კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა

კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა

access_time2022-09-21 14:20:00

კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


დედაქალაქის მერის თქმით, ფერდის გამაგრების სამუშაოები სპეციალისტების მიერ ჩატარებული დეტალური კვლევის შედეგად დაიგეგმა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი რეაბილიტირებულ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე აღდგება.


„კოჯორში იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში, მიწის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი დააზიანა, გადაადგილება შეუძლებელი, თუმცა, მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია. კერძოდ, აღნიშნულ მისამართზე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, უსაფრთხოების მიზნით, ოპერატიულად დაიწყო გადაუდებელი სამუშაოები. პირველ რიგში, სპეციალისტებმა ჩაატარეს დეტალური კვლევა, რის მიხედვითაც, დაიგეგმა ფერდის გამაგრების სამუშაოები. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, აშენდა რკინა-ბეტონის კედელი, გაბიონები და ამჟამად, სავალ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი სწრაფად აღდგენა, რადგან ამ გზით უამრავი ადამიანი სარგებლობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, პროექტი, დაახლოებით, 24 სექტემბრისთვის დასრულდება და გადაადგილება ორმხრივად, თავისუფლად იქნება შესაძლებელი.








ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up