კობა გვენეტაძემ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ვებინარში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძემ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ვებინარში მიიღო მონაწილეობა

access_time2020-07-17 15:32:56

"პოსტპანდემიური გაჯანსაღება შავი ზღვის რეგიონში" - ამ სახელწოდების საერთაშორისო ვებინარში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. შეხვედრა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ორგანიზებით და შავი ზღვის სწავლების საერთაშორისო ცენტრთან (ICBSS) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა დიმიტრი პანკინმა გახსნეს. კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და პანდემიის ეკონომიკურ გავლენაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემია უპრეცედენტო შოკია, რომელმაც გამოწვევის წინაშე დააყენა ეკონომიკის ყველა სექტორი და გაურკვევლობის მაღალი ხარისხი შექმნა. კობა გვენეტაძემ დეტალურად ისაუბრა იმ საგანგებო ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი მანდატის ფარგლებში გაატარა, რათა შეერბილებინა პანდემიის გავლენა ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე.


კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა არსებული კრიზისის მასშტაბებზე და პარალელი 2007-2009 წლების გლობალურ ფინანსურ კრიზისთან გაავლო, რომელიც არსებულთან შედარებით ნაკლებად მძიმე იყო. "მიუხედავად ამისა, დღესდღეობით ბანკები და მთლიანად ფინანსური სექტორი კარგად კაპიტალიზებულია, გააჩნია მდგრადი აქტივები, საკმარისი ლიკვიდობა და ლევერიჯის მდგრადი დონე. თუ გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ბანკები თავად წარმოადგენდნენ შოკის წყაროს, დღეს ისინი მზად არიან შთანთქონ პოტენციური დანაკარგები ისე, რომ ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


"შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია ტურიზმის სექტორის შედარებით დიდი წილი ეკონომიკაში. ვინაიდან პანდემია განსაკუთრებით სწორედ ტურიზმის სექტორს აზარალებს, შესაძლოა ეკონომიკური აქტივობა ამ ქვეყნებში მთავარ გამოწვევად იქცეს. ამდენად, ამ პერიოდში ტურიზმის სექტორის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფისკალური პოლიტიკის როლი ასეთი შოკების დროს კიდევ უფრო იზრდება. სახელმწიფო ღონისძიებები მიზნად ისახავს მოსახლეობის იმ ჯგუფების დახმარებას, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ამავე დროს, სპეციალური პროგრამები შემუშავდა ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების მხარდაჭერისთვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და მშენებლობა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.



შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ელიოტ აუკლენდმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პირველმა მოადგილემ ებრუ ბარუკუ გოკდენიზლერმა, საბერძნეთის ეკონომიკისა და ინდუსტრიული კვლევების ფონდის გენერალურმა დირექტორმა ნიკოს ვეტასმა, უკრანული საინვესტიციო კომპანია "Horizon Capital" - ის წარმომადგენელმა ლენა კოჟარნიმ.


საერთაშორისო ვებინარში ასევე მონაწილეობდნენ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების საჯარო სექტორის, ბიზნესის, სამეცნიერო წრეებისა და მედიის წარმომადგენლები.


ამავე შეხვედრაზე, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა გაასაჯაროვა რეგიონული ანალიზის დოკუმენტი "პანდემიური კრიზისი და შავი ზღვის რეგიონი - გავლენა, საპასუხო ქმედებები და საერთაშორისო განვითარების ბანკების როლი", რომელშიც დეტალურად არის განხილული პოსტპანდემიურ პერიოდში საერთაშორისო განვითარების ბანკების როლი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up