კოდა–ფარცხისი-მანგლისი–წალკა–ნინოწმინდას გზის 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს

კოდა–ფარცხისი-მანგლისი–წალკა–ნინოწმინდას გზის 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

access_time2019-05-14 12:00:05

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი-მანგლისი–წალკა–ნინოწმინდას საავტომობილო გზის 16 კმ-იანი (კმ77-კმ92) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. როგორც „კომერსანტს“ გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.


აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.


პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 16 კმ-იანი გზა და მონაკვეთზე არსებული ხელოვნური ნაგებობები. მოეწყობა ტროტუარები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მოწყობის სამუშაოები.



სარეაბილიტაციო მონაკვეთი გაივლის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს: ტბეთი, სამება, განთიადი, საყდრიონი და აიაზმა.


პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 13 795 800 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2019 წლის ნოემბერში დასრულდება.








PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია
access_time2019-05-18 19:30:24
„კომერსანტის“ ფოტოკამერამ დღეს, თბილისში, ფილარმონიის მეოთხე სართულზე განთავსებულ World class-ის სავარჯიშო დარბაზში ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი დააფიქსირა, რომელიც პირად დაცვასთან ერთად...

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები
access_time2019-05-19 10:00:22
დღეს ზუგდიდის, ხულოს, მარნეულის, ზესტაფონისა და ჭიათურის მერების რიგგარეშე, ხოლო თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები...


მსგავსი სიახლეები

up