კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

access_time2020-04-28 18:15:35

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სსფ-ის "რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა: კავკასია და ცენტრალური აზია", ონლაინ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა იმ ეკონომიკურ ზიანზე, რაც COVID-19-ისა და ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრი კლების შედეგად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს მიადგათ.


მიმართვის დასაწყისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერისა და ოპერატიული ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სსფ-ს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.


"ჩვენი ამოცანა და პრიორიტეტი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, აქეთაა მიმართული ყველა ჩვენი ღონისძიებაც. საკმაოდ ეფექტიანი იყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღება. ამ რეგულაციისა და კიდევ სხვა მთელი რიგი საზედამხედველო პოლიტიკის ღონისძიებების შედეგად მივიღეთ დღევანდელი ფინანსური სისტემა: ძლიერი კაპიტალით, მაღალი ლიკვიდობით და მდგრადი აქტივებით", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. "იმისათვის რომ მზად ვყოფილიყავით ნეგატიური შოკებისთვის, გასულ წლებში, ჩვენ მივმართავდით საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას, რაც სხვადასხვა ტრიბუნებიდან დისკუსიის საგანი არაერთხელ იყო. სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ მოგვცა საშუალება, შეგვემცირებინა ფასებთან და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკები", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



პრეზენტაციისას ასევე, იმსჯელეს არსებული გაურკვევლობის ფონზე ახალ გამოწვევებზე, შოკების თავისებურებებზე, საპასუხო რეაგირებაზე და სამომავლო პერსპექტივაზე.


კობა გვენეტაძემ ხაზგასმით აღნიშნა რეგიონული ინტეგრაციისა და სავაჭრო არხების მნიშვნელობა დღევანდელ ვითარებაში. "უნდა ვაღიაროთ, რომ არსებული ჩაკეტილობა ნათელი დასტურია, თუ როგორი არაეფექტური და დამანგრეველია ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში ცხოვრება". ამასთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის შიგნით ეკონომიკური გუნდის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.


კობა გვენეტაძესთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველი, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ყაზახეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, კაირატ კელიმბეტოვი.


ონლაინ პრეზენტაციის დასასრულს, გაიმართა დისკუსია, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ეკონომიკური კვლევითი ცენტრების, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა კითხვის დასმის შესაძლებლობა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up