩენი მაინც საოჯახო მეურნეობების წარმოებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის უფრო თვით უზრუნველყოფაზე ორიენტირებული წარმოება, ნაკლებად ბიზნესზე ორიენტირებული წარმოება. ოდნავ  გვაქვს გაუმჯობესება, მაგრამ როგორც სხვა ბევრ კულტურასთან მიმართებაში , გვაქვს საოჯახო მეურნეობების დიდი რაოდენობა. გამონაკლისია ყურძენი, მაგალითად ამ შემთხვევაში საწარმოების წილი 2018 წელს არის 12.8 %. საოჯახო მეურნეობების წილი მაღალია ციტრუსშიც“ - ამბობს სალომე გელაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე სააგენტოს თანადაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, თუ 2015 წელს სააგენტომ დახარჯა 4 127 038 ლარი, 2019 წელს ეს რიცხვი 15 889 454 ლარს შეადგენდა. ჯამში, პროგრამის ფარგლებში 50 379 477 ლარი დაიხარჯა. სალომე გელაშვილი მიიჩნევს, რომ დაფინანსება აღარ უნდა გაიზარდოს, რადგან პროგრამა დასახულ მიზანს, ვერ ასრულებს.

 

„თუ შევხედავთ ბენეფიციარების რაოდენობას, 2015 წელს იყო 110 ბენეფიციარი 2019 წელს არის 296, ანუ ბენეფიციარების რაოდენობა ორ ჯერზე მეტად არის გაზრდილი, ხოლო დაფინანსება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. რა თქმა უნდა პროპორციულად ვერ გაიზრდებოდა ეს ორი სიდიდე მაგრამ, დაფინანსება საკმაოდ მაღალი ჩანს. ეს შეიძლება კულტურებზე იყოს დამოკიდებული, ზოგი გაცილებით ძვირად ღირებულ ინვესტიციას საჭიროებს, მაგრამ მე თანხების გაზრდის საჭიროებას კი არა მათი უკეთ გადანაწილების საჭიროებას ვხედავ. უფრო მეტი კვლევა უნდა გაკეთდეს იმასთან დაკავშირებით თუ რა დაფინანსდეს, რადგან კომერციალიზაციის დონე მაინც დაბალია, იმპორტი მაინც მაღალია, უნდა დავფიქრდეთ იმაზე რამდენად შედეგიანია. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ დაფინანსების კიდევ უფრო მეტად გაზრდაა საჭირო“-განაცხადა სალომე გელაშვილმა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up