კოკოითის დაბრუნება - არჩევნების შედეგები ე.წ. სამხრეთ ოსეთში

კოკოითის დაბრუნება - არჩევნების შედეგები ე.წ. სამხრეთ ოსეთში

access_time2019-06-11 20:30:11


ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებში იმარჯვებს მმართველი „ერთიანი ოსეთი“, რომელმაც  ხმათა 35% მიიღო. თუმცა, ყველა არაა მზად ამის აღიარებისთვის.


ოპოზიცია მოითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ვლადიკავკაზში გამართული კენჭისყრის შედეგების გაუქმებას.


„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგები  ორშაბათს გამოქვეყნდა, ბიულეტენების 95% დამუშავების შემდეგ. ბოლო მონაცემებით, პარლამენტში შედის 5 პარტია - პირველ ადგილზეა „ერთიანი ოსეთი“, რომელმაც მიიღო 34,9%, მე-2-ზე - ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მიერ მხარდაჭერილი „სახალხო პარტია“ (21,8%),  მე-3 - პარტია „ნიხასი“ (14,37%),  მე-4-ზე „ხალხის ერთობა“ (12,9%), ბოლო, მე-5 ადგილზეა კომუნისტური პარტია - 7,2%.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აშკარად გააჭიანურა შედეგების გამოცხადება - იქ საარჩევნო უბნები ძალიან მცირეა - საშუალოდ 1000 ადამიანი, ხოლო დასწრება არ აღემატებოდა 60%-ს. წინა არჩვენების გამოცდილებით, უკვე იმავე დღის საღამოს 10 საათისთვის საუბნო კომისიების ოქმები უკვე გაფორმებული იყო და წინასწარი შედეგებიც, როგორც წესი, ცნობილი.


მაგალითად, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოცხადდა იმავე დღის შუაღამემდე.


ორშაბათს საღამოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბელა პლიევამ განაცხადა, რომ დათვლილია ხმების 60% და პირველი შედეგებიც დაასახელა, რომელიც დაეყრდნო ჩრდილოეთ ოსეთის, მოსკოვის, სოხუმის და თავად „სამხრეთ ოსეთის“ 15 უბნის მონაცემებს.



თუმცა, სამმა პარტიამ განაცხადა, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს. მათი თქმით,  ვლადიკავკაზში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მასობრივ მოსყიდვას. ამის დასტურად ოპოზიციონერებმა წარადგინეს რამდენიმე ვიდეო მასალა, სადაც დაფიქსირებულია დღევანდელი მთავრობის მაღალჩინოსნების მიერ ამომრჩევლებისთვის ფულის დარიგების ფაქტები.


ოპოზიციონერებმა უკვე შეიტანეს შესაბამისი განცხადება პროკურატურაში.


ვლადიკავკაზში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2000-მა ადამიანმა. სწორედ იქ მიიღო სახელისუფლებო პარტიამ ხმების 60%. ამ შედეგების გაუქმების შემთხვევაში, „ერთიანი ოსეთი“ კარგავს თითქმის 1500 ხმას, რაც რადიკალურად ცვლის ძალთა გადანაწილებას მომავალ პარლამენტში.


ოპოზიციური პარტია „ფინდიბასტი“ -ს თავჯდომარე ვიაჩესლავ გობოზოვის თქმით, სწორედ ვლადიკავკაზის ხმებმა აჩუქა გამარჯვება სამთავრობო პარტიას და ამიტომაც ის ბოლომდე იბრძოლებს მის მიერ დადებული შედეგების შესანარჩუნებლად.


„ვლადიკავკაზის შედეგების გადახედვა სერიოზულად შეცვლის ზოგად სურათს, რადგანაც იქ ხმების თითქმის 100% დათვლილია „ერთიანი ოსეთი“-ს სასარგებლოდ. ამიტომაც, ისინი, ვინც ცდილობენ დააფიქსიროს ის შედეგი, რომელიც გამოაცხადა საარჩევნო კომისიამ, ყველანაირად, ყველა ხერხის გამოყენებით იბრძვიან ამისთვის,“ -განაცხადა მან.


თუმცა გობოზივის აზრით, ყველაფრის მიუხედავად, „ერთიანი ოსეთი“ ვერ გაიმეორებს 20914 წლის შედეგებს და ვერ მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას პარლამენტში.


მისი აზრით, ამ არჩევნების ერთადერთი რეალური გამარჯვებული არის „სამხრეთ ოსეთის“  ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი.


„დღეს ჩვენ ვიღებთ პარლამენტს, სადაც არც ერთ ძალას არ ექნება გადამწყვეტი უმრავლესობა. ეს არის დადებითი შედეგი, ისევე, როგორც თავად ფაქტი, რომ „ერთიანი ოსეთი“ ვერ გააგრძელებს დომინირებას პარლამენტში. მიმაჩნია რომ ერთადერთი გამარჯვებული ამ არჩევნებში არის ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, რომელმაც მოახერხა 7%-იანი პარტიის გაყვანა მე-2 ადგილზე. ეს არის მისი ერთპიროვნული დამსახურება,“ - თვლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.


მისი თქმით, კოკოითი გახდა სერიოზული პოლიტიკური ფიგურა და მას გააჩნია სერიოზული რესურსი, რაზეც მეტყველებს მის წინააღმდეგ სამთავრობო მედიაში დაწყებული შავი პიარ კამპანია.


„ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ედუარდ კოკოითი დაბრუნდა ოსურ პოლიტიკაში,“   - თვლის ვიაჩესლავ გობოზოვი.


თენგიზ აბლოთია



თეგები:
კოკოითი



სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...

მამუკა ხაზარაძე - ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით - იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის

მამუკა ხაზარაძე - ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით - იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის
access_time2019-08-22 20:29:39
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ახალ საქართველოში უნდა ცხოვრება, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. ხაზარაძის თქმით, მის მიერ დაფუძნებულ პარტიაში არ იქნებიან ძველი პარტიების ესა თუ ის ლიდერები. ხაზარაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ახალ მოძრაობას სექტემბერში...


მსგავსი სიახლეები

up