„კომბინაცია იყო პოლიტიკური უსუსურობის და უმწიფრობის - დეპუტატები პრემიერის გამოსვლას აფასებენ

„კომბინაცია იყო პოლიტიკური უსუსურობის და უმწიფრობის - დეპუტატები პრემიერის გამოსვლას აფასებენ

access_time2019-05-31 18:00:23


საბანკო რეგულაციები, საპენსიო რეფორმა, სიღარიბე, უმუშევრობა, ლარის დევალვაცია, სსიპ-ები და ააიპ-ები,  თიბისი ბაკი, ანაკლიის პორტი - ეს იყო ძირითადად ის საკითხები, რასაც დეპუტატები პრემიერ მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას უსვამდნენ. შეხვედრა თითქმის 4 საათს ხმაურის, რეპლიკების და ტაშის თანხლებით მიმდინარეობდა. 


დღევანდელმა შეხვედრამ გამოავლინა ის უსუსურობა, რომელიც არის ხელისუფლებაში, არ იგრძნობოდა, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ რაიმე პრობლემის გადაწყვეტა და სერიოზული ნაბიჯის გადადგმა ეკონომიკის გასაჯანსაღებლად,- ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას. მისი თქმით, მინისტრები ივანიშვილის დროს მიდიან და მოდიან, ივანიშვილი კი რჩება. 


დღევანდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჰქვიათ სახელები, რომელიც ასოცირდება ძალაუფლებასთან - მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, მაგრამ რეალურად ისინი არიან დროებით, სეზონურად, რომლებსაც ივანიშვილი ცვლის იმისდა მიხედვით, რა ამოცანები დგას მის წინაშე - პირადი თუ პოლიტიკური. შვიდი წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 62 მინისტრი ჰყავდა. აქედან 12 არის დღეს სახეზე, 50 კი საერთოდ გაქრა. ერთი-ორი შეიძლება მუშაობდეს კანცელარიაში ან სხვა სტრუქტურაში. იდეები, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობაში აქვთ, ორიენტირებულია რეგულაციებზე და შეზღუდვებზე, რაც შედეგს ვერ გამოიღებს. არის იდეური, ორგანიზებული სიმწირე, ინსტიტუციონალური კრიზისი. სწორად შეარქვა ხალხმა არაფორმალური მმართველობა, რომლის შედეგსაც ვიმკით ყველა მიმართულებით, მათ შორის სიღარიბის ზრდის კუთხით. რაც შეეხება საბანკო რეგულაციებს ეს იყო არასწორი , ისინი გრძნობენ, რომ დაუშვეს შეცდომა, მაგრამ არ უნდათ აღიარება,- განაცხადა „კომერსანტთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ რომან გოცირიძემ.


პრემიერის პასუხებით უკმაყოფილოა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერიაც:



„არაადეკვატური პასუხები მივიღეთ, კომბინაცია იყო პოლიტიკური უსუსურობის და უმწიფრობის. უკმაყოფილო არ ვარ, რომ შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მოგვეცა, მაგრამ  უკმაყოფილობაზე გაცილებით მეტია, ის რაც მოვისმინე პრემიერის პასუხებიდან. დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ არის შეურაცხმყოფელი. კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ და სპეკულაციებს ეძახის იმ თემებს, რომელიც მოსახლეობას აღელვებს -  დაწყებული საპენსიო რეფორმიდან, რომელიც  ჩვენი მოქალაქეების ჯიბეში ხელის ჩაყოფაა, მათი შემოსავლების შემცირებით დასრულებული. პრემიერი რაღაც ილუზიური მომავლის დაპირებებს იძლევა, რომლისაც არავის ჯერა.  


ოპოზიციისგან განსხვავებით კმაყოფილია მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი კახიანი:



მე პირადად პრემიერის გამოსვლიდან ძალიან ბევრი რამ გავიგე და ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იყო . ოპოზიციის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს, გასაკვირი არ არის.  რა პასუხიც არ უნდა მიეღოთ, ბუნებრივია, ისინი კრიტიკულ შეფასებებს გააკეთებდნენ. ეს ერთი მხრივ გასაგებია, თუმცა ამას ემატება ის, რომ ჩვენ გვყავს დესტრუქციული ოპოზიცია, რომლებისთვისაც კითხვებზე საგნობრივი პასუხის მოსმენა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ გარკვეული პოლიტიკური სპექტაკლების გამართვა და პოლიტიკური პერფომანსების მოწყობა. ეს მიზანი ჰქონდათ მათ, ვიდრე ის, რომ საგნობრივი მსჯელობა წარიმართოს, მათი მხრიდან დასმული კითხვები სხვა არაფერზე არ მეტყველებს.


ბაჩო ადამია






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up