კომერსანტის ექსკლუზივი:  „ჯორჯია კაპიტალი“ ევექსში საკუთარ წილს ყიდის

კომერსანტის ექსკლუზივი: „ჯორჯია კაპიტალი“ ევექსში საკუთარ წილს ყიდის

access_time2018-07-02 18:20:15

საინვესტიციო კომპანია „ჯორჯია კაპიტალი“, რომელიც მართავს  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს , და რომლის შვილობილი კომპანიაა ევექსი 2018 წელს, ამ ბიზნესში თავისი წილის გაყიდვას გეგმავს.


ეს ინფორმაცია „კომერსანტმა“  „ჯორჯია კაპიტალის“  2018 წლის 1 კვარტლის ანგარიშში მოიძია:


2018  წლის პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, „ჯორჯია კაპიტალის“ ბალანსზე  „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ კლასიფიცირებულია როგორც გასაყიდი აქტივი.


ცნობილია რომ „ ჯორჯია კაპიტალის“  ბორდის გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულ იქნა 2017 წლის დეკემბერში, „ჯორჯია კაპიტალის“  წილი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ (ევექსი) შემცირდა 57%  პროცენტიდან  50% - მდე. 

 

რატომ გეგმავს  „ჯორჯია კაპიტალი“  “საქართელოს ჯანდაცვის ჯგუფის” (ევექსი) გაყიდვას, როცა  ამ ბიზნესის გასანვითარებლად  კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების შედეგად 2015 წლის ნოემბერში 100 მილიონი დოლარის დამატებითი მოცულობის კაპიტალი მოიზიდა ?

 

ამ კითხვით „კომერსანტმა“ „ჯორჯია კაპიტალს“ მიმართა. კომპანიაში დაადასტურეს, რომ გეგმავენ წილის გასხვისებას: 



ვთვლით, რომ საქართველოს ჯანდაცვის კომპანიამ განვითარების ახალ ეტაპს მიაღწია, როდესაც საქართველოს კაპიტალმა კომპანიის კონტროლი საჯარო ინვესტორებს უნდა დაუმოს და, შესაბამისად,  ვგეგმავთ საქართველოს კაპიტალის მფლობელობაში არსებული წილის გასხვისებას 49.9%-მდე.

 


კომერსანტი დაინტერესდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში “საქართელოს ჯანდაცვის ჯგუფის” აქციების ვაჭრობის ტენდენციით. როგორც აღმოჩნდა, ბოლო ერთი წელია, რაც აქციების ფასი დაღმავალი ტრენდით ხასიათდება.

 



საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციების ფასი „bloomberg“ – ის მონაცემებით,  ლონდონის საფონდო ბირჟაზე  52  კვირის განმავლობაში 29.3  % - ით დაეცა. აქციის ფასი 385  გირვანქა სტერლინგიდან 234 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში მერყეობდა.   ბოლო ვაჭრობისას აქციის ფასმა 251,5  გირვანქა სტერლინგი შეადგინა. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციების  - 29,3 % -ით გაუფასურება და  დაღმავალი ტრენდი ცალსახად ნეგატიური ტენდენციაა.

 


სამედიცინო კორპორაცია ევექსი დღეისათვის საქართველოს 6 რეგიონში 78 კლინიკით არის წარმოდგენილი. ამ ბიზნესის განვითარების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ (GHG Healthcare) ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის  კაპიტალი მოიზიდა. აქციების ვაჭრობის შედეგად მოზიდული ინვესტიცია სამედიცინო კორპორაცია ევექსის კლინიკების ქსელის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.  ბირჟაზე რეპო ოპერაციის დროს „ევექსის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა, რომ მოზიდული კაპიტალი თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვასა და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაზე დაიხარჯებოდა.

 

კონკრეტულად რა გაკეთდა  და რაში დაიხარჯა ლონდონის ბირჟიდან მოზიდული 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია? ამ კითხვით „კომერსანტმა“ ევექსს მიმართა. პასუხის მიღებისთანავე მკითხველს ამ საკითხზე დაწვრილებით მივაწვდით ინფორმაციას.



ერთი კი ფაქტია, საზოგადოებაში სისტემატურად ისმის უკმაყოფილება ევექსის კლინიკების მისამართით, როგორც ინფრასტრუქტურის ასევე სამედიცინო მიმსახურების ხარისხთან დაკავშირებით. სხვათა შორის, თავის დროზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც განაცხადა, რომ ევექსში ყველაფერი რიგზე არ არის.

 

 

„ჯორჯია კაპიტალი“ ,  “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ და „საქართველოს ბანკი“

 


კომერციული ბანკებს არაპროფილური ბიზნესების მართვა საკანონმდებლო დონეზე ერთი წლის წინ შეეზღუდათ. აქედან გამომდინარე, საინვესტიციო ჯგუფი BGEO „საქართველოს ბანკს“ გაემიჯნა. საბანკო და საინვესტიციო მიმართულებად გაყოფის თაობაზე  განაცხადი 2017 წლის 3 ივლისს გააკეთა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ორ დამოუკიდებელ ბიზნესად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებთ კომპანიის აქციონერთა საბჭომ 2018 წლის 30 აპრილს დაამტკიცა.

 


საინვესტიციო ჯგუფიდან BGEO ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 კომპანიაა წარმოდგენილი: „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ (Bank of Georgia Group), „საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital) დასაქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG Healthcare).

 

 

ბოლო მონაცემებით „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიებია:სამედიცინო კორპორაცია ევექსი“, ფარმაცევტული კომპანიები „GPS“, „ფარმადეპოდა სადაზღვევო კომპანიაიმედი L“

 

 

ნინო ნატროშვილი






შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up