კობა გვენეტაძის განცხადებით, დიდი ალბათობით, 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4%-ზე მაღალი იქნება

კობა გვენეტაძის განცხადებით, დიდი ალბათობით, 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4%-ზე მაღალი იქნება

access_time2017-10-04 15:29:53

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4%-ზე მაღალი იქნება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.



„ჩვენი ბოლო პროგნოზი, რომელიც გამოვაქვეყნეთ, არის 4%-იანი ზრდა, მაგრამ, ამავე დროს, აღვნიშნავ, რომ ის ფაქტორები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, არის მაჩვენებელი, რომ დიდი ალბათობით, ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე 4%-ია, ალბათ, დაახლოებით, 4.5%-ის ფარგლებში“, - განაცხადა გვენეტაძემ.

რაც შეეხება 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით მომავალ წელს დაგეგმილ 4.5%-იან ზრდას, კობა გვენეტაძის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, შემდეგ წელს დაახლოებით, 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალური შეფასებაა, „მაგრამ ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორი ზრდით დამთავრდება 2017 წელი“.

 


 

ipn.ge



მასტიმულირებელი პაკეტის გარეშე ფქვილი და პური გაძვირდება - ასოციაციები მთავრობას მიმართავენ

მასტიმულირებელი პაკეტის გარეშე ფქვილი და პური გაძვირდება - ასოციაციები მთავრობას მიმართავენ
access_time2020-11-27 13:00:58
თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება - ამის შესახებ აღნიშნულია , საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების მიხედვით, უკანასკნელ თვეებში ხორბლის საერთაშორისო და შესაბამისად საქართველოს ფქვილის და პურის ბაზრებზე ფიქსირდება რთული...

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე
access_time2020-11-27 11:55:54
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად გამოწვეულ ახალ შეზღუდვებს ეხმიანება. ასოციაცია, როგორც ასობით ბიზნეს ოპერატორის ინტერესების დამცველი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდა ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავება. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად...

Black Friday - ეკოვუდში ! მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე

Black Friday - ეკოვუდში !  მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე
access_time2020-11-27 11:00:52
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს სახლის, აგარაკის, რესტორნისა თუ სასტუმროს რემონტისთვის. კომპანია ეკოვუდი 20-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური პარტნიორია, საქართველში წარმოადგენს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: Altax (Sherwin-Williams), Weco, Bayris, Astra Trade, Bowi, Deck-Dry, Gwozdeck და სხვა. ფასდაკლებულ ასორტიმენტში თქვენ იხილავთ ხის ფასადის მასალებს, კედლის და ჭერის პანელებს, იატაკის და ტერასის მასალებს, კიბის საფეხურებს, ხის...

„ახალი შეზღუდვების წყალობით, წელს ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად, 6-7%-ით შემცირდება“ - გიორგი კეპულაძე

„ახალი შეზღუდვების წყალობით, წელს ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად, 6-7%-ით შემცირდება“ - გიორგი კეპულაძე
access_time2020-11-27 13:40:14
„ახალი შეზღუდვების წყალობით, წელს ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე ველოდით. დაახლოებით 6-7%-ით“, — ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში წერს. „მომავალი წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე იყო დათვლილი, თუმცა ფინანსთა მინისტრმა უკვე ივარაუდა, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება. შესაბამისად, 2019 წლის დონეზე ჩვენი ეკონომიკა, ყველაზე კარგ შემთხვევაში 2022 წელს დაბრუნდება. ეს ყველაფერი რამდენ დაკარგულ სამუშაო...

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა
access_time2020-11-27 10:55:36
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია...


მსგავსი სიახლეები

up