კობახიძე:

კობახიძე: "ოცნების" მიერ როგორც 19 აპრილის შეთანხმებაში დაბრუნებას, ისე მომავალში მსგავსი ტიპის დოკუმენტზე ხელის მოწერას კატეგორიულად გამორიცხავს

access_time2021-08-01 18:00:11

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კატეგორიულად გამორიცხავს, მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას დაუბრუნდეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.


ამასთან, მისივე თქმით, მომავალში კვლავ რომ შეიქმნას "ხელოვნური კრიზისი, "ოცნება" მსგავსი ტიპის შეთანხმებაზე ხელს არ მოაწერს".


კითხვაზე, "19 აპრილის შეთანხმებას ახლა რომ მოაწეროს ხელი "ნაციონალურმა მოძრაობამ"?", კობახიძემ შემდეგი განაცხადა:


"ეს იქნება, რა თქმა უნდა, ბავშვური თამაში და ერთი რამ მინდა, ვთქვა: გამორიცხულია ამ შეთანხმებაში ჩვენი მხრიდან დაბრუნება, ეს იქნებოდა რაღაც ბავშვური ნაბიჯი და საერთოდ, ნებისმიერ შემთხვევაში – დავუშვათ, გამეორდა ეს ხელოვნური კრიზისი, ჩვენ აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალში ასეთი ტიპის შეთანხმებაზე ხელის მოწერას კატეგორიულად გამოვრიცხავთ ერთი მარტივი მიზეზის გამო – ასეთი შეთანხმება ნიშნავს კონსტიტუციური ჩარჩოდან დროებით გასვლას, რაც არის დაუშვებელი მომავალში. ჩვენ, კონკრეტულ შემთხვევაში, ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ იყო ხელოვნური, მაგრამ მაინც კრიზისი შექმნილი და ამ ხელოვნური კრიზისის დასრულება სჭირდებოდა ქვეყანას იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ წასულიყო და ასე შემდეგ. მაშინ დავუშვით გამონაკლისი, მაგრამ მომავალში გამორიცხულია, რომ ასეთი ტიპის შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ და თუნდაც დროებით გავიდეთ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან".



რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას, რომლის თანახმად, "იწყებს კონსულტაციებს რიგ პოლიტიკურ აქტორებთან საქართველოში", კობახიძე აცხადებს, რომ რაიმე ტიპის პოლიტიკური შეთანხმება კონსულტაციების საგანი ვერ იქნება.


"მოლაპარაკებები ჩვენ შეიძლება, გვქონდეს უშუალოდ საერთაშორისო პარტნიორებთან – ევროკავშირთან, აშშ–სთან, მათ შორის შარლ მიშელთან, მაგრამ არა შეთანხმებასთან დაკავშირებით, არამედ იმასთან დაკავშირებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად როგორ შეიძლება, დავგეგმოთ რეფორმები სხვადასხვა სფეროში. ეს შეიძლება, იყოს კონსულტაციების საგანი და არა რაიმე ტიპის პოლიტიკური შეთანხმება", –დასძინა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.


ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 28 ივლისს პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".


"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


"ოცნების" აღნიშნულ ნაბიჯს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან, აშშ–ისა და ევროკავშირისგან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას.

accentnews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up