კობა გვენეტაძემ სსფ – ის მიწვევით ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძემ სსფ – ის მიწვევით ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

access_time2020-10-21 14:00:19

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველთა ონლაინ შეხვედრაში, რომელშიც რეგიონის 29 ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



დისკუსიის მთავარი თემა მონეტარული და ფინანსური სექტორის პოლიტიკით ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება იყო. შეხვედრას სსფ-ის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილე, ჯეფრი ოკამოტო უძღვებოდა.




ღონისძიების წამყვან სპიკერებად მიწვეულები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და მაროკოს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი აბდელატიფ იუაჰრი. შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური სექტორის პოლიტიკის როლი ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობაში და, ამასთანავე, ფინანსური სტაბილურობის ასპექტები პანდემიის პირობებში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოსვლისას ისაუბრა COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ფინანსური სექტორის გაძლიერების მიზნით გატარებულ პოლიტიკასა და სექტორში არსებულ გამოწვევებზე.



„სწორედ წინა წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიურ კრიზისს კარგად მომზადებული შეხვდა - საჭირო კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერებით, აქტივების მაღალი ხარისხითა და უმოქმედო სესხების ისტორიულად დაბალი მაჩვენებლით. კორონა ვირუსის გავრცელებასთან ერთად, ჩვენ რამდენიმე გამოწვევის წინაშე დავდექით. პირველი, ვიცოდით, რომ საბანკო სექტორი ჯანსაღი იყო, მაგრამ შოკის სიდიდე გაურკვეველი იყო. მეორე, ბაზარზე იყო ნდობის შოკი, რასაც ეკონომიკის დაკრედიტების შეფერხება და შოკის გაძლიერება შეეძლო. მესამე, არსებობდა მაღალი საოპერაციო რისკი, რაც უკავშირდებოდა პანდემიის განვითარების დაუდგენელ ტემპს, ჩაკეტვასა (lockdown) და, შესაბამისად, ადამიანური რესურსის შეზღუდვას როგორც მარეგულირებლისთვის, ასევე ფინანსური სექტორისთვის. ამ გამოწვევების საპასუხოდ, ჩვენ შევიმუშავეთ დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელმაც ჩაკეტვის პერიოდში კრედიტორებს საგრძნობი მოცულობის სესხის მომსახურების გადავადების და, ამავდროულად, რეალური სექტორის დაკრედიტების გაგრძელების საშუალება მისცა,“ - აღნიშნა გამოსვლისას კობა გვენეტაძემ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „პანდემიის პირობებში მონეტარული პოლიტიკის შერბილების პარალელურად, ლიკვიდობის მიწოდების დამატებითი ინსტრუმენტები ამოქმედდა, როგორიცაა სავალუტო სვოპი ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტების მხარდამჭერი ინსტრუმენტი. ამასთან, ადგილობრივი ვალუტისთვის ლიკვიდურობის გადაფარვის კოეფიციენტი შემსუბუქდა.“



„ცხადია გვესმის, კრიზისი ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ გვჯერა, რომ მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი ქმედებები და მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების დროული გამოყენება ფინანსურ სექტორს საშუალებას მისცემს გაუძლოს პანდემიის ნეგატიურ გავლენას და, უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up