კოჯორში ველნეს-კურორტ „ბიოლის" განვითარების მეორე ეტაპი იწყება

კოჯორში ველნეს-კურორტ „ბიოლის" განვითარების მეორე ეტაპი იწყება

person access_time2016-05-06 09:05:03

დაბა კოჯორში, სამედიცინო ველნეს-კურორტი „ბიოლი"-ს განვითარების მეორე ეტაპი იწყება. ველნეს-კურორტის მფლობელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ მჭედლიძეა, რომელსაც საკუთარი კლინიკების ქსელი „მედი" აქვს რუსეთში. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა რადიო „კომერსანტს" განუცხადა, ამ ეტაპზე სტუმრების მიღება 6 კომფორტულ ნომერში ხდება და უახლოეს მომავალში კურორტს 14 ეკოლოგიურად სუფთა მასალით აშენებული კემპინგი დაემატება, თითოეული 2 ადამიანზე იქნება გათვლილი და მათი მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით პარალელურად კიდევ ერთი ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, ეს არის „ბიოლი ჰოლი" - მინის კედლებიანი რესტორანი,  ხედით თბილისზე, სადაც  ჩატარდება სხვადასხვა ტიპის კულტურული თუ საქმიანი ღონისძიებები. ჰოლის მშენებლობაც მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.


კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამის შემდეგ „ბიოლის" განვითარების მესამე ეტაპი დაიწყება - რა დროსაც მოხდება მთლიანი ტერიტორიის ათვისება, სპა ცენტრის და კემპინგების მშენებლობა, ვერტოდრომის მოწყობა და საკურორტო ზონის გამდიდრება სხვადასხვა სპორტული და სარეკრეაციო ელემენტებით (სპორტული მოედნები, ხელოვნური ტბები, კაფეები და ა.შ.) მისივე თქმით,  „ბიოლი" საერთაშორისო დონის კურორტია არა მხოლოდ კეთილმოწყობისა და სერვისის კუთხით, არამედ მისი უნიკალური მეთოდოლოგიის და კონცეფციის გამო. ამიტომ დაინტერესება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე უცხოელების მხრიდან მაღალია. „ბიოლი" მომხმარებელს  სხვადასხვა ველნეს პროგრამას სთავაზობს, თუმცა პროგრამის ტიპი და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტული სტუმრის ველნეს დიაგნოსტიკის და სხვადასხვა ტესტირების შედეგებზე. აქედან გამომდინარე პროგრამების ღირებულება  400-დან 3800 დოლარამდე მერყეობს.


შპს „მედგრუპ ჯორჯიას" კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლის" მშენებლობა  2013 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე უკვე განხორციელებული ინვესტიციების ოდენობამ 12 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მოეწყო ტერიტორიამდე მისასვლელი, შიდა და შემოვლითი გზები, კომუნიკაციები, მოსასვენებელი ადგილები და სასეირნო ბილიკები, აშენდა ადმინისტრაციული ზონა, დაირგო 6,000-ზე მეტი ძირი ნერგი, მათ შორის 8 მეტრზე მეტი სიმაღლის, რომელიც იტალიიდან არის შემოტანილი. კურორტის სამზარეულოს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს საკუთარი ფერმა და სათბური.



სპეციალურად სამედიცინო ველნეს კურორტისთვის მომზადდა ქართველი ველნეს-თერაპევტების ჯგუფი - მსგავსი სპეციალობა საქართველოში აქამდე არ არსებობდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან გაფორმებულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში გაჩნდა ახალი სამაგისტრო კვალიფიკაცია - ველნეს თერაპევტი. მიმდინარეობს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის და სილაბუსების მზადება აკრედიტაციისათვის და შემდგომი იმპლემენტაციისათვის.


კომპანიის მიზანია  პრემიუმ კლასის სამედიცინო ველნეს კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე, საქართველოში ველნეს-ინდუსტრიის განვითარება და მისი ჩამოყალიბება მსოფლიო დონის გამაჯანსაღებელ ცენტრად ბრენდ კოდით ,,ჯორჯიან ველნესი".




მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად
access_time2019-08-20 16:30:56
  პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას. “კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: „რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up