„კოლბებივით შენობები იდგმება თბილისში, კოშმარს დაემსგავსა ქალაქი“ - ბიზნესი კახა კალაძის მერობის 4 წლიან პერიოდზე

„კოლბებივით შენობები იდგმება თბილისში, კოშმარს დაემსგავსა ქალაქი“ - ბიზნესი კახა კალაძის მერობის 4 წლიან პერიოდზე

access_time2021-06-07 11:30:10

2021 წლის ოქტომბერში დედაქალაქის თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. არც ერთი კანდიდატი ოფიციალურად არ დასახელებულა, შემოდგომაზე კი კახა კალაძის მერობის ოთხწლიანი ვადა იწურება.


კახა კალაძისა და მისი წინამორბედის დავით ნარმანიას მიერ განხორციელებული რეფორმებისა და საქმიანობის დეტალების შეჯამება „კომერსანტმა“ მკითხველს უკვე შესთავაზა. ამჟამად კი, ბიზნესის პოზიციით დავინტერესდით და მივმართეთ მათ კითხვებით, თუ ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელებული რეფორმებიდან, რომელი შეიძლება ჩაითვალოს თვითმმართველობის წარმატებულ და წარუმატებელ პროექტებად. საბოლოო ჯამში ბიზნესის სფერო მიიჩნევს, რომ ჩანაფიქრი რეფორმებისა სწორ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა საზოგადოების მზაობა, არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ამ რეფორმების გარკვეული მხარისთვის მტკივნეული შედეგები თვალშისაცემია.


ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი მთავარ პრობლემად ქალაქის მენეჯმენტში არსებულ ბიუროკრატიასა და სამშნებელო ნებართვების გაჭიანურებისა და მათი გაცემის ხარისხს ასახელებს.


„ვერ ვხვდები როგორ ხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა. მუშაობდა ჯგუფი, გაკეთდა ქალაქის გენერალური გეგმა, რეკრეაციული ზონები გამოიყო. მაგრამ, იმ ნაწილში სადაც გაიცემა ნებართვები, ამას ვერ ვხვდები რის მიხედვით ხდება. უზარმაზარი კოლბებივით შენობები დაიდგა ვაკეში ფიზკულტურის ინსტიტუტის უკან, სამი მრგვალი შენობა და უამრავი ასეთი მაგალითი გვაქვს. რაღაც კოშმარს დაემსგავსა ეს ქალაქი, ამას უკვე ვეღარ დავაბრუნებთ უკან. ეს არის მთავარი წუხილი ქალაქში მაცხოვრებელი ხალხის - უზარმაზარი მასშტაბის შენობები შენდება შეუსაბამო ადგილებში. ამდენი მანქანა უნდა შევიდეს, ამდენი მოსახლე, არ ვიცი ვის დავაბრალო მაგრამ ეს სერიოზული პრობლემაა.


გამწვანებაზე ზრუნავენ, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ატარებენ. მიუხედვავად იმისა, რომ ჭავჭავაძე ვცხოვრობ, ვიზუალურად მომწონს რაც გაკეთდა, კონცეპტუალურად მომწონს, ალბათ კიდევ დაიხვეწება და შევეგუებით, არ ვარ რადიკალური წინააღმდეგი იმის რაც მოხდა ჭავჭავაძეზე.



ასევე დიდი პრობლემაა ბიუროკრატიაა.  ნამდვილად ოპტიმიზაციაა ქალაქის მენეჯმენტში გასაკეთებელი, გამოსასწორებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესი. შევამცირებდი ხალხს, გავზრდიდი დასაქმებულების ხარისხს, მტკივნეული იქნება სამუშაოების შემცირება მაგრამ მაინც ეს საჭიროა.  სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღებას შევუწყობდი ხელს. ახლა საპირისპირო სიტუაციას ვხედავთ - არის ბევრი ხალხი, პროცესები იწელება. სამშენებლო კომპანიები სირთულეებს აწყდებიან.

 

საჯარო საპარკინგე ადგილების პრობლემა ობიექტური რეალობაა. დანახარჯები ისეთი დიდია მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების მოწყობის, რომ ბიზნესურად არ უღირთ და მიწისქვეშა პარკინგების პერსპექტივა არ არსებობს, ბიზნესი ამას ხელს არ კიდებს. მერია ამას სუბსიდირებაზე ვერ აიყვანს იმიტომ, რომ არ ეყოფა ფინანსები. მერია ამბობს, რომ არ აინტერესებს სად გააჩერებს ადამიანი მანქანას, მთავარია ნაკლები მანქანა იყოს ქალაქში, ეს გასაგებია, მაგრამ ადამიანი აიძულო მანქანიდან ავტობუსში გადაჯდეს ეს შეუძლებელია და ძალიან რთულია,“ - ამბობს ირაკლი იაშვილი.


2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზე კახა კალაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთმა 51.1%-მა, 204 061 ადმიანმა დაუჭირა მხარი. 17.5%-ით დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი კი 16.6%-ით მესამე ადგილზე გავიდა.

 

კალაძის მერობის პერიოდში ავტობუსების პარკი თითქმის მთლიანად განახლდა. დღეს თბილისში სულ 572 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს, მათ შორის: MAN-ის 12 მეტრიანი 125 ერთეული, (ნარმანიას პმერობის პერიოდში შეძენილი) MAN-ის 10 მეტრიანი 75 ერთეული, ISUZU-ს 8 მეტრიანი 184 ერთეული, BMC-ის 12 მეტრიანი 108 ერთეული, ასევე ძველი ყვითელი ბოგდანის 80 ერთეული ავტობუსი. უკვე შესყიდულია დამატებითი 100 ერთეული BMC-ის 12 მეტრიანი ავტობუსი შემოყვანის პროცესი მიმდინარეობს. მათ გარდა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე დაგეგმილია 180 ერთეული 8 მეტრიანი და 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. საბოლოოდ ძველი ავტობუსების ჩახსნისა და ახლების დამატების ხარჯზე ავტობუსების საერთო რაოდენობა 972-მდე გაიზრდება.

 

3 წლის წინ მერიამ ამბიციური პროექტი დააანონსა რაც ლილომდე და პერსპექტივაში რუსთავამდე მეტროს გაყვანას გულისხმობდა. სამუშაოები 2019 წლის ბოლოდან უნდა დაწყებულიყო. სავარაუდო ბიუჯეტად $90 მლნ სახელდებოდა, რომელიც  2 წლის შემდეგ $150 მლნ-მდე გაიზარდა.

 

განსაკუთრებული ყურადღება კი ჭავჭავაძის გამზირმა მიიქცია, სადაც ავტობუსების სავალმა ხაზმა შუა ქუჩაში გადაინაცვლა. რადგან ავტობისებს კარი მარჯვნივ აქვს შეიცვალა მოძრაობის მიმართულებაც. ავტობუსების ხაზისა და შუა ქუჩაში დამატებული გაჩერებების გამო კერძო ავტომობილებისთვის სამოძრაოდ 6-დან მხოლოდ 2 ზოლი დარჩა. მერიის განმარტებით ბასლაინების ქუჩის კიდეში განთავსება ნახევრად გაკეთებული საქმე იქნებოდა, რადგან მკვეთი ქუჩებიდან გამომავალი ავტომობილები მოძრაობას ისევ შეაფერხებდნენ. გადაწყვეტილებამ საწყის ეტაპზე ავტომფლობელების ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ადამიანები იმასაც კი ითხოვდნენ რომ 2 დამატებითი ზოლი ტროტუარების ხარჯზე დაემატებინათ და ქუჩის ორივე მხარეს დარგული ხეები მთლიანად მოეჭრათ. განახლებული გამზირის გახსნიდან თითქმის 10 თვის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე იმაზე მეტი საცობი არაა, რაც ქალაქის სხვა დატვირთულ უბნებში და არც რეაბილიტაციამდე პერიოდში არსებულ საცობებზე მეტი.

 

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up