კოლიერსის კვლევა - რა გველოდება ბაზრის მიმდინარე რყევების პირობებში

კოლიერსის კვლევა - რა გველოდება ბაზრის მიმდინარე რყევების პირობებში

access_time2020-10-07 09:00:00

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, Colliers International Georgia 2018-2019 წლების უძრავი ქონების კვლევას უკვე მეორედ აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. 



დოკუმენტი უძრავი ქონების ბაზარზე წარმოდგენილი მოთამაშეებისთვის სრული სურათის შექმნას ისახავს მიზნად. კვლევები განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალური სწორედ ახლაა, რადგან ბაზრის მიმდინარე რყევების პირობებში გვიწევს პროგნოზის გაკეთება - რა გველოდება მომავალ რამდენიმე წელიწადში.



სექტორული კვლევებიდან გამოკვეთილ მნიშვნელოვან მიგნებებს სიცხადე შეაქვს მომავლის შეფასებაში და გვეხმარება იმის პროგნოზირებაში, თუ როდის და რა ნიშნულს შეიძლება დაუბრუნდეს უძრავი ქონების ინდუსტრია პანდემიის დაძლევის შემდეგ.



სასტუმრო

2019 წელს, თბილისში სასტუმროების ნომრების მიწოდება 23%-ით გაიზარდა და 12,430 ერთეული შეადგინა. ამავდროულად, მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროების ბაზრის ზომა შემცირდა, რაც Airbnb-ის ბაზრის მნიშვნელოვანმა ზრდამ დააკომპენსირა. სასტუმროების ბაზრის ძირითად კონკურენტად Airbnb-ის ბინების გაქირავების ნიშა რჩება, რომელმაც 2017 წლიდან მოყოლებული შემოსავლები გაასამმაგა და 2019 წელს 35 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.




საცხოვრებელი

2019 წლის მდგომარეობით, 374 საცხოვრებელი პროექტი მშენებლობის პროცესშია, რაც თბილისის საცხოვრებელი ბაზრის მოცულობას 2.6 მილიონი კვ.მ ფართობით - 38,000 ბინით გაზრდის. ახალაშენებული ბინების ტრანზაქციები თბილისში 7.4%-ით შემცირდა, ბათუმში კი 35%-ით გაიზარდა. შედეგად, ბათუმის ბინების საშუალო ღირებულება თბილისისას აღემატება.



საოფისე

2019 წელს, A კლასის ბიზნეს-ცენტრებში ვაკანტურობის მაჩვენებელი 39%-დან 25%-ზე ჩამოვიდა. 2020 ის ბოლოს, მოსალოდნელია საოფისე ბაზრის მოცულობის 26%-იანი ზრდა, რაც, სავარაუდოდ, 2 - 3 წლიან პერსპექტივაში A კლასის თანამედროვე ბიზნეს-ცენტრების რენტებს შემცირების ტენდენციისკენ წაიყვანს.



კომერციული

2019 წელს, სავაჭრო ცენტრებში გაზრდილი მიწოდების ფონზე, მოიჯარეების მიერ 32,000 კვ.მ კომერციული ფართი იქნა დამატებით ათვისებული. იჯარის საშუალო შეწონილი ღირებულება 1.5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე თვეში $19 შეადგინა.ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე გახანგრძლივებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ქუჩის სავაჭრო ობიექტებში ვაკანტურობის მაჩვენებლის საგრძნობი ზრდა გამოიწვია. ჯამურად თბილისის ქუჩის რითეილის ვაკანტურობა 6-დან 8%-მდე გაიზარდა.



ინდუსტრიულ-ლოგისტიკური

2018-2019 წლებში თბილისს 31,000 კვ.მ ინდუსტრიულ-ლოგისტიკური სივრცე დაემატა. 2017 წლიდან, მშრალ და სამაცივრე საწყობებში რენტების კლების ტენდენციაა. 2017 წელთან შედარებით, მშრალ და სამაცივრე საწყობებში ვაკანტურობის მაჩვენებელი B კლასში 10%-ით, ხოლო C კლასში 12%-ით შემცირდა.



საკონფერენციო-საგამოფენო

2019 წელს თანამედროვე საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზებში 6,881 შეხვედრა/ღონისძიება გაიმართა, შედეგად თბილისმა 466,997 დელეგატს უმასპინძლა. 2024 წლის ბოლოსთვის, ბათუმის საგამოფენო-საკონფერენციო სივრცეებს 3,903 კვ.მ დაემატება, რაც ჯამურად 3,134 დელეგატს დაიტევს.







ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება

ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
access_time2020-11-25 09:55:55
ლიბერთის შეთავაზება, სპეციალურად პედაგოგებისთვის, სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის ფარგლებში, პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის...

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“
access_time2020-11-25 12:03:44
ახლა, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოში 477 მგვ ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდა.   წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, იმპორტის წილიც და ღირებულებაც გაზრდილია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა განაპირობებს ელექტროენერგიის მზარდს იმპორტს, ხედავენ თუ არა დარგის...

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...


მსგავსი სიახლეები

up