კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე B არეალის განვითარების გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე B არეალის განვითარების გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

access_time2020-02-23 10:00:24

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული B არეალის დაგეგმარების პირველადი საპროექტო გადაწყვეტების საჯარო განხილვა გამართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



„ღონისძიებას ურბანული სამსახურის უფროსი გიორგი ებანოიძე, სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, დედაქალაქის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, გამგეობის წარმომადგენლები და კოჯორსა და შინდისში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები დაესწრნენ.



საჯარო განხილვის მიზანს, მოსახლეობისთვის პროექტის გაცნობა და მათი მოსაზრებების მოსმენა წარმოადგენდა.



ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი ებანოიძის თქმით, მთლიანობაში, პროექტი მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მფლობელთა საცხოვრებელი არეალის საგრძნობ გაუმჯობესებას და სამშენებლო ნებართვების აღების პროცედურის გამარტივებას, ასევე, დედაქალაქის სწორ ურბანულ განვითარებას.




„საპროექტო ტერიტორიების დაგეგმარებით, გვინდა, რომ მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემოს ფორმირება მოვახდინოთ. დღეს კი, ეს ტერიტორიები, ძირითადად, გაუნაშენიანებელია და ხასიათდება ქაოტურად დარეგისტრირებული, შეუსაბამო მიწის ნაკვეთებით, რომელთა უმეტესობაც არ არის უზრუნველყოფილი მისასვლელი გზით, სოციალური და საინჟინრო ინფრასტრუქტურით. აღნიშნული ტერიტორიების ქაოტური განვითარება წლების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება ქალაქს და საჭიროებს შესაბამის რეაგირებას“, - განაცხადა გიორგი ებანოიძემ.



2019 წლის 15 მარტს დამტკიცებული ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში, განისაზღვრა 11 პირველი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალი. ამ არეალებიდან ერთ-ერთია კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიები, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 2 277 ჰექტარს. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული არის A და B არეალები. ამ ეტაპისთვის, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა შეისწავლა და დააგეგმარა B არეალი.



პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიებზე დაიგეგმა ქუჩათა ქსელი, საინჟინრო ინფრასტრუქტურის ძირითადი ქსელი, სოციალური და საჯარო სივრცეები, განისაზღვრა კონკრეტული გეგმარებითი არეალები და მათი სამშენებლო განვითარების სპეციალური პირობები.



პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ყველა შენიშვნისა და წინადადების გათვალისწინების შემდგომ, პროექტი დასამტკიცებლად უკვე საკრებულოში გადაიგზავნება. საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი კვირის განმავლობაში, დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე: urban@tbilisi.gov.ge“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up