Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს

access_time2020-08-12 11:10:51

კომპანია Kohi.ge ქობულეთთან ახლოს  თანამედროვე კომპიუტერიზებულ ქარხანას ააშენებს, ამის შესახებ „კომერსანტს“ kohi.ge -ს დამფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ განუცხადა. მისი განცხადებით, ქობულეთში მდებარე  ქარხანა სახლების გამოშვებას მაისის დასაწყისიდან შეძლებს.


„ქობულეთთან ახლოს ვაშენებთ ახალ, დიდ, თანამედროვე კომპიუტერიზებულ და ავტომატიზირებულ ქარხანას რობოტებით, რომელშიც 4,5 მილიონ ევროს ვდებთ. ქობულეთთან  ახლოს  მოსავლელ  გზათკეცილზე  2  ჰექტარი მიწა შევიძინეთ, მოვასწორეთ და უკვე ვიწყებთ შენობის აწყობას,  დანადგარებს გერმანული კომპანია wienman homage-სგან ვყიდულობთ.


კონტრაქტის მიხედვით ავტომატიზირებული მასალა,  გერმანიიდან თებერვლის თვეში  ჩამოგვივა, რომლის მონტაჟს თვითონ  wienman homage უზრუნველყოფს, ასევე ჩამოვლენ სპეციალისტები, რომლებიც გადაამზადებენ ჩვენ მუშებს და ოპერატორებს და დანადგარებზე მუშაობას ასწავლიან. დაფინანსება  „აწარმოე  საქართველოსგან“  მივიღეთ. ქობულეთის ქარხანა პირველ სახლს მაისიდან გამოუშვებს და ერთ დღეში 150 კვადრატული მეტრი ფართობის სახლის აშენებას შევძლებთ“, - განმარტავს ირაკლი ლომიძე.


ირაკლი ლომიძეს განცხადებით, kohi.ge საქართველოს ბაზარზე  ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც სახლებს ამზადებს.


„საქართველოში  ძალიან მოთხოვნადი აღმოჩნდა  ესეთი  ტიპის  სახლები და თან  კონკურენცია  თითქმის  არ მქონდა. ბოლო წელს  გამოჩნდა ესტონური და ფინური კომპანიების წარმომადგენლები, თუმცა ჩვენი კომპანია  მხოლოდ ქართულია.მასალების რაღაც ნაწილი გერმანიიდან,  თურქეთიდან, ნაწილი ფინეთიდან,  რუსეთიდან ჩამოგვაქვს ნედლეული და ვამუშავებთ“, - აცხადებს ირაკლი ლომიძე.



სახლებზე მოთხოვნა ძირითადად საკურორტო ადგილებიდან და მაღალმთიანი რეგიონებიდან, სვანეთიდან, მაღალმთიანი აჭარიდან და ყაზბეგიდან არის. კორონავირუსამდე ძირითადი მოთხოვნა ტურისტული კომპანიებისგან იყო, თუმცა ახლა შემდეგ კერძო პირებიც გააქტიურდნენ.


„კორონამდე ძირითადი მომხმარებელი ტურისტული სექტორი, პატარა კომპანიები იყვნენ  ვისაც  კერძო  სასტუმრო აქვს  და  1-2  ნომრის  დამატება  სჭირდება რომ ეზოში ჩააყენონ. ახლა  ცოტა  შეიცვლა  ჩვენი კლიენტები და კერძო მომხმარებლის რაოდენობამ  იმატა, სახლებს ძირითადად აგარაკებისთვის გვიკვეთავენ“, - ამბობს ირაკლი ლომიძე.


კორონავირუსის პანდემიის გამო kohi.ge-ს თბილისის და ბათუმის საამქროების ორი თვით დაკეტვა მოუწია და საკმაოდ დიდი პროექტები, რომლებიც აჭარაში და წყალტუბოში უნდა  განეხორციელებინათ მომავალი წლისთვის გადადეს, თუმცა ევროპიდან დიდი გამოხმაურება მიიღეს.


Kohi.ge -ის სახლები ექსპორტზე  ძირითადად გერმანიაში,  საბერძნეთში,  ისლანდიაში და  იტალიაში გადის.


„კორონამ  რა თქმა უნდა გაგვაჩერა, ორი თვით საამქრო დავკეტეთ, გადავწიეთ პროექტების დასრულების ვადები, ბევრი საკმაოდ დიდი პროექტი გვქონდა დაწყებული, რაც აჭარაში ქედაში და წყალტუბოში უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ამ  დროს  მოხდა გერმანიასთან კომუნიკაცია. დიდი გამოხმაურება იყო  საზღვარგარეთიდან. ექსპორტზე  ძალიან დიდი  მოთხოვნაა  ეს 4,5 მილიონ ევროიანი ქარხანა შენდება  იმიტომ, რომ პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ. თორე ისეთ წარმადობა აქვს,  რომ სქართველოს  და ამიერკავკასიის  ბაზარი ამ რაოდენობის პროდუქციას ვერ  მოერევა,  არ  არის  ასეთი მოთხოვნა“, - განმარტავს ირაკლი ლომიძე.


kohi.ge - ში სახლის ერთი კვადრატული მეტრის ფასი 200$-დან იწყება და პროექტის სირთულის მიხედვით იზრდება.


თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
Kohi.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up