კოლეჯი „სპექტრის“ სერტიფიცირებული კადრები მუშაობენ ჩეხეთში, პოლონეთში, გერმანიაში

კოლეჯი „სპექტრის“ სერტიფიცირებული კადრები მუშაობენ ჩეხეთში, პოლონეთში, გერმანიაში

access_time2019-04-17 14:56:37

„კოლეჯ „სპექტრის“ სერტიფიცირებული კადრები მუშაობენ ჩეხეთში, პოლონეთში, მათ აქვთ სამუშაო ვიზა, დაზღვევა, კვება და ღირსეული შრომის ყველა პირობა. ჩვენ ახლა დავიწყეთ გერმანიასთან აქტიური თანამშრომლობა და რამდენიმე კადრი გერმანიაშიც დასაქმდება. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პროფესიული განათლების დიპლომის ვალიდაცია ხდება გერმანული მხარიდან. ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლება ადამიანებს, მთავარია მათ ირწმუნონ ამის,“ - განაცხადა რადიო კომერსანტის გადაცემაში კოლეჯ „სპექტრის“დირექტორმა, მათე ტაკიძემ, გადაცემაში „კომერსანტი LIVE”


„ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარებისთვის. ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ამ კუთხით ბიზნესისაქტიურობა. კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ ამის მაგალითია, კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვს, რაც გამოიხატება არამხოლოდ ბიზნესის კეთებაში, არამედ ბიზნესის კეთებამდე, ადამიანების განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი მოსახლეობისთვის და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ანალოგიურ სეგმენტში არიან ჩართულები.


„ნენსკრა ჰიდროსთან“ ერთობლივად ჩვენი კოლეჯი სვანეთში მცხოვრები ბენეფიციარების გადამზადებას ახორციელებს. პირველ ეტაპზე 80 ადამიანი გადამზადდა მძიმე ავტომობილის მართვის სპეციალისტად, სატვირთო, ჰიდრავლიკური და სხვა ტიპის ტექნიკური საშუალებების მიმართულებით. მიღებული სერთიფიკატით, მათ ექნებათ საშუალება დასაქმდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში. ვფიქრობ, მოთხოვნა ამ გადამზადების კურსებზე კვლავ გაიზრდება. არამხოლოდ ოთხმოც, არამედ ასეულობით ადამიანს სჭირდება გადამზადება, რათა ზოგადად მთის განვითარებას შევუწყოთ ხელი.


კომპანიამ უზრუნველყო ბენეფიციარები ფინანსური მიმართულებით, ისინი თბილისში ჩამოიყვანა, მათ აქვთ რაც მთავარია სურვილი და საშუალება მიიღონ სრული კვალიფიკაცია, არაფერზე ფიქრი არ უწევთ, გარდა იმისა, რომ მიიღონ განათლება და აიმაღლონ კვალიფიკაცია. საუბარია საკმაოდ მაღალანაზღაურებად პროფესიებზე, რომელთა მოთხოვნაც დღითიდღე იზრდება, არამხოლოდ ჰესების მშენებლობაზე, არამედ სხვა ბიზნესში. ხშირ შემთხვევაში მაღალია კონკურენციაც და ანაზღაურებაც.
გადამზადებულ ბენეფიციარებს და მათ, ვინც მიიღებენ პროფესიულ განათლებას, აქვთ სრული შესაძლებლობა, თავისუფლად გაუწიონ კონკურენცია ნებისმიერი ევროპული ქვეყნის კონკრეტული დარგის სპეციალისტებს. ევროპაში ქართველ სპეციალისტებზე საკმაოდ მაღალია მოთხოვნა და ანაზღაურებაც კარგია. აღნიშნული გადამზადების კურსი თავისუფლად შეუძლიათ გაიარონ ქალბატონებმა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებს ფიზიკური ძალა აღარ სჭირდებათ და უფრო მეტად საჭიროა ინტელექტუალური რესურსი.


ნამდვილად პოზიტიურია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ყოველდღე განათლებაზე საუბრობს. განათლება ქმნის ეკონომიკას. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნა მეტია, ვიდრე მოწოდება. ვერ ვაწვდით ბაზარს კვალიფიციურ კადრებს. 20 მსხვილ და საშუალო კომპანიასთან, ასევე ინდივიდუალურ მეწარმესთან ჩავატარეთ კვლევა და გამოიკვეთა სამი ათასამდე ვაკანსია მშენებლობის, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით. დღეს ქვეყანაში არ არის გონიერების, პროექტების, ან ფულის პრობლემა, ძირითადი პრობლემა კადრების კვალიფიკაციისა და ადამიანური რესურსის ნაკლებობაა. ბიზნესის განვითარების ხელიშემშლელი ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ადამიანური რესურსის არარსებობაა.




ჩვენი კოლეჯის სერტიფიცირებული კადრები მუშაობენ ჩეხეთში, პოლონეთში, მათ აქვთ სამუშაო ვიზა, დაზღვევა, კვება, და ღირსეული შრომის ყველა პირობა. ჩვენ ახლა დავიწყეთ გერმანიასთან აქტიური თანამშრომლობა და რამდენიმე კადრი გერმანიაშიც დასაქმდება. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პროფესიული განათლების დიპლომის ვალიდაცია ხდება გერმანული მხარიდან. ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლება ადამიანებს, მთავარია მათ ირწმუნონ ამის,“ - აცხადებს მათე ტაკიძე.


კომერსანტი





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up