„საქართველოს მწვანთა პარტიის“ განცხადება „ოპოზიციის“ მიერ „შავი სიის“ შექმნასთან დაკავშირებით როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი „ნაცები“ და მათთან მიმაგრებული ჯგუფები საქართველოს მოქალაქეების დასასჯელ „შავ სიას“ ამზადებენ!
არ გვესმის რატომ ჭირდებათ ამისათვის ამდენი დრო და გაუთავებელი თათბირები, 2003 - 2012 წლებში ლამის მთელი საქართველო ჰყავდათ დასასჯელთა „შავ სიაში“ შეყვანილი - პირდაპირ ის სია გამოაქვეყნონ, მგრამ როგორც ჩანს ერთი დაუძლეველი პრობლემა აქვთ „ნაცებთან“ მიმაგრებულებს, ისინი თავად იმყოფებოდნენ 2003 - 2012 წლების დასასჯელთა ,,შავ სიაში’’.
თუმცა ამის დაძლევაც არაა პრობლემა, თუ „შავ სიას“ შეცვლიან იმ „შავი ხვრელით“, რომელში მოხვედრითაც სულ ახლახან ემუქრებოდნენ ქრონიკულ, მათ შორის ონკოლოგიური დავადების მქონე ადამიანებს! ამასთან ერთად გვინდა მოუწოდოთ სიფრთხილისკენ - „შავი ხვრელი“ ძალზედ სახიფათო რამაა და შესაძლებელია სხვის მაგივრად თავად ამოყონ შიგ თავი!