„კომენდანტის საათი არ არის მხოლოდ ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა, ეს ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვაა“

„კომენდანტის საათი არ არის მხოლოდ ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა, ეს ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვაა“

access_time2021-04-11 12:00:02

ფასების მატების მიზეზი არის ის ეკონომიკური კრიზისი, რა კრიზისშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ეკონომიკის უკუსვლა ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო დაწყებული და ეს პროცესები პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა, ფაქტობრივად მივედით იქამდე, რომ ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ეკონომისტმა ქეთევან კრიალაშვილმა ისაუბრა.


მისივე განცხადებით პროდუქტზე ფასების ზრდა იმპორტზე დამოკიდებულებით და პროდუქტის დოლარში შეძენით არის გამოწვეული.  


„2017 წლის შემდეგ თუ 2020 წლის მონაცემებს შევადარებთ ჩვენ ვნახავთ რომ ინვესტიციები ფაქტობრივად გასამმაგებულია და ბოლოს .. პანამელი ინვესტორის იმედად ვიყავით, რომელიც მეოთხე კვარტალში გავიდა ქვეყნიდან. ინვესტიციები არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოაქვს.


გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ჩვენ ეკონომიკას პანდემია დაემატა, ეს კრიზისი კიდევ უფრო დაჩქარდა, ამას კიდევ ის პოლიტიკური კრიზისი ემატება, რომელიც ოპტიმისტური პროგნოზის არანაირ საფუძველს აღარ იძლევა“, -  აღნიშნა ქეთევან კრიალაშვილმა.


ქეთევან კრიალაშვილის განმარტებით საქართველოს პანდემიამდე ეკონომიკური უკუსვლა რომ არ ჰქონოდა, პანდემიით გამოწვეული მცირე ეკონომიკური ცვლილებები ყველასთვის მისაღები იქნებოდა. მისივე  განცხადებით საქართველოს ეკონომიკა იმ ტემპით არ იზრდებოდა რაც ქვეყნის განვითარებას შეუწყობდა ხელს.


„როდესაც ხელისუფლება მოვიდა და 2020 წლის სტრატეგია წარადგინა, იქ 7 %-იანი ეკონომიკური ზრდა იყო დაფიქსირებული, მე მაშინაც ვამბობდი რომ 7% საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარების  გზაზე დამდგარიყო. საბოლოო ჯამში ეს 7% - იც სანატრელი გახდა და დღეს უკვე ჩვენი ეკონომიკური ზრდა  მინუსებშია და ეკონომიკის შემცირება -8%-მდე ადის.



როდესაც სასამართლოს რეფორმის თემაზე მიდის ვაჭრობა, თუ რამდენად ეფექტიანად უნდა გატარდეს სასამართლო რეფორმა ესეც კი აღმაშფოთებელია, გამომდინარე იქიდან რომ ამაზე საუბარიც არ უნდა იყოს და ეს ხელისუფლების ვალდებულება უნდა იყოს, რომ რეფორმა რაც შეიძლება მაქსიმალურად ეფექტურად გაატაროს. ჩვენ ვნახეთ ამ ხნის განმავლობაში როდესაც მოლაპარაკებები ეფექტიანად მიმდინარეობდა, რეფორმის ეფექტიანობაზე .. ვაჭრობა მიდიოდა, რაც ბუნებრივია რომ ევროპელებს უჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქართველოში სამართლის პოვნა ძალიან რთულია და შესაბამისად ცივილიზებული ინვესტორი ნამდვილად არ ისურვებს ამ ქვეყანაში რაიმეს სახით ფული დააბანდოს“, -  აღნიშნა ქეთევან  კრიალაშვილმა.


ქეთევან კრიალაშვილის განმარტებით IRI - ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეკონომიკური პრობლემები უმთავრესია. მისივე  განცხადებით, სტატისტიკა რეალობას აცდენილია და ის პრობლემები რასაც მოსახლეობა გრძნობს გაცილებით უფრო რთულია.


კრიალაშვილის თქმით, ეკონომიკა დგას იმ ბიზნესებზე, რომლის ამოქმედებასაც ქვეყანა ხელს უშლის.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესები გაიხსნა, წინა წლის ეკონომიკურ ზრდას, ამავე წლის ეკონომიკურ ზრდას თუ შევადარებთ არაფერი შეცვლილა. სრულიად გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, როდესაც შარშან ამ დროს ყველაფერი გაჩერებული იყო, წლევანდელ მაჩვენებლებს თუ შევადარებთ აბსოლუტურად იდენტურია, ეს იმას ნიშნავს რომ გარკვეულმა ბიზნესებმა თავისი საქმიანობა ვერ აღადგინეს. ამას ემატება კომენდანტის საათი, რომელიც არ არის მხოლოდ ადამიანების გადაადგილების საშუალება, ეს არის ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვინდა ვიმოძრაოთ და ამით ფუნდამენტური უფლებები  ირღვევა, რაც არაკონსტიტუციურია ეს დამატებით კიდევ ერთხელ ანგრევს იმ ბიზნესებს, რომელიც გადარჩენის პირას არიან.


ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ტურიზმი და ტურისტს არ ექნება სურვილი, რომ 9 საათის შემდეგ სასტუმროში იჯდეს, ვერაფერი ნახოს, ვერაფერი დაათვალიეროს. გადარჩენის საშუალებაა გახსნა, კომენდანტის საათის მოხსნა და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება.


პრემიერი, რომელიც ბრიუსელში  იყო წასული და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შეხვდა, სიტყვა არ დასცდენია იმაზე, რომ საქართველოში ვაქცინების პრობლემა იყო. თუნდაც ამაზე რომ ესაუბრა ღარიბაშვილს და  ევროკავშირისთვის დახმარება ეთხოვა, მჯერა რომ ამ მცდელობას რაღაც შედეგი და ვაქცინების რაღაც რაოდენობა მოყვებოდა. როდესაც ვაქცინების ტემპი არის ასეთი ნელი, იმის ეჭვსაც ბადებს რამდენად უნდა ხელისუფლებას ამ ჩიხიდან გამოსვლა. ზუსტად ის კორუფციული გარიგებები და საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს იმ მცირე ჯგუფს რომლებიც დაახლოებულია ხელისუფლებასთან და ცდილობენ ამ პანდემიის სათავისოდ გამოყენებას“, -  აღნიშნა ქეთევან კრიალაშვილმა.


ქეთევან კრიალაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის  სამინისტრომ ბიზნესისთვის 100 საინვესტიციო პროექტი გამოიტანა, მისივე  განცხადებით საქართველოს ბიზნესები  ამ პროექტის სრულად შესაძენად  მზად არ  არის.


რატომ არ გვთავაზობს სახელმწიფო ისეთ ობიექტებს და შპს-ებს, რომლებიც სულ უნდა იყოს ბიზნესისთვის  შეთავაზებული, რადგან სახელმწიფოს შპს- მართვა არაფერში სჭირდება. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო შპს ქუთაისის ნაზარიშვილის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრია, ამ  ცენტრის ხელმძღვანელი და მოადგილე იღებენ დაახლოებით 100 000 ლარზე მეტ შემოსავალს და კიდევ დამატებით სხვა სტრუქტურებიდან მის და მის მეუღლეს დაახლოებით 140 000 ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული და  ვხედავთ რომ ქუთაისის მერია ამ ადამიანებს წელიწადში 2000 ლარს სოციალურ დახმარებას უხდის.


როგორ არ შეიძლება გაგიჩნდეს პროტესტი იმაზე რომ სოციალურ დახმარებას უწევდე ასეთ ადამიანებს მაშინ როდესაც ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი შიმშილის პირას არის და ჩვენ გვიწევს ასეთი სახელმწიფო  შპს-ების და მათი საჯარო მოხელეების შენახვა. სწორედ ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო პანდემიას მეტნაკლებად კარგად ებრძვის.“ -  აღნიშნა ქეთევან კრიალაშვილმა.


თაკო ვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up